EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ერთ ფერმერს უიშვიათესი ჯიშის სიმინდი მოჰყავდა »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2023-10-26 13:06:15
ერთ ფერმერს უიშვიათესი ჯიშის სიმინდი მოჰყავდა.
ყოველ წელიწადს ჯილდოს იღებდა მთავრობისგან, ასეთი საუცხოო და არაჩვეულებრივი მოსავლისათვის.
ერთ მშვენიერ დღეს, მას ჟურნალსტი ესტუმრა. ძალიან აინტერესებდა გლეხის წარმატებების საიდუმლო და როცა გაიგო, რომ კაცი ყოველ წელიწადს მეზობლებს, თავისი მოყვანილი სიმინდის თესლს ურიგებდა,
გაოცდა ძალიან.
-- ეს როგორ მეგობარო.
ასე, ხომ შეიძლება მათ შენზე უკეთესი მოსავალი მოიყვანონ და შენ დაკარგავ პირველობას.
ფერმერს ჩაეცინა
- განა არ იცით, რომ ქარს მომწიფებული ნაყოფის მტვერი გადააქვს ერთი მინდორიდან მეორეში?
და თუ ჩემი მეზობლები ცუდი ხარისხის სიმინდს დათესენ, მაშინ
გაუკუღმართებული დამტვერვა გამოიწვევს მოსავლის დეგრადაციას და ამას რა მოჰყვება?..
ასე რომ მირჩევნია, მათაც კარგი ხარისხის სიმინდი დათესონ და მოიყვანონ.
ზუსტად ასეა ცხოვრებაშიც.
ვისაც სურვილი აქვს გონიერი და კმაყოფილი ცხოვრებით იცხოვროს, უნდა დაეხმაროს სხვებს გამდიდრებაში.
ცხოვრების ღირებულების საზომი შენს გვერდით მყოფი ადამიანების ყოფაა.
და ისინი, ვინც ბედნიერებას ირჩევენ ეხმარებიან სხვებს რადგანაც ყოველი ჩვენგანის კეთილდღეობა დამოკიდებულია და დაკავშირებულიცაა სხვების კეთილდღეობასთან.
ნ. ქომეთიანი