EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
Luka777
იყოდაარაიყორა
Robtrim
FrankyJ
ჯონი
« ვილჰელმ რაიხი ამბობდა რომ »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2026-06-01 17:11:53

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის დამფუძნებელი ვილჰელმ რაიხი ამბობდა რომ
-ნებისმიერი სერიოზული კონფლიქტი, სხეულში, თავის კვალს ,,დაჭიმულობის“ ფორმით ტოვებს....
ორგონული ენერგია (იგივე პრანა) მთელს სხეულში მოძრაობს, მაგრამ იქ, სადაც კუნთური ბლოკებია, იგი ჩერდება და შედეგად ჩნდება - ავადმყოფობა.
ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში უფორმირდება ხასიათი-ჯავშანი.
...გონება და სხეული - ერთი მთლიანობაა. ადამიანის ხასიათის ყოველ თვისებას მისთვის შესაბამისი ფიზიკური პოზა გააჩნია;
...ხასიათი სხეულში ვლინდება კუნთოვანი რიგიდულობის (გადაჭარბებული კუნთოვანი დაჭიმულობის) ანუ კუნთოვან ჯავშნის სახით;
....ქრონიკული დაჭიმულობა ახდენს იმ ენერგეტიკული ნაკადების ბლოკირებას, რომლებიც ძლიერ ემოციებს უდევს საფუძვლად;
... ბლოკირებული ემოციები ვერ პოულობენ გამოხატულებას და წარმოქმნიან ე.წ. „კონდენსირებული გამოცდილების სისტემებს“;
....კუნთოვანი დაჭიმულობის მოშორება ათავისუფლებს დიდ ენერგიას, რომელიც ვლინდება სითბოს ან სიცივის შეგრძნების, ჩხვლეტის, კანკალის ან ემოციური აღმაფრენის სახით.
კუნთოვანი ჯავშანის ფუნქცია - უსიამოვნებისგან თავდაცვაა, მაგრამ ორგანიზმი ამ დაცვისთვის იმ საფასურს იხდის, რომ უკვე ნაკლებად შეუძლია სიამოვნების მიღება.
რაიხმა აჩვენა, რომ ხასიათი ჯავშანად ჩამოყალიბება დაკავშირებულია კუნთოვან ჯავშანთან და არ უშვებს გრძნობების გამოვლინებას, განსაკუთრებით შიშის, მრისხანებისა და სექსუალური აგზნების.
მან დაადგინა, რომ კუნთოვან ჯავშანს სეგმენტარული წყობა აქვს. ჯავშნის სეგმენტები, ანუ რგოლები განლაგებულია ხერხემლის პრეპენდიკულარულად. ჯავშანი შედგება შვიდი სეგმენტისგან და ყოველი მათგანი გარკვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში აკავებს ამ სიტუაციებზე რეაგირებისთვის საჭირო რეაქციებს.
სეგმენტი შვიდია:
1. თვალების; 2. ორალური (ყბის); 3. ყელის. 4. გულ-მკერდის; 5. დიაფრაგმის; 6. მუცლის; 7. მენჯის.
რაიხის თერაპია მდგომარეობს ჯავშნის ყოველი სეგმენტის თანმიმდევრულ დაშლაში, დაწყებული თვალების სეგმენტით და დასრულებული მენჯის სეგმენტით.
კუნთოვანი დაჭიმულობების მოშორება ხდება:
სხეულში ენერგიის დაგროვებით;
ქრონიკულ კუნთოვან ბლოკებზე პირდაპირი ზემოქმედებით (მასაჟით);
იმ გამონთავისუფლებული ემოციების გამოხატვით, რომლებიც ამ დროს ვლინდებიან;
სპონტანური მოძრაობებით, ცეკვითი თერაპიით, მომადუნებელი ვარჯიშებით, იოგათი, ციგუნით, ჰოლოტროპული სუნთქვით და ა.შ.
სხვადასხვა ვიბრაციებით, ბუნებრივი ვერბალური ჟღერადობებით, მანტრებით და ა.შ.
… ჯავშანი ბლოკავს შფოთვას და იმ ენერგიას, რომელმაც გამოსავალი ვერ იპოვა, ამის ფასია – პიროვნების გაღარიბება, ბუნებრივი ემოციურობის დაკარგვა, ცხოვრებისგან და სამუშაოსგან სიამოვნების მიღების უუნარობა…
შესაძლებელია ხაფანგისგან თავის დაღწევა. მაგრამ იმისთვის, რომ ციხეს თავი დააღწიო, საჭიროა გაიგო, რომ ციხეში ხარ. ხაფანგი – ესაა ადამიანი ემოციური სტრუქტურა, მისი ხასიათობრივი სტრუქტურა. ცოტა სარგებელი მოაქვს აზრთა სისტემის გამოგონებას ხაფანგის ბუნების შესახებ; ერთადერთი, რაც საჭიროა გასათავისუფლებლად – ესაა ხაფანგის ცოდნა და გამოსავალის პოვნა...








