EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ერთ ქართველ ვაჭარს საქონელი წაეღო დარუბანდში გასაყიდად.. »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2024-10-16 19:36:45

ერთ ქართველ ვაჭარს საქონელი წაეღო დარუბანდში გასაყიდად

Phoenix-Nation

"ერთ ქართველ ვაჭარს საქონელი წაეღო დარუბანდში გასაყიდად...
 გზაში თურმე ლეკები დაეცნენ და რაც საქონელი ჰქონდათ ყველაფერი წაართვეს...
 ვაჭარი მივიდა ლეკთა უფროსთან და სთხოვა:
 შენს საბრძანებელში მოვედი, საქონელი მოვიტანე გასაყიდად და შენმა ხალხმა სულ წამართვა_ო...
 სამართალს მოვითხოვ, საქონელი დამიბრუნეო... 
- სადაური ხარ?
- დაინტერესდა ლეკთა უფროსი... 
- მე ქართველი ვარ
-ჰოდა, აბა, მიდი საქართველოში და შენს მეფეს, დავითს, ფეხქვეშ ჩაუვარდი და სამართალი იმას სთხოვე... 
- სამართალს მე შენ გთხოვ, თორემ დავითს რომ ეს ვუთხრა, საქმე ვუდად წაგივა_ო, მიუგო ლეკთა მბრძანებელს ვაჭარმა...!
- ჰმ!... ცუდად წამივა?! რას იზამ შენი დავითი? მანაც დარუბანდის კარი არ ჩამომიხსნას...!
 Გულდაწყვეტილი ვაჭარი დაბრუნდა საქართველოში და ყოველივე დავითს უამბო გულდაწყვეტილმა, ისიც დასძინა, ლეკმა რაც უთხრა,
”დავითმა დარუნაბდის კარიც არ ჩამომიხსნას...”
 დავითი განრისხდა და ვაჭარს შეჰპირდა:
 ”რადგან შენ ლეკებმა საქონელი წაგართვეს და მათმა უფროსმა შენი თხოვნა არ შეიწყნარა, ამისთვის მე იმ დაკარგულ საქონელს საქონლითვე დაგიბრუნებ”...
 ეს თქვა და თან იახლა ათასი მხედარი თავიანთ ცხენითურთ...
 გააკეთებინა ორი ათასი კიდობანი და თითოში ჩასვა თითო შეიარაღებული ქართველი მეომარი...
 ცხენების წინამძღოლები კი გამოაწყო ვაჭრულ ტანსაცმელში...
 ყველას წინ გაუმძღვარა მომჩივარი ვაჭარი და გაისტუმრა დარუბანდში, თვითონ დავითი კი უკან გაჰყვა...
 როცა დარუბანდს მიუახლოვდნენ, დავითმა გაგზავნა კაცი ლეკების უფროსთან, საქონელი მომაქვს გასაყიდად და ქალაქის კარი გამიღეო...
 ლეკებს გაეხარდათ:
 უფრო მეტ საქონელს ვიშოვითო და კარი გააღეს...
 დაღამდა, შუაღამისას დავითმა გაახსნევინა კიდობნები და ამოაშვებინა იქიდან შეიარაღებული მეომრები...
 ფეხზე იდგა სამი ათასი გულოვანი მეომარი...
 მათ აიღეს დარუბანდი, წაართვეს ქალაქის ”გასაღები” ლეკთა მთავარს და ნადავლით დახუნძლულები დაბრუბდნენ შინ...
 დავითმა ჩამოახსნევინა რკინის კარი, რომელიც დარუბანდში შესასვლელ გზას იცავდა, შეუბა შიგ ლეკები და ისე ჩამოიტანა გელათში..."
დავით IV_აღმაშენებელი...