EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Luka777

იყოდაარაიყორა

Robtrim

FrankyJ

ჯონი




« ლიტერატურული ანეკდოტი »

კატეგორია: იუმორი

ავტორი: admin

თარიღი: 2026-06-01 17:02:52

ლიტერატურული ანეკდოტი

მეეზოვე

ინტელექტუალურ ოჯახში გაზრდილი ბიჭი, რომელიც ეზოს ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, შემთხვევით ფანჯარას ამტვრევს ბურთით. ამაზე გაბრაზებული მეეზოვე ცოცხით გამოვარდება და ბიჭს გამოედევნება ყვირილით: "მოგკლავ შე არამზადა!"
ბიჭი გარბის და თან ფიქრობს: "აი რა მინდოდა ამ ეზოში, რისთვის ჩამოვედი? ამ სულელური ფეხბურთის გამო და აი შარიც ავიკიდე! მე ხომ ინტელექტუალური ოჯახიდან ვარ, ჭკვიანური წიგნების კითხვა მიყვარს და აი, ვიღაც მეეზოვე ცოცხით ხელში მომდევს... მე ახლა კუბაში რომ ვცხოვრობდე, ახლა ვიქნებოდი  დიდ ამერიკელ მწერალ ერნესტ ჰემინგუეისთან ერთად და მასთან ვისაუბრებდი ლიტერატურაზე.
და სწორედ ამ დროს დიდი ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი ზის ჭუჭყიან კუბის პაბში, რომის ჭიქით ხელში და ფიქრობს: „ღმერთო დიდებულო, რას ვაკეთებ მე აქ?! რა საზიზღრობაა აქ. ოფლიანი შავგვრემანები, სიცხე, თბილი რომი, ჭუჭყი... ცხოვრება თითებს შორის მიცურავს... ახლა პარიზში ვიჯდებოდი, ჩემს მეგობართან, დიდ ფრანგ მწერალ ანდრე მაუროასთან ერთად, მონმარტრის კაფეში აბსენტს დავლევდი, ეიფელით აღფრთოვანებული ვიქნებოდი, ლიტერატურაზე ვისაუბრებდით...”
სწორედ ამ დროს მონმარტრის კაფეში ზის დიდი ფრანგი მწერალი ანდრე მაუროა, იაფფასიან ღვინოს სვამს და ფიქრობს: „ჯანდაბას ეს პარიზი... მეძავეები, წებოვანი მაგიდები, გაუთავებელი და შემაწუხებელი შანსონი... ეს მახინჯი ეიფელის კოშკი, ეს ხმაურიანი ქუჩები. აუტანელი სუნი... ხომ შეიძლება ახლა მოსკოვში ვიჯდე დიდ რუს მწერალ ანდრეი პლატონოვთან ერთად, არაყს ვსვამდე მასთან ერთად და ლიტერატურაზე ვსაუბრობდე...“
და სწორედ ამ დროს, მოსკოვში, დიდი რუსი მწერალი ანდრეი პლატონოვი, ცოცხით ხელში მისდევდა ბავშვს და უყვიროდა:  "მოგკლავ შე არამზადა!"
P.S. პლატონოვი მართლა ცხოვრობდა ლიტერატურის ინსტიტუტის ერთ ერთ ფლიგელში და ამავე დროს მეეზოვედაც მუშაობდა მანდ