EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« პროექტი მარსი ერთი (mars one) »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-14 20:29:44

 

მოემზადეთ უნიკალური რეალითი შოუსათვის, როგორიც კაცობრიობას აქამდე არ უნახავს, მარსი ერთი - ს მიზანი გახლავთ მარსის კოლონიზაცია. წითელ პლანეტაზე დასახლების მხარდასაჭერად, სხვადასხვა ქვეყნის, მრავალი მეცნიერი გამოვიდა. პროექტს დაწყებამდე სულ ცოტა აკლია - სპონსორების მოძიება და პირველი ადამიანი, რომელიც დათანხმდება მარსზე დასახლებას. მეცნიერებს უკვე შემუშავებული აქვთ ასტრონავტთა მომზადების გეგმა, რომლებიც შემდგომ უნდა გადასხდნენ პლანეტაზე. კოსმოსური ხომალდის გამგზავრება დაგეგმილია 2022 წლის 14 სექტემბრისთვის. მარსის პირველი დასახლება დაიწყება 2023 წლისთვის.

2013 - ასტრონავტთა შერჩევა. მისიაში მონაწილეობისათვის შერჩეული იქნება 40 ადამიანი.

2014 - ტექნიკის პირველი ნაწილის მომზადება და გაგზავნა.

2016 - (იანვარი) 2.5 ტონა პროდუქტების გაგზავნა მარსზე და თანამგზავრის გაშვება.

2018 - ყველგანმავლის მარსზე დაშვება, რომელიც დასახლებისათვის ოპტიმალურ ადგილს შეარჩევს. დედამიწის მაცხოვრებელთათვის ორგანიზებული იქნება პირდაპირი ვიდეო - ტრანსლიაცია წითელი პლანეტიდან.

2021 - სიცოცხლისათვის საჭირო ყველა მოწყობილობების და ტექნიკის ჩატანა. მეორე ყველგანმავლის გაშვება.

2022 - წყლის და ჰაერის წარმოების და ატმოსფეროს შესაქმნელი დანადგარების მომზადების დასრულება. 14 სექტემბერს შედგება პირველი პილოტირებული ხომალდის გაგზავნა მარსზე. ოთხი ასტრონავტი სამუდამოდ გაემგზავრება წითელ პლანეტაზე.

2023 - ადამიანთა პირველი ჯგუფის ჩასვლა, მარსზე დასახლების მიზნით. ორი წლის შემდეგ, კოლონიზირებულ პლანეტაზე ჩაფრინდება ადამიანთა შემდეგი ჯგუფი, რომლებიც ჩაიტანენ ახალ ტექნიკას და ყვენგალმავლებს.

დედამიწაზე მცოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება თვალყური ადევნოს პირდაპირი ტრანსლიაციის მეშვეობით მარსის კოლონიზაციას.