EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კოსმეტოლოგები გვირჩევენ »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-03-04 14:56:39

კოსმეტოლოგებსა და დერმატოლოგებს მიაჩნიათ, რომ სახის კანის მოვლის წესები უნდა იცვლებოდეს წელიწადის დროთა მიხედვით.

 

 

  • 1. რადგან ზამთარში ძალიან ცოტა ხანს გვიხდება ჰაერზე ყოფნა და შესაბამისად, კანიც ფერმკრთალდება, ჯანსაღი ფერის დასაბრუნებლად სახე გაიწმინდეთ ეთერზეთიანი ტენიანი კომპრესით: 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალს დაამატეთ ლავანდის ან გვირილის ეთეროვანი ზეთის რამდენიმე წვეთი (მშრალი და ნორმალური სახის კანისთვის), ან ჩაის ხისა და ლიმონისა (ცხიმიანი და ფორებიანი სახის კანისთვის). ბამბის ქსოვილი დაასველეთ, გაწურეთ და რამდენიმე წუთით დაიფინეთ სახეზე. პროცედურა გაიმეორეთ 15-ჯერ. შემდეგ წაისვით თაფლის ნიღაბი.

 

  • 2. თხელი ბამბის პირსახოცი დაასველეთ ზეითუნის ზეთში და დაიდეთ ყელსა და დეკოლტეზე, დაიფარეთ ცელოფანი და ნახევარი საათი წამოწექით, თავი დადეთ პატარა ბალიშზე.

 

  • 3. წონა რომ დაიკლოთ და დაწვათ ზედმეტი ცხიმი, ხშირად ისეირნეთ, ატრიალეთ ჰულაჰუპი.

 

  • 4. სიცივე ვნებს ხელებს, აშრობს, აწითლებს, ქერცლავს. შვეიცარიელი კოსმეტოლოგები გვირჩევენ, ხელები დავიბანოთ დამატენიანებელკომპონენტებიანი თხევადი საპნით. ძილის წინ წაისვით კრემი, ჩაიცვით ბამბის ქსოვილის ხელთათმანები.

გთავაზობთ ხელების გამწმენდი და მკვებავი კრემის რეცეპტს: ბანანის პიურეს დაამატეთ ცოტა რძე ან გახეხილი ვაშლი და 1 ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთი. წაისვით ხელებზე. 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ცხიმიანი კრემი.

 

  • 5. ზამთარში თმას სიცივე ფიტავს, ბოლოები იყოფა, მალე ცხიმიანდება, კარგავს სილამაზეს, მოცულობას.

ავოკადოსა და ბანანის პიურეს დაამატეთ უმი კვერცხის გული, კარგად ათქვიფეთ და თმაზე წაისვით. 6-7 წუთის შემდეგ დაიბანეთ თავი თბილი წყლით - თმას ბუნებრივი ელვარება დაუბრუნდება.