EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ყველაზე საშიში ადგილები მსოფლიოში »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-03-06 21:15:18
ოვერტოუნის ძველი ხიდი
ოვერტოუნის ძველი ხიდი შოტლანდიის სოფელ მილტონთან მდებარეობს, უცნაური მოვლენები აქ მე–20 საუკუნეში დაიწყო. ძაღლებმა 15-მეტრიანი ხიდიდან დაიწყეს გადახტომა, გადარჩენილები კი თავიდან იმეორებდნენ მცდელობებს. ხიდს “ოთხფეხათა მკვლელი" შეარქვეს. წლების მანძილზე აქ ათეულობით ძაღლი დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ხიდი იმქვეყნიური სამყაროს საზღვართან მდებარეობს, ძაღლები კი პარანორმალურ მოვლენებს გრძნობდნენ, კვალს მიჰყვებოდნენ და ხიდიდან გადახტომით სიკვდილი სასჯელი იყო მათი
ცნობისმოყვარეობის გამო.
თოჯინების ტყე
თოჯინების კუნძული მექსიკაში მდებარეობს და იქ მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი. მნახველის თვალწინ საშინელი ხედები იშლება: ყველა ხესა თუ სახლზე თვალებდათხრილი და ხელფეხმოტეხილი თოჯინაა მიმაგრებული.
ყველაფერი კი ჯულიან ბარერის სახელს უკავშირდება. ერთხელ კუნძულზე გოგონა დაიხრჩო, მან შემთხვევის ადგილას თოჯინა იპოვა და შეინახა, რადგან სჯეროდა, რომ ის გარდაცვლილის სულთან იყო დაკავშირებული. შემდეგ თოჯინებს სხვაგანაც პოულობდა და გაჩერება უკვე აღარ შეეძლო. კუნძულზე პატარა ქოხში დასახლდა და 50 წლის მანძილზე უამრავი დასახიჩრებული თოჯინა შეაგროვა. გარკვეული დროის შემდეგ, კუნძული წყლით დაიფარა და როდესაც ისევ გამოჩნდა ზედაპირზე, მხოლოდ თოჯინები იყო დარჩენილი, ჯულიანს კი ვერსად მიაგნეს. დღესდღეობით კუნძული მექსიკის ღირსშესანიშნაობად ითვლება.
ფრინველთა სასაფლაო
ინდური სოფელი ჯატინგა ფრინველთა სასაფლაოს სახელით არის ცნობილი. ყოველ აგვისტოს ასეულობით ფრთოსანი მთელი ძალით ეხეთქება მიწას. ფრინველთა თვითმკვლელობა რამდენიმე დღეს გრძელდება. გლეხები ამ პერიოდს "ფრინველთა დაცემის ღამეებს" ეძახიან, სპეციალურად იკრიბებიან კოცონთან, რათა უცნაური მოვლენის ცქერით დატკბნენ. ინდოელების აზრით, ეს ღვთის საჩუქარია. ორინტოლოგები წლების მანძილზე სწავლობდნენ ჯატინგას ფენომენს. ერთ-ერთი ვერსიით, ფრინველებს ძლიერი გეოფიზიკური ანომალიის გამო მიმართულება ეცვლებათ, ცეცხლის შუქისკენ მიფრინავენ, სწორად ვერ საზღვრავენ დაშორებას და იღუპებიან.
შავი ჭირი
ერთ დროს მერი კინგის კვარტალი ედინბურგში სიცოცხლით სავსე უბანი იყო. შავი ჭირის ეპიდემიის შემდეგ კი ქალაქის ამ ნაწილში დაავადებულები გადმოჰყავდათ და მათი იზოლირების მიზნით კედელიც ამოაშენეს. დაავადებულები ყოველგვარი მზრუნველობის გარეშე უპატრონოდ იღუპებოდნენ, მათ შორის იყო პატარა გოგონა ენი, რომელიც მშობლებს ძალით დააშორეს.
მას შემდეგ, რაც ამ ადგილას ახალი უბანი აშენდა, მერი კინგის კვარტალი მიწისქვეშ მოექცა. დღესდღეობით ეს ადგილი ტურისტებისთვის საინტერესო “ატრაქციონს" წარმოადგენს. გიდის გარეშე მიწისქვეშა ლაბირინთში შესვლა აკრძალულია, რადგან ლეგენდის თანახმად, აქ გარდაცვლილთა სულები დაბორიალობენ და პატარა ენის აჩრდილსაც ხშირად შეხვდებით.