EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ ჩავიტაროთ თვითდიაგნოსტიკა (დიაგნოზი გარეგნობის მიხედვით) »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი:

თარიღი: 2013-04-10 14:26:02

ძველი ჩინელი მკურნალების რჩევით, ყოველ დილით ჩაიხედეთ სარკეში, დაუკვირდით თითოეულ ნაკვთს და აღმოაჩინეთ ცვლილებები, რითაც შეგიძლიათ საკუთარ თავს დიაგნოზი დაუსვათ. იყავით დაკვირვებულები და თქვენ შეძლებთ ადრეულ სტადიაზე შეამჩნიოთ ესა თუ ის დაავადება საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს, რითიც შეძლებთ დახმარებას. ადრე დასმულ დიაგნოზსა და დაწყებული მკურნალობას ბევრად სწრაფი და ეფექტური შედეგი აქვს.


საფეხურები

 

1.ცხვირი - ჩინელი მკურნალები თვლიდნენ, რომ ცხვირი მთლიანად ასახავს ადამიანის ხერხემლის მდგომარეობას, ეს კი დიდ გავლენას ახდენს მთელს ორგანიზმზე.
 
2.ცხვირის ნესტოები თუ წითლდება და იმ ადგილას კანი თხელდება, - ამ დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი; ამავე დროს, ეს სიმპტომი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ სისხლში შაქრის დონემ მოიმატა.
 
3.ცხვირის წვერზე კანი აქერცვლა ან გაღიზიანება. - იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ზედმეტად ეტანებით რძის პროდუქტებს, რომლებზეც უარის თქმაა საჭირო და უნდა მიიღოთ მწვანე ფერის ბოსტნეული.
 
4.მოლურჯო - მოწითალო ფერის ცხვირი პირდაპირ მიუთითებს სისხლის დაბალ წნევაზე, ახასიათებს ჰი პოტინიით დაავადებულ ადამიანებს.
 
5.ცხვირის ცალკეულ ადგილების გაფერმკთალება, ნესტოების სიფერმკთალე მიუთითებს პნევმონიაზე (ფილტვების ანთება). ეს ნიშანი ხშირად უჩნდებათ პნევმონიით დაავადებულ ბავშვებს.
 
6.ცხვირის ბრინჯაოსფერი შეფერილობა, რომელსაც თან ახლავს მუქი ფერის წერტილოვანი წარმონაქმნები - ღვიძლის დაავადებაზე, ნაღვლის ბუშტის ან ელენთის დაავადებებზე მიანიშნებს.
 
7.ცხვირის ზემოთ, შუბლის არეში ღრმა ვერტიკალური ნაოჭები ისეთ ადამიანზე მიუითებს რომელიც ხშირად ვარდება დეპრესიაში და შემდეგ ძალიან უჭირს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.
 
8.ცხვირის ზემოთ ჰორიზონტალურად ღრმა ნაოჭები - პირდაპირ მიუთითებს ფარისებურ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
 
9.ცხვირის ნესტოებზე მკაფიოდ გამოკვეთილი კაპილარები პიდარპირ მიუთითებს ღვიძლის დაავადებაზე; აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
 
 10.ცხვირსა და ზედა ბაგეს შორის მარცხენა მხარეს არსებული ღრმა ნაოჭი მიუთითებს მსხვილნაწლავის უწესრიგობაზე. ადვილი შესაძლებელია, ამ დროს სწორნაწლავი ადგილიდან იყოს დაძრული და გადაწეული მარცხენა მხარეს.
 
11.ცხვირის მახვილი წვერი - კუჭის გაღიზიანებასა და გასტრიტულ მოვლენებზე მიუთითებს.
 
12.ცხვირის წვერის გაფერკმთალება - სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და წყლულოვანი დაავადებების საფრთხეზე მიანიშნებს.
 
13.ცხვირის მიჭყლეტილი წვერი - პირდაპირ მიუთითებს კუჭის წყლულის არსებობაზე.
 
14.ცხვრის შესიებული წვერო გულის სისუსტეზე მიუთითებს.
 
15.ცხვირის წვერი გაორებული შესამჩნევი ღარით - გულის დეფექტზე, არითმიაზე მიგვანიშნებს.
 
16.ცხვირის წვერის გამკვრივება - მოახლოებული ინფაქტის ნიშანია.
 
17.ყვრიმალები - დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტთან. თუ ამ ადგილებში ხშირად იჩენს თავს მუწუკები, მიაქციეთ ყურადღება ნაღვლის ბუშტს და ჩაიტარეთ გამწმენდი პოცედურები.
 
18.ნიკაპი - თუ ქალს მენსტრუალური ციკლის დროს ნიკაპზე მუწუკები უჩნდება, ეს იმის მაუწყებელია, რომ მისი ნაწლავები მოსაწესრიგებელია. საჭიროა დიეტა და ორგანიზმის გაწმენდა.
 
19.პირის კუთხეებში - წვრილი მუწუკები თუ ჩნდება ან ამ ადგილას კანი იქერცელბა, ეს იმაზემეტყველებს, რომ თორმეტგოჯა ნაწლვი არასწორად ფუნქციონირებს.
 
20.ტუჩებზე თუ კანი იქერცლება - კუჭის დაავადების ნიშანია.
 
21.პირის გარშემო ძარღვების გაგანიერება - გასტრიტზე, გასტროკოლიტზე მიუთითებს.
 
22.ყავისფერი ლაქები თმის ძირებთან - ღვიძლის გადატვირთვაზე, ორსულობაზე მიგვანიშნებს.
 
23.კოჟრი მარცხენა ფეხის ნეკა თითთან - გულის გაუმართავი მუშაობს ნიშანია.