EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« „დასავლეთმა გულგრილად არ უნდა უყუროს, ქართველები მისკენ ზურგით როგორ ტრიალდებიან“ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-18 01:52:23

რუსთაველის გამზირზე ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერთა აქცია ჩაიშალა, რადგან მათ რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე დაუპირისპირდა. ამ ადამიანების მოტივაცია იყო ის, რომ სექსუალური უმცირესობების აქციას არ დაუშვებდნენ. საბოლოოდ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში ძალადობით დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ორგანიზებული ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერ აქციას სამღვდელოება და მრევლი დაუპირისპირდა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებს ლგბტ აქციის ორგანიზატორების ადგილიდან გაყვანა ავტობუსებით მოუწია.

 

საზოგადოებაში აქციის ამგვარად წარმართვას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, თუმცა საერთო განწყობა ძირითადად ერთნაირია - საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს საქართველოში ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი აქციის ჩატარება, მაგრამ ამავდროულად ყველა ცალსახად გმობს მეორე მხარის მიერ ჩადენილ ძალადობას. ამიტომ, ბუნებრივია ჩნდება კითხვა - ვის აწყობდა დღვანდელი მოვლენების ასე განვითარება?

პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ეს წინა ხელისუფლების ინტერესში იყო და ამის მადასტურებლად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

ხათუნა ლაგაზიძე: „დღეს დილიდან კომენტარებისგან თავს ვიკავებდი, რადგან არ მინდოდა შეფასებები ემოციურ ფონზე გამეკეთებინა, მინდოდა დღევანდელი დღის რეალურ მიზეზებამდე და ავტორებამდე დავსულიყავი. გასაგებია, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. სახელმწიფოში დაცული უნდა იყოს და პირველ ოქტომბერს ჩვენ ყველანი სწორედ ამისთვის ვიბრძოდით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღე მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის უფლებების, ან ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ და დღევანდელი დღის მთავარი ავტორი იყო წინა ხელისუფლება.

რატომ თვლით ასე და თუ ეს წინა ხელისუფლება იყორა მიზანს ისახავდა იგი?

- ამ ყველაფერს რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი არის ის, რომ საქართველოში მომძლავრდეს აგრესია დასავლეთის მიმართ და ქართულ საზოგადოებაში გაჩნდეს კითხვის ნიშნები დასავლური კულტურის და დასავლური ღირებულებების მისამართით. მეორე და ძალიან სახიფათო მიზანი არის ის, რომ დღევანდელი დღე საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებას და რაც ყველაზე ცუდია, ისედაც არსებული და მოუთოკავი აგრესიის კიდევ უფრო მობილიზებას ისახავდა მიზნად. ამ ყველაფერს მივყავართ მესამე მიზნამდე და ეს არის ქვეყანაში ხელისუფლების მიერ უმართავი და ნაციონალების მიერ მართული ქაოსის შექმნის მცდელობა.

მეოთხე მიზანი გახლავთ ის, რომ ღარიბაშვილის პოლიცია, რომელიც ცდილობს გამოვიდეს ცხრაწლიანი სადამსჯელო ფუნქციებიდან და იქცეს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველად (რაც კანონით არის მისი ფუნქცია) ისევ გადაიქცეს მერაბიშვილის სადამსჯელო რაზმად. ალბათ, ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ ამ ტიპის პროვოკაციების ერთ-ერთი საბოლოო მიზანი არის ის, რომ ასეთი აქცია მსხვერპლით დამთავრდეს, რათა ახალი ხელისუფლების ანგარიშზეც იყოს მსხვერპლი და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს ასე ვთქვათ, მკვლელი ხელისუფლება.

შემდეგი მიზანი, რომელიც მიმაჩნია, რომ ძალიან სახიფათოა, არის ეკლესიაში განხეთქილების შეტანა და ეკლესიის ავტორიტეტის მიმართ საზოგადოებაში კითხვების გაჩენა, რადგან მაგალითად, მე გამიჩნდა კითხვა - ხომ არ იყო დღეს სამღვდელო პირების ის ნაწილი ყველაზე აქტიური, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა, ფუფუნებაში ცხოვრობდა და საქართველოს წინა ხელისუფლების რეკლამირებაში პირდაპირ იყო ჩართული.

მიმაჩნია, რომ ეს სრულიად ლეგიტიმური კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა ითავოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გამოვიძიოთ არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, არამედ ის, თუ რა დგას სულ უფრო და უფრო გახშირებადი პროვოკაციების მიღმა და რით ემუქრება ეს ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ასეთი პროვოკაციების შემოგდება საქართველოს საზოგადოებისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია ნაციონალების ცხრაწლიანი რეჟიმი, რომელმაც სულ რამდენიმე თვეა ამოისუნთქა იმ შიშის შემდეგ, ყოველი ოჯახის თავზე დამოკლეს მახვილივით რომ ეკიდა, უბრალოდ, წარმოუდგენელი რამ არის.


ნაციონალების კიდევ ერთი და მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიზნად დაუსახონ, ანუ სანატრელი გაუხადონ ის მოჩვენებითი, თუნდა ავტორიტარული რეჟიმის პირობებში არსებული სტაბილურობა, რაც მათი 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში იყო. ამ მიზნის მისაღწევად ნაციონალები ყველანაირად შეეცდებიან, რომ ამ ტიპის აქციებითა და პროვოკაციებით საზოგადოებაში ქაოსი შემოიტანონ, შემდეგ კი ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ერთი მხრივ პოლიცია გამოაჩინონ უსუსურ რგოლად, ხოლო მეორე მხრივ პოლიცია მიიყვანონ იმ დონემდე, რომ მან ვანო მერაბიშვილის პოლიციის როლის შესრულება დაიწყოს.

ქალბატონო ხათუნათქვენ რამდენიმე მიზანი ჩამოთვალეთ და როგორ ფიქრობთარის ეს მიზნებიმიღწეული?

- საბედნიეროდ, ჯერჯერობით ამ მიზნების მიღწევაზე საუბარი არ არის, მაგრამ მე ვამბობ რა მიზნებს ისახავს მსგავსი ტიპის პროვოკაციები. ქვეყნის შესაბამისი სამსახურები ვალდებულნი არიან, ამ მოვლენებს შეხედონ ასე და არა სხვაგვარად, რათა მოხდეს ამ მიზნების პრევენცია. ამასთანავე, გასაგებია დასავლეთის ტრადიციული შეშფოთება და აღშფოთება, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო ფართოდ გაახილონ თვალები, უფრო ყურადღებით გვისმინონ და ნუ უყურებენ გულგრილად იმას, როგორ ტრიალდება საქართველოს საზოგადოების საკმაოდ სოლიდური ნაწილი დასავლეთისკენ ზურგით.