EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სიცილის ზონა »

კატეგორია: იუმორი

ავტორი:

თარიღი: 2013-03-02 19:02:17

 

სვანს ეკითხებიან:
-
წერა-კითხვა იცი?
-
წერა ვიცი, კითხვა არა - უპასუხა სვანმა.
-
დაწერე აბა - მიცეს პასტა ფურცელი.
რაღაც დაჯღაბნა.
-
რა დაწერე?
-
ხომ გითხარით კითხვა არ ვიცი მეთქი

 

ვინაა ეს მახინჯი ქალი?
ჩემი ცოლი.
ბოდიში,ძმაო,მივქარე!
შენ კი არა მე მივქარე!

 

სკოლაში თინა მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს:
-
ბავშვებო, გამოსაშვები სურათი გადაიღეთ. ეს ისეთი საინტერესო იქნება როცა გაიზრდებით! დახედავთ რამოდენიმე წლის შემდეგ და გაიხსენებთ:
ეს იკაკოა, ბავშვობაში რა ცელქი იყო, ახლა კი მინისტრია. ეს მიშიკოა, რაც გიჟიც იყო, ის დარჩა..."
-
ეს ცხონებული თინა მასწავლებელია... - გააგრძელა ჩამოთვლა მიშიკომ

 

 

ორი მეგობარი საუბრობს:
ამასწინათ მაგრად გადავრჩი, ცოლს კინაღამ საყვარლის სახელი დაუძახე. გადავწყვიტე თავი დამეზღვია, კატა ვიყიდე და საყვარლის სახელი დავარქვი.
ოჰო, მაგრად მოგიფიქრებია, ხო იცი!
ეგ კი კარგია, მაგრამ ერთი კვირის წინ ცოლმა ლეკვი მოიყვანა და კოტეს ეძახის.

 

 

- თვალი თვალისა წილ! კბილი კბილისა წილ!
წარმოთქვა მოსწავლემ და ორიანები დაუწერა თავის მასწავლებელს ოდნოკლასნიკებში.

 

პაციენტი ეკითხება ექიმს:
ექიმო, რა მომელის? ოპერაცია? ამპუტაცია?
ახლა რომ გითხრათ და ყველაფერი მოგიყვეთ, მერე საინტერესო აღარ იქნება

 

 

ზღარბი სარკეში იხედება და თან მღერის:
ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზებს

 

 

იტოში სვანები ფეხბურთის ამაშს გადაწყვეტენ ხოდა სულ 23 კაცია
გაიყოფიან 11 -11 ზე და ერთი კაცი ისე დარჩებათ
ბურთია არ აქვთ და გაეკიდებიან ამ სვანს,
რაც ძალა და ღონე აქვს გარბის ეს სვანი ბოლოს დაიღლება და
იარაღს თავზე მიიდებს
- გაჩერდით თორე ბურთს გავხეთქავო

 

 

რუსი მეცნიერები ცდილობენ გემოს გასინჯვით სპირტიანი სასმელების ამოცნობას. მივა ქართველი და ეუბნება:
- რად უნდა მაგას დალევა? შემიხვიეთ თვალები, დავსუნავ და ამოვიცნობ.
დათანხმდნენ. შეუხვიეს თვალები. დაუსხეს ჭიქაში სასმელი და მიაწოდეს. დასუნა ქართველმა და ამბობს:
- ვინო ხვანჩკარა, ცვეტ ჩიორნი, 12 გრადუსოვიი.
ვაახ, გაუკვირდათ რუსებს. კიდე დაუსხეს. დასუნა ქართველმა:
- ვოდკა რუსსკაია, ცვეტ ბელიი, 40 გრადუსოვიი.
მთლად შეიცხადეს რუსებმა. ერთ მეცნიერს ცოლი ახლდა და ჩაუფსა ჭიქაში. დასუნა ქართველმა.
- მოჟნა ეშიო რაზ?
- და
- ... ვააახ, ნატაშა ივანოვნა, გოროდ მასკვა, ულიცა პუშკინა 152, კვარტირა 14

 

 

შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში მივიდა ერთი მდიდარი ქართველი:
– მე თქვენს ბანკში ფული მინდა შევინახო.
– კი, ბატონო, რამდენი გინდათ შეინახოთ?
ქართველმა ფრთხილად მიმოიხედა აქეთ-იქით და ჩურჩულით უპასუხა:
– 700 000 $.
– შეგიძლიათ ხმამაღლა ილაპარაკოთ. სიღარიბე ჩვენთან დასაძრახი არ არის.

 

 

მოსკოვში მიწისქვეშა გადასასვლელში ერთმანეთის პირდაპირ ორი მათხოვარი ზის. ერთს მკერდზე აწერია: "დაეხმარეთ საბრალო რუსს!", მეორეს - "დაეხმარეთ საწყალ ებრაელს". ყველა გამვლელი, ცხადია, მეორის ჯინაზე პირველს უყრის ფულს. გამვლელი შეჩერდა და ეუბნება მეორეს:
- კი მაგრამ, ებრაელიო რომ დაგიწერია, ფულს შენ ვინ მოგცემს! სულაც ნუ დაიწერდი ნურაფერს. ან შენც დაიწერე ვითომ რუსი ხარ.

- ჰოო... რა ვიცი აბა... - თავს აქნევს ებრაელი ნაღვლიანად, და როგორც კი დროს იხელთებს, პირველ მათხოვარს თვალს უკრავს:

- გესმის, მოშე? ეს დებილი ჩვენ კომერციას გვასწავლის!

 

 

ბუში, ბლერი და სააკაშვილი ხვდებიან ერთმანეთს.
ბუში ამოიღებს ვერცხლის პორტსიგარს, ზედ აწერია: - ,,შვილ ბუშს მამა ბუშისგან".
ბლერი ამოიღებს ოქროს პორტსიგარს წარწერით: - ,,ბლერს დედა დედოფლისაგან".
სააკაშვილი ამოიღებს პლატინის პორტსიგარს 5-კარატიანი ბრილიანტით. წარწერა: - ,,ასლან აბაშიძეს ლუჟკოვისაგან".

 

 

სვანი მიდის ნათესავთან სამსახურში და დაინახავს კარზე აწერია კადრების
განყოფილება. შეაღებს კარს და დაინახავს ლამაზ ქალს.
-იკადრებთ რამეს
ქალბატონო?!