EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ყველაფერი ენერგეტიკული სასმელების შესახებ »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-04-01 16:14:34
ტაურინი - ადამიანისთვის აუცილებელი ამინმჟავაა. აქვეითებს სისხლში ქოლესტერინს და შაქარს, ხსნის სტრესს და გვმუხტავს ენერგიით. ერთი ქილა სასმელი 400-დან 1000 მგ-მდე ტაურინს შეიცავს. ეს ამინმჟავა კუნთოვან ქსოვილში გროვდება. მიიჩნევა, რომ იგი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, თუმცა ბოლო ხანს ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ ტაურინი არავითარ გავლენას არ ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.
კარნიტინი - ადამიანის უჯრედების კომპონენტია, ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების სწრაფ დაჟანგვას. აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და ზრდის კუნთის ამტანობას.
ნახშირწყლები - როგორც ცნობილია, ენერგიის საწყობია.
- ენერგოსასმელები შეიცავს ამინმჟავებს, რომლებიც აღადგენს ნეირომედიატორების (ნივთიერებები, რომლებიც იმპულსებს ერთი უჯრედისგან მეორეს გადასცემს) დანაკლისს, რაც ვლინდება დათრგუნულობითა და ძილიანობით.
- ენერგოტონიკებში შემავალი ვიტამინები ვერ ცვლის მულტივიტამინურ კომპლექსს.
- ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი ერთ-ერთი ნივთიერება, ტაურინი, იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, არტერიულ წნევასა და ტაქიკარდიას, დიდი რაოდენობით მიღებისას კი არც ინფარქტია გამორიცხული.
ექსპერტები გვირჩევენ, ენერგეტიკულმა სასმელებმა მეტისმეტად არ გაგვიტაცოს. ზოგიერთის აზრით კი, ისინი სულაც არ გვამხნევებს, მხოლოდ თავს ვიტყუებთ. კოფეინს მართლაც შეუძლია გაამხნეოს დაღლილი ადამიანი, მაგრამ ორგანიზმს ენერგიით ვერ ავსებს. მოდი, სიტუაციას მეორე მხრიდან შევხედოთ. პრობლემა ის არის, რომ ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში იწყებს საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებას. მარტივად რომ ვთქვათ, ვალად იღებს მათ საკუთარი მარაგიდან. ვალს კი, მოგეხსენებათ, გადახდა უნდა, რაც ადრე თუ გვიან უძილობამდე, გაღიზიანებამდე და დეპრესიამდე მიგვიყვანს. ამინმჟავები, ნახშირწყლები, მინერალები და ვიტამინები ენერგოდანახარჯს მხოლოდ ნაწილობრივ აკომპენსირებს. ასე რომ, ენერგეტიკული სასმლის შეძენამდე დაფიქრდით - გჭირდებათ კი?