EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლიმონის წვენი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2023-10-16 21:02:08

ლიმონის წვენი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას

Lemon

როგორ მუშაობს ლიმონის წვენი?
 
აუცილებელია, რომ ლიმონის წვენი იყოს ნატურალური და ახალდაწურული. ის არ უნდა იყოს შაქრიანი და არც პაკეტის. ამიტომ, თუ ამ წვენის გაკეთებას აპირებთ, მოიმარაგეთ ახალი ციტრუსი.
 
ნათქვამია, რომ წვენისთვის საჭირო წყალი უნდა იყოს თბილი, რადგან თუ სითხის ტემპერატურა მეტისმეტად მაღალია, ის ანადგურებს ფერმენტებს და ლიმონის კვებით თვისებებს.
 
რისთვის არის საჭირო ცხელი ლიმონის წვენი?
 
ამ საშუალების მოქმედებასთან დაკავშირებით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, თუმცა საკუთარი გამოცდილების თანახმად, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ყოველ დილით ლიმონის წვენის დალევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას და წმენდს ორგანიზმს.
 
სასმელი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქრობს დისკომფორტს და სისუსტის განცდას. ციტრუსის ფერმენტები და მჟავიანობა საჭმლის გადამუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობს.
 
აგრეთვე ლიმონი ახშობს მუცლის შებერილობას, ამცირებს გაზებსა და გულძმარვას.
 
ამ სიკეთეების გარდა, ლიმონი ებრძვის შეკრულობის პრობლემასაც. ვისაც ეს პრობლემა აქვს, აუცილებლად უნდა სვას ცხელი ლიმონიანი წვენი ყოველ დილით, საუზმემდე. ცხელი (და არა მდუღარე) სასმელი უფრო მარტივს ხდის დეფეკაციის პროცესს.
 
ლიმონის წვენი ასევე უკეთესს ხდის სუნთქვას. ეს უკანასკნელი ფართოდ გავრცელებული პრობლენაა, რასაც იწვევს პირის ღრუში დაგროვილი ბაქტერიები. ლიმონი კი ახშობს უსიამოვნო სუნთქვას დილაობით.
 
როცა დალევას მორჩებით, პირი თბილი წყლით გამოივლეთ, რათა ლიმონის მჟავიანობამ კბილის ემალი არ დააზიანოს.
 
ლიმონის წვენი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას
 
ლიმონი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინ C-ს შეიცავს. ცნობილია, რომ ის ეფექტურად ებრძვის სურდოსა და ნებისმიერ ვირუსულ და ბაქტერიულ დაავადებას.
 
ზამთრის პერიოდში C ვიტამინის დონე იკლებს, ამიტომ იზრდება გაციების შანსი. ამის თავიდან ასარიდებლად, მიირთვით ყოველ დილას ლიმონის წვენი.
 
ამის გარდა, თუ ყელის ტკივილმა შეგაწუხათ, ეს ხილი საკმაოდ ეფექტურად იმოქმედებს. ამ დროს რეკომენდებულია მისი შერევა ერთ კოვზ თაფლთან. ასევე კარგი იქნება თუ ლიმონის წვენს მცენარეულ ჩაიში დაამატებთ.
 
გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!