EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ედუარდ შევარდნაძე »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-04-15 22:50:09
ედუარდ შევარდნაძე
„მაინტერესებს, რას ამბობენ,სააკაშვილი როგორაა გამოჯანმრთელდა?.. თავი გაიტეხა თუ ხელი მოიტეხა?..
ტვინი გადარჩა, თუ იცით ტვინი? (იცინის) ჩვენი სიმდიდრე მისი ტვინია და კიდევ კარგი, რომ ეგეც არ დაუზიანდა. (იცინის) სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს. კაცი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით წავიდა და იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მომზადებულიყო, ველოსიპედით იგრიალა და თავ-პირი დაიმტვრია. მაინც რას გადაეკიდა ამ ველოსიპედს, რამდენჯერ უნდა დაიმტვრეს?! ეს არ არის პრეზიდენტის საქციელი. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არსად გაიშვება, უკვე დაცვაც ვეღარ აკონტროლებს. მისი საქციელი მთელი ქვეყნის სახელს ლახავს, სასაცილო მდგომარეობაში გვაგდებს... == რა უნდა ვქნათ, კიდევ რამდენიმე თვე აქვს იმისათვის, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტებით იაროს... – სამწუხაროდ, უნდა გავუძლოთ, მე, ჩემის მხრივ, ის შემიძლია, კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო ქართველ ხალხს იმისთვის რომ დღეს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს. სხვათაშორის, გასარკვევია ველოსიპედით ქუჩაში მარტო როგორ აღმოჩნდა?.. დაცვა რატომ არ ახლდა?.. ვფიქრობ რაღაც ისეთი მოხდა, მაგრამ არ ამბობენ, მის ისედაც შერცხვენილ იმიჯს უფრთხილდებიან!.. რაც სააკაშვილმა ჩაიდინა არამარტო საქართველოს, არამედ იმ ქვეყნის შეურაცხყოფაცაა, სადაც სტუმრად იმყოფებოდა, წარმოიდგინეთ, მის გართობას უფრო მძიმე შედეგი რომ მოჰყოლოდა რა მდგომარეობაში აგდებდა თურქეთის ხელისუფლებას. მე მის ადგილას საკუთარი საქციელის შემრცხვებოდა. == სამწუხაროდ, ის არ ფიქრობს, რომ რამეს სამარცხვინოს აკეთებს.. – გეთანხმებით!.. საერთოდ ადამიანი იმას აკეთებს, რასაც მისი ჭკუა–გონება კარნახობს. სააკაშვილს კი ჭკუისა და გონების ნაკლებობა აქვს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ასე იქცევა და, შესაბამისად თავის საქციელს სამარცხვინოდ არ მიიჩნევს. არადა, ეს ბიჭი ასეთი არ იყო... == აბა რამ შეცვალა თქვენი აზრით?.. – ძალაუფლებამ! თანაც უბრძოლველად, მოულოდნელად მოსულმა ძალაუფლებამ. ყველაფერი ისე მიიღეს, ხელის განძრევა არ დასჭირვებიათ. შესაბამისად სხვა რამეებზე დაიწყეს ფიქრი –– ამ ძალაუფლებით რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიეღოთ, მეტი კეთილდღეობა საკუთარი თავისთვის და არა ქვეყნისა და ხალხისთვის. შედეგად მივიღეთ გაღატაკებული, მოშიმშილე ხალხი და თავაშვებულ ცხოვრებაზე გადასული დიქტატორული ხელისუფლება. == სამწუხაროდ, მათი თავაშვებულობა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, შეხედეთ თუნდაც სააკაშვილს, როგორ იქცევა.... – ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეგვიძლია და ეს ადრეც გითხარით __ მივუშვათ სააკაშვილი ნებაზე და საკუთარ თავს თავად გამოუტანს განაჩენს. ხომ ხედავთ, ნებაზე მიშვებული როგორ იქცევა. ვაცადოთ, კიდევ ცოტა ხანს (იცინის). ახლა, მაინცდამაინც იმ ანდაზას ნუ მათქმევინებთ, მის მდგომარეობას რომ შეეფერება. == ბატონო ედუარდ, როგორც ჩანს, 2008 წლის აგვისტოს ომზე მალე გამოძიება დაიწყება. პროკურატურაში ამ საქმეზე მომუშავე კომისია უკვე შეიქმნა, ნაციონალები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიების დაწყება ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. – ეს, ალბათ, მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან ასე ღელავენ ამ გამოძიების გამო. თუ გახსოვთ, ერთხელ გითხარით, აგვისტოს ომის გამოძიება ტალიავინის კომისიის დასკვნით არ დასრულდება–მეთქი. მე, პირადად, მივესალმები, თუ საქართველოს პროკურატურა საქმის გამოძიებას დაიწყებს. უნდა დაგინდეს, რა მოხდა. მერე ხალხი გადაწყვეტს აპატიოს თუ არა დამნაშავეებს. სწორედ ქვეყნის ინტერესებშია, იცოდეს. ვისი დანაშაულის გამოა, რომ სულ რაღაც ხუთდღიანი ომის შედეგად ამდენი უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვაქვს. ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, ვისი დანაშაულია, რომ ჩვენი დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეს და რომ არა ჩვენი პატრიარქი, მათ ცხედრებს მიწას ვერ მივაბარებდით. გამოსაძიებელია, რას აკეთებდა იმ დროს მაშინდელი ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო, მთავარსარდალი. სულაც არ მიკვირს, რომ დღეს ეს ადამიანები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ამ ტრაგედიის გამოძიება არ დაიწყოს. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა და ხალხმა შიში დაძლია, ამ ომში უშალოდ მონაწილე ადამიანებისგან ისეთი ბრალდებები მოვისმინეთ, რომ პროკურატურას არც აქვს უფლება ეს ბრალდებები უყურადღებოდ დატოვოს. მე პირადად, როგორც ერთი რიგით მოქალაქეს, ძალიან მაინტერესებს ვიცოდე, მართალია თუ არა, რომ ქართულმა მხარემ, საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ განგებ არ მოახდინა ქართული სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, რათა, რაც შეიძლებოდა მეტი მსხვერპლი მიეღოთ, რომ შემდეგ ევოპის წინაშე რუსეთის მხრიდან მოწყობილ გენოციდზე ელაპარაკათ. ეს საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი. == ოთხ დღეში 19 აპრილია... – მერე კარგია, გამოჩნდება რამდენად შერჩათ ღირსების გრძნობა ქართველებს. == როგორ ფიქრობთ ხალხმრავალი აქცია იქნება?.. – არ გამოვრიცხავ ეს შეძლონ, რადგან რეგიონებში გარკვეულ ბერკეტებს ისევ ფლობენ. თანაც, როგორც გავიგე, ხალხს 20–20 ლარს ურიგებენ 19 აპრილს თბილისში ჩამოსასვლელად. ასე რომ, შესაძლოა, საკმაოდ ხალხმრავალი აქცია გამოუვიდეთ. მთავარი ის არის რომ როგორი ხალხმრავალიც არ უნდა მოაწყონ, ეს მათ პოლიტიკურ მომავალს ვერ შეცვლის. 19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პლიტიკური ორგანიზაცია, დაასრულებს არსებობას“.