EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
მარიამი ახალაია
mirian gvazava
nino0081
nino131
maizer
« ფართოდ იყო გავრცელებული ერთი პატარა სახალისო ისტორია »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2025-02-16 17:32:42
გაიუს-ოქტავიანე ავგუსტუსის შესახებ, ფართოდ იყო გავრცელებული ერთი პატარა სახალისო ისტორია, ერთ-ერთ პროვინციაში მოგზაურობის დროს, იმპერატორმა ოქტავიანემ შენიშნა ადამიანი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჩამოჰგავდა მას, ამიტომ იგი თავისთან მიიხმო და საკმაოდ უტაქტოდ გაეხუმრა:
"თქვენი დედა რომში როდესმე ხომ არ ყოფილა?!"
გამვლელიც იუმორის გრძნობით დაჯილდოებული აღმოჩნდა და აღნიშნულ უტაქტო ხუმრობას, უტაქტო ხუმრობითვე უპასუხა:
"დედა ნამდვილად არასოდეს ყოფილა რომში, თუმცა მამა კი ხშირად დადიოდაო."
ჭკვიანურმა პასუხმა - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსისა და დამსწრე საზოგადოების სიცილი გამოიწვია და გამვლელ მამაკაცს დიდსულოვნად აპატია, იმპერატორისათვის ხუმრობა-ნარევი შეურაცხყოფა.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ალბათ სწორედ მისი ამგვარი ხასიათის გამო, მიაღწია ღრმა მოხუცებულობამდე და გარდაიცვალა ისევე, როგორც მისი ნატვრა იყო: "მშვიდად და უდრტვინებლად". ამასთანავე თავის ერშიც საკმაოდ დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა.