EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ამერიკის საელჩოში მიღების დროს, აშშ-ს ელჩმა სიამაყით დაიტრაბახა, რომ შტატ ალაბამაში მათ ჰყავთ ჯადოქარი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს »
კატეგორია: იუმორიავტორი: admin
თარიღი: 2023-10-04 20:18:03
"ამერიკის საელჩოში მიღების დროს, აშშ-ს ელჩმა სიამაყით დაიტრაბახა, რომ შტატ ალაბამაში მათ ჰყავთ ჯადოქარი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს. მიღებაზე მყოფმა სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა აუღელვებლად უპასუხა, რომ სსრკ-ში არის შესანიშნავი სპორტსმენი, რომელიც სირბილით თვითმფრინავსაც კი უსწრებს. როდესაც ნიკიტა ხრუშოვმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო, თავის კაბინეტში დაიბარა მოლოტოვი:
- ენას რატომ ატლიკინებთ, მიხაილოვიჩ? რომ მოგვთხოვონ ამ სპორტსმენის წარდგენა?
- ჩვენ მათ მოვთხოვთ, ჯერ თავისი ჯადოქარი წარგვიდგინონ.
- და თუ წარგვიდგინეს?
- მაშინ, ჩვენ შემოწმებას მოვითხოვთ, მაგალითისთვის სტალინის გაცოცხლებას.
- ჩავთვალოთ გააცოცხლა, მერე?
- მერე ამხანაგო ნიკიტა, შენ თვითმფრინავს კი არა, რაკეტას გაასწრებ!"