EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

მარიამი ახალაია

mirian gvazava

nino0081

nino131

maizer




« მიწავაშლა ბალახოვანი მცენარე »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2025-02-16 17:11:04

მიწავაშლა ბალახოვანი მცენარე
miwavashla
მიწავაშლა ბალახოვანი მცენარეა, უკავშირდება ჩილელი ინდიელების ერთ–ერთი ტომის სახელს. საქართველოს ყველა კუთხეში ხარობს. სიმაღლით 2 მეტრამდე იზრდება, ხოლო ნაყოფი ბოლქვის სახით მწიფდება.
   მის შემადგენლობაში შედის: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფთორი, ქრომი და სხვა მინერალები.რკინის შემცველობით მიწავაშლა საგრძნობლად უსწრებს სტაფილოს, თალგამს, ჭარხალს.მიწავაშლას ბოლქვები სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს: თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი ან წითელი.
  მიწავაშლას აქვს გარემოს ზემოქმედების ნეგატიური შედეგების განეიტრალების უნარი. ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონები: მარილები, ტოქსინები, რადიონუკლიდები და ზედმეტი ქოლესტერინი. ამას მის შემადგენლობაში შემავალი ინულინი და უჯრედისი განაპირობებს.
  მასში დიდი რაოდენობით არის ინსულინის ანალოგი - ინულინი, ამიტომ ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის.დიაბეტით დაავადებულებს ყოველთვის ურჩევენ მიწავაშლას მიღებას, რადგან ორგანიზმში ინსულინის მოვალეობას ასრულებს - ის შაქრის აქტიური დამშლელია. მიწავაშლაში შემავალი ინულინი, რეგულარული მიღებისას, აქვეითებს სისხლში შაქრის შემცველობას. ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია 30-40 გრამი გახეხილი გორგლის მიღება დღეში სამჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე.
   მიწავაშლას, როგორც კარტოფილს, ისე წვავენ, მისგან ფაფებსაც აკეთებენ და სხვადასხვა კერძსაც.ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ უმი სახითაც. მიწავაშლას ორგანიზმიდანსწრაფად გამოაქვს მარილები.
  მიწავაშლასგან დიეტურ ყავასაც კი ამზადებენ. მისგან სპირტისა და არყის გამოხდაც შეიძლება. თანაც, ადვილად, დიდი დანახარჯების გარეშე.
   ამ მცენარეს იყენებენ ნაოჭების საწინააღმდეგოდ. საჭიროა მისი გორგლების გახეხვა და მასის სახეზე დადება 15-20 წუთის განმავლობაში. ასეთი ნიღბის გაკეთება შეიძლება 3-4 დღეში ერთხელ. საგრძნობი ეფექტი უკვე 10-15 პროცედურის შემდეგ შეიმჩნევა - ნაოჭები ქრება, ხოლო სახის კანი რბილი და მოქნილი ხდება. მეტი ეფექტის მისაღებად მიწავაშლას უმატებენ სელის ან კანაფის ზეთს.
  მიწავაშლა გამოიყენება წონაში დასაკლებად - ის დაბალკალორიულია, სასარგებლო და ორგანიზმის გაწმენდის ფუნქცია აქვს.