EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გრაალი და ოქროს საწმისი »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: DEMI

თარიღი: 2013-02-25 19:43:25

გრაალი და ოქროს საწმისი

გრაალი და ოქროს საწმისი

გრაალი მატერიალური გამოვლინებაა ალისა, რომელიც სამყაროს გულშია, აგრეთვე დედამიწისა და ადამიანის გულში. ზვიად გამსახურდია ძირ გრ– ს იბერიული კულტურისათვის დამახასიათებლად მიიჩნევდა," გრ" ძირია სიტყვისა "ვიგრი", რაც ნიანგს ნიშნავს. ნიანგი მაიას და ეგვიპტელების მიხედვით თავდაპირველი სულია, ყოვლის შემოქმედი, ანუ ათონ (ტოპონიმი ახალი ათონი ნიშნავს მის გამოვლინებას ჩვენს ტერიტორიაზე მესამე ათასწლეულში).
წმინდა სულის სიმბოლოა შუა ცეცხლი, ასევე მარადიული ცეცხლი, რომელიც შემთხვევით არ არის ხუთქიმიან ვარსკვლავში ანთებული, თავისმხრივ ეს ვარსკვლავი ექვსქიმიანი ვარსკვლავის ცენტრში მოიაზრება, სწორედ ეს ექვსქიმიანი ვარსკვლავია გრაალი, რას გვიჩვენებს ის? ორი სამკუთხედის, ქალურის და მამაკაცურის ერთიანობას, ჰარმონიას, ის ასევე გულის ჩაკრის სიმბოლოა.
გული აერთიანებს, როგორც მარჯვენა–მარცხენას, ანუ მამაკაცურს და ქალურს, ასევე ზემო და ქვემო ადამიანს, ანუ აზროვნებისა და ნებელობის სფეროს.
ფილიპეს აპოკრიფულ სახარებაში გაჟღერებულია შემდეგი ფრაზა: "როდესაც თქვენს თავში გააერთიანებთ მარჯვენას მარცხენასთან, ზემოთას ქვემოთასთან თქვენ გახდებით ღმერთის დარი" ე.ი

მარჯვენა=მარცხენა=ზემოთა=ქვემოთა=ღმერთს

ოქროს საწმისიც ქალურის და მამაკაცურის ერთიანობაა, ეს ნაზი ხანიაშვილმა თქვა, მაგრამ ეს სიმართლის მხოლოდ ნახევარია, აქ ისევ მაიას კალენდართან თუ არ დავაკავშირეთ ვერაფერს გავხდებით, მაიას კალენდრის თითოეული ნიშანი ჯვარს წარმოადგენს, სადაც ცენტრში დგას ოციდან ერთ–ერთი ნიშანი და მასში იკრიბება მარჯვენა–მარცხენა ანუ მამაკაცური და ქალური, მაგრამ ზემო და ქვემოს ნაცვლად წინა და უკანა მხარეები, რაც იგივეა, რაც მომავალი და წარსული, ოქროს საწმისის შესაკრებელი (ანუ შამბალა) არის აქ, იბერიაში, რასაც მითი ადასტურებს.

მარჯვენა=მარცხენა=წინა=უკანა=ღმერთს

ამიტომ, როდესაც გრაალზე ან ოქროს საწმისზე ამბობენ, რომ ის ქალურ–მამაკაცურის ერთობაა ეს ჭეშმარიტების მხოლოდ ნახევარია, ისმის კითხვა: რატომ ქვიათ მათ სხვადასხვა სახელები, თუ ისინი ერთსა და იმავეს გამოსახავენ?! საქმე იმაშია, რომ ისინი კი მართლაც ერთსა და იმავეს გამოსახავენ, მხოლოდ სივრცესა და დროსთან მიმართებაში.
სოლომონის ანუ ექვსქიმიანი ვარსკვლავი უკავშირდება სივრცეს, ტაძარს, ხოლო ოქროს საწმისი დროს, რადგან უკან წარსულია წინ კი მომავალი.
დრო ეთერული ფენომენია, ამიტომ ქრისტეს ეთერული მოვლინება პირველად უნდა მოხდეს აქ! ეთერული მოვლინების ნიშნები უკვე კარგა ხანია არსებობს საქართველოში, მაგრამ დამნახავი არ ყავს. მაგალითად, 2009 წლის 28 ივლისს მოხდა წარმოუდგენელი ეთერული განმუხტვები სამი სფერული ელვის სახით თეთრიწყაროს რაიონში. ეს სფეროები ისეთ ნაპერწკლებს ყრიდნენ ხატებზე გამოსახული იდუმალი ნიშანი მომაგონდა, ამაზე შემდგომში ვისაუბრებ. რუსთავი 2–ის ჟურნალისტებმა მოუწოდეს მეცნიერებს აეხსნათ ეს მოვლენა, მაგრამ დღემდე დუმილია.
დროის შესაკრებელი არის ფ–ასი (ფასი შესაკრებელს ნიშნავს), ხოლო სივრცის შესაკრებელი თ–ასი, ამგვარად დროისა და სივრცის კრედო აქ არის, ჩვენს ტერიტორიაზე.
ფ+თ(ასი)=ეფუთი დედამიწის მთავარი წიგნი ხოლო ასი ეს არის ასო რაეს ციფრობრივი მნიშვნელობა, იგივე მზის, მაგრამ მთვარის ენერგიაც რომ აქ იკრიბება ამაზე მიუთითებს სიტყვა ჰეკატა, რომელიც ასს ნიშნავს და მთვარის სამსახოვანი ქალღმერთია (აწმყო, წარსული და მომავალი). ამ იდუმალების დანახვა ფიზიკური თვალით შეუძლებელია, საჭიროა გონი და თანაც ქართველის გონი ანუ ჰბერ, რომელიც სულხან–საბას მიხედვით ნიშნავს გონს.