EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
მარიამი ახალაია
mirian gvazava
nino0081
nino131
maizer
« იაკობ გოგებაშვილი - ლომი, ვირი და მელია »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2025-02-16 17:40:55

ლომი, ვირი და მელია სანადიროდ წავიდნენ. კარგად რომ ინადირეს, ლომმა ვირს ნანადირევის გაყოფა უბრძანა. ვირმა ნანადირევი სამ თანაბარ ნაწილად გაყო. ლომი განრისხდა და ვირი დაგლიჯა.
ლომმა ნანადირევის განაწილება ახლა მელას უბრძანა. მელამ მთელი ნანადირევი ლომს დაუდო წინ, თვითონ კი მხოლოდ მცირედი იწილადა.
ლომმა მელას უთხრა: - ნადირთა შორის უკეთილშობილესო, ვინ გასწავლა ეგრე გაყოფაო?
- ვირის ბედმა, ხელმწიფევ, - უპასუხა საზრიანმა მელამ.
იაკობ გოგებაშვილი“ ლომი, ვირი და მელია.” (ეზოპესეული იგავი)
პს: ხშირად ამბობენ, რომ “დედა ენა” დაძველდა. თუმცა, იაკობ გოგებაშვილმა მასში ისეთ ნაწარმოებებს მოუყარა თავი, რომელთაც ყავლი არც არასდროს გასდით.
თუნდაც, ეს კონკრეტული იგავი, თქვენ რომ წაიკითხეთ, ეზოპეს ეკუთვნის, ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნით თარიღდება და რატომღაც მის დაძველებას არავინ სჩივის.
საკვირველია, თუკი ის ნაწარმოებები არ დაძველებულა, რითაც გოგებაშვილმა “დედა ენა” დააკომპლექტა, რამ დააძველა ეს კარგი წიგნი…
გადმოცემის თანახმად ეზოპე მონა გახლდათ. ერთი სიტყვით, საზოგადოების უკანასკნელ საფეხურზე იდგა, არც თავისუფლება ჰქონდა და მეტად გონჯიც იყო. თუმცა, ღმერთს ბრწყინვალე გონიერებით დაეჯილდოვებინა. იმდენად რომ ამ უკანასკნელმა თავისუფლება მოიპოვა, მეფეთა და გამგებელთა მრჩეველადაც იქცა და საკუთარი სახელი კაცობრიობის შემდგომ, 2500 წლიან ისტორიასაც გადმოაწვდინა. მისი არაკები დღემდე იბეჭდება და აქტუალობას არ კარგავს. ის, რაც ჭეშმარიტია, არ ძველდება.
ეზოპემ ცხოველები ქარაგმულად აალაპარაკა, თავისუფლებას მოკლებულმა, ტირანნიც ამხილა და ადამიანთაც შეაგონა.
ამ იგავში ნათლად ჩანს, იქ,
სადაც,ძალა აღმართს ხნავს, წინამორბედის ცუდი დასასრულიც საჩინოა და ცხვირწინ გიძევს, გონიერებას უნდა მოუხმო.
ჩვენი აკაკიც მუდამ ამას ამბობდა: უნდა ვიმოქმედოთ დროისა და ვითარების შესატყვისად.
მელა ხვდება, თავს ზევით ძალა არაა. “ვირის ბედიც” მისთვის იმ აღსასრულის თვალსაჩინო მაგალითია, რომლის გაზიარებაც არა ღირს და ჭკვიანი მელია მოქმედებას დროისა და ვითარების შესატყვისად ამჯობინებს.