EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ნუ უსურვებთ ადამიანებს იღბალს! »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2023-11-06 21:54:21
ი ღ ბ ა ლ ი - ეშმაკის სახელია, ნუ უსურვებთ ადამიანებს იღბალს! იყავით ფხიზლად, უსურვეთ ერთმანეთს კეთილდღეობა და ღვთის წყალობა და არა ეშმაკი. ზოგიერთები მოსახსენებლებში ახსენებთ იღბლის ეშმაკს: "იღბალი ქალიშვილს", "იღბალი ვაჟისთვის", "იღბალი ოჯახისთვის", როგორ ჩამიწერეთ ეშმაკი მოსახსენებელში?
იცით თუ არა ვინ იყო იღბალი? ეს იყო ყველაზე დიდი დემონი, რომელმაც მილიონობით სული შეიწირა. "მოლოქი" ანუ იღბალი იყო ბედნიერების ღმერთი რომაელებთან, შუმერებთან და კართაგენელებთან. მის ქანდაკებას, სპილენძში ან ვერცხლში ჩამოსხმულს, დაატარებდნენ ორთვლიანი ეტლით. ზურგის მხრიდან მას ჰქონდა სპილენძის ღუმელი, წინა მხრიდან კი სპილენძის ტაფა. უკნიდან იღბალს შეუკეთებდნენ შეშას, ქანდაკების გაბზარვამდე. მის ქურუმებს ხელში ეჭირათ დიდი ალესილი ცულები. როგორ მსხვერპლს იწირავდა იღბალი? -მხოლოდ ძუძუმწოვარა ბავშვებს დედების ხელიდან. მოდიოდნენ სოფელში, მოაგორებდნენ იღბლის ორთვალას წითლად გახურებული ტაფით და ტაშის კვრით იძახდნენ: "აბა ვის სურს იღბალი, შესწირეთ იღბალს". და უგუნური დედაკაცები ერთმანეთს შეეხმიანებოდნენ -"აძლევ შენს ბავშვს?", "კი, მივცემ, რომ იღბალი გვქონდეს". აიყვანდა ქალი ბავშვს მამის ხელიდან და გადასცემდა. ასე 40-50 ბავშვი ხვდებოდა ერთ ჯერზე ამ ტაფაზე.
ალბათ იკითხავთ: მოლოქი თარგმანში მეფეს ნიშნავს, და რა შუაშია იღბალი? ბევრ წყაროში მითითებულია, რომ ეს იყო ძლიერი, მძლავრი დემონი, რომელმაც ბევრი სიცოცხლე შეიწირა. ბევრი ადამიანი ეთაყვანებოდა მას იმ დროს და გასაკვირი არ არის რომ მისი სახელი ითარგმნება როგორც "მეფური".
მოლოქი ბიბლიაში მოხსენიებული სემიტური ღვთაების სახელია. მას ეთაყვანებოდნენ ებრაელები გამოსვლის დროს და სოლომონის მეფობის დროს. ეს თაყვანისცემა გამოირჩეოდა ბავშვების მსხვერპლშეწირვით. ღმერთმა, როდესაც მოსეს მისცა მცნებები, სიკვდილის მუქარით კატეგორიულად აკრძალა სხვა ღმერთებისთვის თაყვანისცემის ამდაგვარი ფორმა. ებრაელების გარდა მოლოქს ეთაყვანებოდნენ ამონიტელები და ფინიკიელები (მელკარტის სახელით), მსგავსი კულტი ჰქონდათ მოაბელებს.
ახლა წავიკითხოთ რუმინელი უხუცესი ბერი კლეოპას სიტყვებში როგორ უკავშირდება ეს მოლოქი იღბალს? შესაძლოა, თარგმანში იყოს უზუსტობა, მაგრამ თუ სწორად ციტირებენ კლეოპა იხსენიებს კერპს- ნოროკს, რომელიც ითარგმნება როგორც იღბალი და ამ იღბალს ბევრგან საკუთარ სახელად იყენებს. როგორ მსხვერპლს იწირავდა ეს იღბალი? გამოდის, რომ ბერი იმავე დემონზე ლაპარაკობს. მოკლედ, ამ ტექსტში ლაპარაკია იმაზე, რომ ქრისტეს მოსვლამდე ადამიანებს ყოველ ცოდვაზე თავისი დემონი ჰყავდათ, რომელსაც თაყვანს სცემდნენ როგორც კერპს, ღვთაებას. მარსი-ომის ღმერთი, აფროდიტა-ვნების ღვთაება, მოლოქი კი იყო ღვთაება, რომელსაც სწირავდნენ საშინელ მსხვერპლს - ბავშვებს იღბლის მოსაპოვებლად. ბერს მოჰყავს წინასწარმეტყველი ისაიას სიტყვები: "მაგრამ მათ, ვინც მიატოვა უფალი, მე დავსჯი, მათ დაივიწყეს ჩემი წმინდა მთა და თაყვანისცეს იღბალს - ბედისწერის არასწორ ღმერთს". ამიტომაც ბერი ევედრება ყველას, არავის უსურვონ და არ მოუხმონ იღბალს. რადგან ფაქტიურად, იღბლის მოხმობით მივმართავთ არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ დემონურ ძალებს, როგორც ძველად კერპთაყვანისმცემლობის ეპოქაში.
არქიმანდრიტი კლეოპა