EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ასტრონომებმა შავი ხვრელის ახალი ტიპი აღმოაჩინეს »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2013-05-19 13:48:47
ასტრონომებმა განაცხადეს – სუპერ ნათელი გალაქტიკური მტევნის სამწლიანი დაკვირვების შემდეგ, რომელიც დედამიწიდან 300 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, ახალი ტიპის შავი ხვრელი აღმოაჩინეს.
მკვლევარები ჟურნალ Science-ში თავიანთ სტატიაში წერენ, რომ აქამდე შავი ხვრელის ორი ტიპი არსებობდა: პატარა, მზეზე რამოდენიმეჯერ მძიმე და გიგანტური,რომელსაც მრავალი მილიონი მზის სიმძიმე აქვს.
მკვლევარების საერთაშორისო გუნდმა, კოსმოსური რენტგენული ობსერვატორიის „ჩანდრა“ (Chandra X-ray Observatory) და ორბიტული ტელესკოპის SWIFT დახმარებით, საშუალო ზომის შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ახალი ობიექტი დაახლოებით 90 ათასი მზის სიმძიმისაა.
უჩვეულო შავი ხვრელი, რომელსაც HLX-1 (Hyper-Luminous X-ray source 1) დაარქვეს, შემთხვევით აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ყურადღება რენტგენული რადიაციისა და რადიო ტალღების ნათელ ციმციმებს მიაქციეს, რომელიც არა სპირალური გალაქტიკიდან, არამედ ამ ობიექტიდან გამოდის და რომელიც მისგან 12 ათასი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს.
„2009–2010 წლებში ჩვენმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ HLX-1 იქცევა ისე, როგორ პატარა ზომის შავი ხვრელი. მაგრამ უფრო ზუსტი კლასიფიკაციისათვის, რადიო ნათებებზე დასაკვირვებლად, ჩვენ კიდევ ერთი წელი დაგვჭირდა“, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ნატალი ვებბ (Natalie Webb)
HLX-1-ის აღმოჩენამ, შეიძლება მეცნიერებს გიგანტური შავი ხვრელების ფორმირების პროცესის გარკვევაში დაეხმაროს.
მეცნიერები ამბობენ, რომ რაიმე დასკვნის გაკეთებას მაშინ შეძლებენ, როდესაც ისინი სხვა საშუალო ზომის შავ ხვრელებს აღმოაჩენენ.