EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საინტერესო ფაქტები კბილებზე »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2024-02-24 18:51:45
დღესდღეობით, კბილის პასტა, პირის ღრუს მოვლის რუტინის განუყოფელ ნაწილად ითვლება, მაგრამ ის თანამედროვე სახით პირველად, სულ რაღაც 100 წლის წინ გამოიყენეს. მე-19 საუკუნემდე კაცობრიობა კბილების გასასუფთავებლად ბევრ სხვადასხვა საშუალებას მიმართავდა. მაგალითად, კბილების გასუფთავების მიზნით, ანტიკურ საბერძნეთში იყენებდნენ მარჯნის ფხვნილს, პუდრს და პემზის ქვის ნაფხევენსაც კი. რაც შეეხება კბილის ჯაგრისებს, ნეილონის ჯაგარის მქონე კბილის ჯაგრისები პირველად გამოჩნდა 1938 წელს. თუმცა, სხვა მასალის ჯაგარის მქონე ჯაგრისები მათზე დიდი ხნით ადრე არსებობდა. მაგალითად, ჩინეთში პირველად ასეთი ჯაგრისი 1498 წელს გაჩნდა. მასალა იყო ღორის ჯაგარი, ცხენის და მაჩვის თმა. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ, კბილის პასტისა და ჯაგრისის შერჩევისას გაითვალისწინოთ თქვენი პირის ღრუს ინდივიდუალური მახასიათებლები და ექიმის რეკომენდაციები. ჩვენი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი პირის ღრუს მოვლის რუტინა ეფექტური და დიდხანს შეინარჩუნოთ ჰოლივუდის ღიმილი.
განსაკუთრებით საინტერესო რამ, რაც კბილებსა და პირის ღრუზე უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ კბილების ბუნებრივი ცვეთა დამოკიდებულია იმაზე თუ ტვინის რომელი ნახევარსფერო უფრო განვითარებული აქვს ადამიანს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რომელი ხელითაც წერს ადამიანი, საკვებსაც იმ მხარეს უფრო მეტად ღეჭავს. თუ ადამიანი ცაციაა, საკვებს ყბის მარცხენა მხარეს დაღეჭავს, ხოლო მემარჯვენე-მარჯვენა მხარეს. შესაბამისად, რომელ მხარესაცაა მომატებული ღეჭვის ფუნქცია, კბილები იმ მხარეს უფრო დატვირთულია და უფრო მეტად იცვითება. გაცვეთილი და დაზიანებული ემალის მქონე კბილების ფუნქციური და ესთეტიური გაუმჯობესების ყველაზე თანამედროვე და ნაკლებად ინვაზიურ მეთოდად ითვლება ვინირება. ვინირება ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება, ასევე მასზე არსებული ხარვეზების (ბზარებისა და ნატეხების) დაფარვა. კერამიკული ვინირი წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტას. მისი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია, ის გარედან ეკვრის კბილს და აუმჯობესებს მას როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად.
იმპლანტაცია ადენტიის (იგივე უკბილობა) მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და ფართოდ გავრცელებული მეთოდია, თუმცა თავად კბილის იმპლანტაციას უდიდესი ისტორია გააჩნია. ბუნებრივი კბილების შემცვლელი უძველესი იმპლანტები დათარიღებულია დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 600 წლით. ის აღმოაჩინეს უძველესი მაიას ტომელი ქალის ყბაზე, ,,იმპლანტები” კბილის ფორმის მსგავსად იყო გამოთლილი და ყბაში ჩამაგრებული. რაც შეეხება კბილების იმპლანტაციის შედარებით ახალ ისტორიას, XIX საუკუნეში ხელოვნური კერამიკული კბილების დამზადების ტექნოლოგიის გამოგონებამდე, კბილის პროთეზებისთვის, მასალის სახით გამოიყენებოდა ოქროსა და ვერცლის შენადნობები, ასევე სპილოს ძვალი. ხოლო ზოგიერთი სტომატოლოგი პროთეზებს კედრის ხისგანაც კი ამზადებდა. საბედნიეროდ, თანამედროვე ეპოქაში, ჯანსაღი ღიმილისათვის არ არის აუცილებელი ამდენ „მსხვერპლზე წასვლა“. იმპლანტაციის პროცედურა პაციენტისათვის საკმაოდ კომფორტული და უმტკივნეულოა. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის პროფესიონალები, შეგირჩევენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მკურნალობის კურსს და დაგეხმარებიან დატკბეთ სასურველი შედეგით, რაც შეიძლება მალე.
მიუხედავად იმისა, რომ კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილისთვის, ორგანიზმში არსებული მთელი კალციუმის 99% კბილეშია მოქცეული. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმს ყოველდღიურად მივაწოდოთ კალციუმის საჭირო დოზა და მივიღოთ ჯანსაღი, დაბალანსებული საკვები. სწორი რაციონი შეინარჩუნებს არა მარტო ჩვენი კბილებისა და ძვლოვანი სტრუქტურის, არამედ სრულიად ორგანიზმის ჯანმრთელობას. ორგანიზმში კალციუმის ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყოველდღიურად მივირთვათ კალცის მაღალი შემცველობის პროდუქტები მაგალითად რძე, ხაჭო, ყველი, კივი კენკრა და ასე შემდეგ.