EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ოდინი და ვალჰალა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: ushi

თარიღი: 2013-05-19 11:37:39

ოდინი და ვალჰალა

ოდინი და ვალჰალა

ოდინი
და ვალჰალა დაკავშირებული იყო კავკასიასთან.
ამავე საკითხით დაინტერდა ნორვეგიელი მკვლევარი სტეინ ჯარვინგი, რომელიც თავის
მოსაზრებას გვთავაზობს ამ თემასთან დაკავშირებით. მისი აზრით, სკანდინავიური მითების ლეგენდარული აზგარდი მიახლოვებით უნდა ყოფილიყო აზოვის ზღვასთან.
ჯარვინგი თვლის, რომ სკანდინავიური მითების ღმერთი ოდინი ისტორიული პიროვნება
იყო და ამ ადგილზე მოვიდა ტროადან. მისი აზრით, მეოტის ზღვას სწორედ მათი სახელწოდებიდან გადაერქვა სახელი-აზები და გახდა აზოვის ზღვა. ცნობილია, რომ
ტროის დაცემის შემდეგ, დარჩენილები დაიფანტნენ-ნაწილი ენეასის ხელმძღვანელობით
იტალიაში წავიდა, ეტრუსკულ კულტურას ჩაუყარა საფუძველი და რომს. ნაწილი
ფრანკთა ტერიტორიაზე დასახლდა და დაარსა სიკამბრია.მათვე ააგეს ცნობილი ციხე-
ქალაქი აზი, მოგვიანებით ცნობილი როგორც აზგარდი. მას მეორენაირად ჩრდილოეთის ტროასაც უწოდებდნენ. ჯარვინგი საუბრობს მეორე ხალხზეც, რომლებიც ასევე მითის პერსონაჟებად გვევლინებიან, ესენი არიან ვანები.
ვანებს უნდა ეცხოვრათ კავკასიის მთებსა და დონს შუა.აზებსა და ვანებს შორის კარგა ხანს
მიმდინარეობდა შუღლი. საბოლოოდ ისინი შერიგდნენ. შერიგების დროს გაცვალეს
მძევლები-ტომის გამოჩენილი წევრები. ვანების მძევალი იყო ნიერდი და მისი ორი
შვილი ფრეი და ფრეა. ავტორის აზრით, ამ მოვლენას ადგილი ჰქონებოდა ჩვ.წ-მდე
1100 წელს. ჯარვინგის აზრით, ცნობილი ვანები უნდა იყვნენ სვანები და სვანების
მიწა ესაზღვრებოდა ამორძალებს. სვანები ძლიერნი და მდიდარნი იყვნენ, ვინაიდან
ყაჩაღებისგან ბუნებრივად იყვნენ დაცულნი. ისინი ნაყოფიერ მიწებზე ცხოვრობდნენ
და გარშემო ტყეები ერტყათ. ფლობდნენ სპილენძის გამოდნობის ხელოვნებას და
მათი დამზადებული სპილენძი ისეთივე მყარი იყო, როგორც ბრინჯაო. მკვლევარის
აზრით, ათასი წლით ადრე სვანთა ბრინჯაო დომინირებდა მთელ კავკასიის რეგიონში.