EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« უმრავლესობამ მხოლოდ ის ვიცით, რომ იაკობ გოგებაშვილმა დედა ენა დაწერა »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2024-02-12 17:23:05
უმრავლესობამ მხოლოდ ის ვიცით, რომ იაკობ გოგებაშვილმა დედა ენა დაწერა
და როცა მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს, დაკერებული ფეხსაცმელი და პიჯაკის შიგნით დაკემსილი ჟილეტი ეცვა თურმე მიცვალებულს, მაშინ როდესაც დიდძალი ფული დაუტოვა სკოლებს...
მან და მისნაირებმა იმდენი შეძლეს, რომ გადარუსებულ საქართველოში 1700 ქართული სკოლა გახსნეს, თვით ყველაზე მივარდნილ სოფლებშიც კი... დღეს კი 2000 მდე სკოლაა ...
ენა შემოუნახა და გადაურჩინა ერს!
ენა, რომელზეც იმ დროს ხეირიანად ვეღარც ლაპარაკობდნენ და ვეღარც წერდნენ, რადგან ,,ერთმორწმუნე" რუსმა ცნობიერებაზე მიიტანა იერიში, ქართულ ეკლესიას დამოუკიდებლობა წაართვა და უამრავი სკოლა რუსულად აამეტყველა, ეს ის დრო იყო, როცა საკუთარ ენაზე ვეღარ ლოცულობდა და ვეღარ სწავლობდა ქართველი ..
გააზიარეთ პედაგოგებმა, მშობლებმა, უფროსმა დებმა ძმებმა, რათა ახალმა თაობამ იცოდეს დიდებულ ქართველთა ღვაწლი