EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« Აკონიტი - Aconite »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: admin
თარიღი: 2024-01-26 13:54:07
აკონიტი გამორჩეულია მისი მომწამვლელი თვისებებით, სწორედ ამიტომ წარსულში მას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა, ერთ-ერთი ასეთი მაქციებისგან(ლიკანტროპებისგან) თავდაცვა გახლდათ, სწორედ აკონიტი იყო მათთვის სასიკვდილო მცენარე.
ფოლკლორის მიხედვით, ჯადოქრებიც იყენებდნენ აკონიტს, ურევდნენ მათ ელექსირებში, თვლიდნენ, რომ მათი მარცვლებით უხილავებიც ხდებოდნენ.
ის მიეკუთვნება Aconitum გვარს და Ranunculaceae ოჯახს
აკონიტი ( ტილჭირი) / Aconitum
გამოშვების ფორმა : ჰომეოპათიური გრანულები D3, C3, С6 და ზევით, წვეთები C3, С6 და ზევით.
მიღების ჩვენება: მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მიიღება ანთებით, ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, ჰიპერტონიის( განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში). Belladonna და Bryonia -სთან ერთად ითვლება უნივერსალურ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებად.
სიმპტომები უარესდება მშრალ ცივ ქარიან ამინდში, შუაღამისას. უმჯობესდება მოსვენებულ მდგომარეობაში, ოფლიანობისას, ღვინის და ყავის მიღებისას, სუფთა ჰაერზე.
ტილჭირის ყველა ნაწილი შეიცავს ძალზე შხამიან, აკონიტურ ალკალოიდებს. ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ ტუბერკულოზისა და ავთვისებიანი სიმსივნეების საწინააღმდეგოდ. ჰომეოპათიური საშუალება – Aconitum მზადდება ნედლი, აყვავილებული მცენარიდან, იყენებენ გაციების პირველი ნიშნებისას, გრიპის ინფექციის განვითარების თავიდან ასაცილებლად. უნიშნავენ აგრეთვე იშიაზისა და სხვა ტკივილების სინდრომისას. მცენარის ექსტრაქტი ამჟღავნებს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
შემადგენლობა: Aconitum napellus L- მრავალწლიანი შხამიანი მცენარე, ბაიასებრთა ოჯახი ( Ranunculaceae), გამოიყენება მთლიანად მცენარე, ან ცალცალკე, მიწისზედა ან მიწისქვეშა ნაწილები.