EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ტყუპები »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 12:49:58

ტყუპები → ტყუპები – საერთო დახასიათება (22.05-21.06)

 

21 მაისი – 20 ივნისი

ზოდიაქოს 3 ნიშანი

ჰაერის 1 ნიშანი.

1 ცვალებადი ნიშანი.

მმართველი პლანეტა – მერკური.

ბედნიერი რიცხვი: 5 და ყველა სხვა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა

ასტროლოგიური სიმბოლო: ყტუპები.

ასტროლოგიური ფერები: მზენარევი ნარინჯი, ბაცი ყვითელი, თალხი ცისფერი, იისფერი.

ასტროლოგიური თვლები: ზურმუხტი, საფირონი, აქტი.

მარჩბივი მართავს ჰოროსკოპის მესამე სახლს.

 

 

 

მარჩბივის (ტყუპების) ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით, იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული ვაჟიშვილებით და ცხადია ამ მომხიბლავი, გამოუცნობი ნიშნის მატარებლები ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც , საგონებელში აგდებენ თავიანთი მერყევი, ცვალებადი პიროვნებით. რა ოინი გააკეთა დედაბუნებამ? რატომ არის, რომ ტყუპები ერთ წამს ერთმანეთს გვანან და მეორე წამს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არიან? შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგიური გაგება მათი მმართველი პლანეტის მერკურის და მისი გავლენა დაგვეხმარება, ნაწილობრივ ავხსნათ მათი მებრძოლი სულისკვეთება, მათი „ვერცხლისწყალივით“ მოუსვენრობა, მათი ხასიათის თვისებათა ფართო წრე.

მერკური „ღმერთების ფრთოსანი მალემსრბოლი“ ჩვენს გონებრივ პროცესსაც წარმართავს. ამიტომაც მარჩბივი(ტყუპები) უშუალოდ რომ მერკურით იმართებიან, ძალიან ინტელექტუალურნი არიან, ხშირად აჭარბებენ ამ სფეროში სხვა ხალხს. ტყუპები განწყობის ხალხი, ცუდ გუნებაზე ხშირად სჩადიან უგნურ, ბრიყვულ საქციელს, მერე რომ სანანებლად უხდებათ.

მრავალმხრივობა ტყუპების ძირითადი მახასიათებელია. ისინი უჩვეულოდ მრავალმხრივნი არიან, მაგრამ ყურადღება ერთ რაიმეზე კონცენტრირებას უნდა მიაჩვიონ და თავიანთი ძალების ფლანგვას მოეშვან, მერკური მარჩბივის ტვინში დებს ცნობისმოყვარეობის მოდელს, რაც აიძულებს მათ ყველაფერი აანაზღაურონ, დაშალონ, კვლავ შეაერთონ, შემდეგ კი სხვა ამოცანაზე გადაინაცვლონ.

დასტურ, არც ერთი ნიშანი არ ანიჭებს ამოდენა მნიშვნელობას სიჭაბუკის შთაბეჭდილებებს, რომლებიც ტყუპების მთელ მომდევნო ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. გონებამახვილნი და საზრიანნი გარემოებათა გავლენას ემორჩილებიან. ახალგაზრდობაში ეთიკის დამცველები არიან. თუ ბავშობიდან მათში სწორი მორალური ცნებებია ჩადებული, ისინი განავითარებენ და განამტკიცებენ, შედეგიანობის და კმაყოფიელბის ფილოსოფიად აქცევენ მათ. მაგრამ თუ სიყმაწვილეში სწორი მორალური პრინციპები არ ჩაენერგათ, ისინი პრიობითობის წინააღმდეგ აჯანყდებიან: დაუნანებლად გაწყვეტენ ოჯახურ კავშირებს, უარყოფენ საზოგდოებას და ხელისუფლებას.

მარჩბივის ნიშანთაგან ზოგიერთი, გრძნობს რა თავის გონებრივ ძალას, თვითკმაყოფილი და ამპარტავანი ხდება, რაც ძირითადში, ინტელექტუალური მორცხვობით და გადაღლით მთავრდება.

დადებითი თვისებები, რომლითაც მერკურიმ დააჯილდოვა: მრავალმხრივობა, სიმსუბუქე, თავაზიანობა, ტაქტიანობა, დიპლომატია, ინტუიცია, გამჭრიახობა. მარჩბივის ვალია ეს საქებარი თვისებები სწორად გამოიყენოს, მაღალი მიზნების მისაღწევად. ტყუპების ბუნებაში არსებობს შინაგანი სიცივე, რაც გრძნობების სიმაღლე ჰგონიათ ტყუპებსაც და სხვა ხალხსაც, მაგრამ ისინი არც ისე ემოციურნი არიან, როგორც გვეჩვენება, რადგანაც განწყობის სწრაფი ცვლა, გრძნობათა მოჩვენებითი სიღრმეა. მარჩბივი კარგად ეგუება ცვალებადობას. დემოკრატიული შეხედულებები აქვს, უყვარს მოგზაურობა და უყვარს პროფესიები, რომლებიც მრავალფეროვნებას შეიცავს.

ეს მხიარული, მარად ახალგაზრდული ნიშანია. ესაა, აგრეთვე „გაორებული“ პიროვნების კლასიკური ტიპი.

 

 

შემოქმედება და კარიერა

 

ტყუპები ყველაზე საუკეთესო თანამოსაუბრენი არიან. მათ ყველაფერი იციან რაც ქვეყნად ხდება, მაგრამ ზერელედ; თუმცა შეუძლიათ მოვლენების არსში ღრმად ჩაწვდომა და თხრობის გასაოცარი ნიჭი გააჩნიათ. ტყუპებს ძალუძთ წარმატებას მიაღწიონ ნებისმიერ სფეროში, მაგრამ სინამდვილეში იშვიათად ითვისებენ რომელიმე მათგანს საფუძვლიანად.

შემოქმედების ყოველი სახეობა, დაკავშირებული კალამთან და ქაღალდთან , მათთვის უდიდესი სიამოვნების მომტანია. მუსიკა და ლიტერატურული მოღვაწეობა ამ თუ იმ დარგში_ეს არის ტყუპების კარიერისთვის საუკეთესო საშუალება. ლიტერატურულ საქმიანობაში ისინი გასაქანს აძლევენ თავიანთ წარმოსახვას. მათ შესწევთ უნარი ერთდროულად ორ პროექტზე იმუშაონ და ორივეს თანაბარი წარმატებით გაართვან თავი.

 

 

ფსიქოსექსუალური დახასიათება

 

მერკური - მზესთან ყველაზე ახლოს განლაგებული პლანეტაა. იგი მზის ირგვლივ სხვა პლანეტებზე უფრო სწრაფად ბრუნავს. მისი ერთი მხარე მუდმივად მზისკენ არის მიქცეული და მუდმივად გავარვარებულია, მაშინ როცა, მეორე ვერასოდეს ხედავს მზეს და მუდმივად გაყინულია. სითბოსა და სიცივის ეს უკიდურესობები მჟღავნდება ტყუპების ცვალებად და ორმაგ სექსუალურ საქციელში. ტყუპების უარყოფით ტიპებში გვხვდებიან ექსპერიმენტატორები, სატირები - მამაკაცთა შორის, ქალებში - ნიმფომანიით შეპყრობილნი, აგრეთვე, ექსჰიბიციონისტები, ფეტიშისტები, ჰომოსექსუალისტები და გაუკუღმათებულები.

დადებით ტიპებს შორის გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც დებენ აღთქმას არ დაქორწინდნენ. ისინი პირად სიკეთეზე უარს ამბობენ. ამ ნიშანზე დაბადებულთა შორის არიან მხატვრები, პოეტები, ესთეტები, მეცნიერები, საერთოდ მაღალი ზნეობის ადამიანები. საერთოდ ვნებები იმდენად არის დაკავშირებული მათ გონებრივ პროცესებთან, რომ განწყობა, მოწყენა თუ ინტერესი განსაზღვრავს მათ სქესობრივ ურთიერთობებს. აქ შეგხვდება ისეთი ახირებული ტიპი, რომელიც ჯერ უარყოფს ყოველგვარ საზოგადოებრივ პირობითობას და ჰიპებს მიკედლებული, მათ თემურ ცხოვრებას აღიარებს, შემდეგ კი უარყოფს ამ ცხოვრებასაც. ასტროლოგებს რომ ნება ჰქონდეთ სხვა სიმბოლო მიეცათ ამ ნიშნისათვის, ისინი ქამელეონს შესთავაზებდნენ, რომელიც შენიღბვისა და თავდაცვისათვის გაუთავებლად იცვლის ფერს.

განთავისუფლებული მარჩვიბი სქესობრივი აქტის ყველა სახეობას გასინჯავს ერთხელ მაინც, მას არაფერი ეთაკილება, რადგან მერკური დამწერლობის მეურვეა, ტყუპები ხშირად დღიურში იწერს თავის სექსუალური მოღწევების ამბებს, სადაც პარტნიორების ღირსებებს და ნაკლოვანებებს აღწერს.

ტყუპები არც ისე აგრესიულია. სიამოვნება ყველაფერში, მათ შორის სექსშიც, მეორეხარისხოვანია მათთვის.

 

 

უარყოფითი თვისებები

მარჩბივმა (ტყუპებმა) უნდა დაძლიოს ისეთი გრძნობები, როგირიცაა არაორგანიზებულობა, უგულისყურობა, ენერგიისა და ინტერესების დაფანტვა, საქმის ბოლომდე მიყვანის უუნარობა.

მარჩბივს გონებრივი გამოფიტვის საფრთხე აქვს, ამიტომ იგი არარეგულირებულ ცხოვრებას უნდა ერიდოს. მისი ტვინი დღედაღამ მუშაობას ესწრაფვის, მაგრამ მარჩბივმა უნდა აიძულოს თავი, დაისვენოს, მარჩბივი ნეგატივიზმსაც უნდა შეებრძოლოს.

მარჩბივმა გაორების გადასალახავად, შესაძლოა ერთდროულად ორი საქმე აკეთოს, მაგრამ ერთს უსათუოდ უპირატესობა უნდა მიანიჭოს. მარჩბივმა უნდა აიძულოს თავი, მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოს მეგობრების, ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანების მიმართ. გაჭიანურება განმუხტავს მარჩბივს, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ ცოტა თუ ვინმეა ისეთი სწრაფი და მარდი, როგორც მერკურის შვილები. მათ მოთმინება უნდა გამოიმუშავონ. მარჩბივს ყველაფერში ზომიერების გრძნობაც უნდა ახსოვდეს.

 

დადებითი თვისებები

სხვა ნიშნის ხალხი უფრო იოლი გზით შეიძლება მოქმედებდეს, უფრო მოხდენილადაც, მაგრამ არვის ძალუძს უფრო წარმატებით მოქმედება. გამჭრიახი გონების წყალობით, მას შეუძლია საგნის ორივე მხარე დაინახოს, რაც დიდად უწყობს ხელს მის მისწრაფებებს. მარჩბივის შესანიშნავი მეხსიერება აქვს, ეს ნიშანი იძლევა შესანიშნავ მწერლებს, რედაქტორებს, პუბლიცისტებს, ტიპოგრაფებსა და ვაჭრებს. მერკური ასევე სწყალობს მასწავლებლებს, ბუღალტრებს და მთარგმნელებს. ამ ნიშანზე დაბადეული მამაკაცები შესანიშნავი ადვოკატები, ბანკირები, დიპლომატები და საზოგადოებრივი ორატორები ხდებიან. მარჩბივი ქალები კარგი დიასახლისები არიან, ცდილობენ მუდამ ერკვეოდნენ იმ თემებში, სტუმრებს რომ დააინტერესებს. სამზარეულოში მუდამ აქვთ თანამედროვე მოწყობილობები, რომლებიც დროსაც აზოგვინებს და სტუმრებისთვის გემრიელი კერძების დამზადებაშიც ხელს შეუწყობს.

 

შესაფერისი პარტნიორები

 

 

 

ვერძი – დასაწყისში მათი ურთიერთობა მიმდინარეობს, როგორც მგზნებარე რომანი. თავდაპირველად მათი ურთიერთობა მშვენიერია, ხოლო მოგვიანებით თავს იჩენს ინტერესების დიდი სხვადასხვაობა. ქორწინებაშიც ასეა, ახასიათებთ ბედნიერი დასაწყისი, რის შემდეგადაც სწრაფად ინგრევა ყველაფერი.

 

 

კურო – ასეთი კავშირი შეიძლება შედგეს, მაგრამ მათი მიდგომა სექსისადმი სხვადასხვაა. კუროს სჭირდება აქტიურობა, რომელიც ტყუპებს არ მოსწონს.

 

 

ტყუპები – ძალიან იშვიათი კავშირია, თუმცა შესაძლებელია არატიპიური პარტნიორების შემთხვევაში მათი ერთად ყოფნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი კავშირი ფიქტიურია ან ნაწილობრივ ფიქტიურია. მათ შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს 2-3 დღე და ასევე 2-3 წლის შემდეგაც

 

 

კირჩხიბი – მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელია მათ შორის კავშირი, ეს ქორწინება ძალიან ტიპიურია და აგებულია მუდმივ ტყუილებზე. განსხვავებული გულის მქონე ადამიანთა კავშირია.

 

 

ლომი – ეს კავშირი წარმატებულია ტყუპებისათვის. ლომს ის ეყოლება სიშორეზე და ამასთანავე უთვალთვალებს მას, რომ შორს არ გაექცეს. ასეთი კავშირის დროს დამახასიათებელია სექსუალურად ურთიერთმიზიდვა, რომელიც დროთა განმავლობაში თანდათან მტკიცდება.

 

 

ქალწული – ერთ-ერთი ცუდი და წარუმატებელი კავშირი. მათ ურთიერთობებს ემოციები აკლია და ორივე მიისწრაფვის უფრო მგრძნობიარე პარტნიორებისაკენ, ვიდრე თვითონ ისინი არიან.

 

 

სასწორი – ტიპიური კავშირია და იღბლიანია, სასწორი – ერთადერთი ქალია, რომლის წინაშეც ტყუპები მუხლს მოიდრეკს და რომელიც ქალის ეტალონად მიაჩნია. ქორწინებამდე პერიოდი საკმაოდ გახანგრძლივებულია. სექსში შეთავსებადობა ძალიან კარგია, ხოლო ტყუპების ღალატი ზიანს არ მიაყენებენ მის ოჯახს, სახლს და მეუღლეს.

 

 

მორიელი – ეს კავშირი რთულია და საკმაოდ იშვიათად ხდება. დასჭირდება ტყუპების წარმოუდგენელი დიპლომატიურობა და ცოდნა იმისა, რომ მუდამ იყოს მართალი, რათა გაუძლოს მორიელის ეჭვიანობას. ეს კავშირი მყარი მხოლოდ სექსით იქნება.

 

 

მშვილდოსანი – წარმოუდგენელი, უტვინო კავშირი. ასეთ კავშირებზე ავანტიურისტები მიდიან (ეს ხშირად ხდება) ან ადამიანები, რომლებსაც უდიდესი სულიერი სამყარო აქვთ (ძალიან იშვიათია). ასეთი ქორწინებები ჩვეულებრივ მოწიფულ ასაკში ხდება. ურთიერთობა ყოველთვის განახლებას საჭიროებს (მოგზაურობა, სტუმრიანობა, საღამოები და სხვა).

 

 

თხის რქა – იშვიათი კავშირი.ა თხის რქას ტყუპები არასაიმედო და ინფანტილურ ადამიანებად წარმოუდგენია. ასეთი პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ და ძალიან რთულად ეწყობიან ერთმანეთს. თუ კი ასეთი ქორწინება მაინც შედგება, მაშინ თხის რქა ისე მოექცევა ტყუპებს, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ.

 

 

მერწყული – ეს კავშირი კარგია და საიმედო. ის მეგობრული ქორწინება იქნება. პარტნიორებს ძალიან ბევრი საერთო ინტერესები აქვთ, მაგრამ მერწყული ტყუპებს ღალატს არასდროს აპატიებს. ამიტომ მერწყული, რომელიც ქორწინებას ძალიან უფრთხილდება, მოუხდება ცოტა თავშეკავება. ეს კავშირი მათ ხელს უწყობს სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. მათი ურთიერთობა ძალზედ საინტერესოა. ერთად მყოფნი არასდროს იწყენენ.

 

 

თევზები – მათ შორის კავშირი ძალიან რთულია. პარტნიორებს შორის ცოტაა საერთო, სამაგიეროდ მრავლადაა ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები. ისინი ძნელად უგებენ ერთმანეთს. ის რაც ტყუპებს მიაჩნიათ უმნიშვნელო პრობლემად, თევზებისათვის გადაუჭრელი საკითხია. მათი პირადი ცხოვრების რიტმი ერთმანეთს არ ემთხვევა. საეჭვოა ქორწინებამ მათ ბედნიერება მოუტანოს, აუცილებელი არ არის ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, შესაძლებელია მხოლოდ საყვარლები იყვნენ.

 

მარჩბივო, ჩვენ ასტროლოგები გეკითხებით:

იცით, თუ არა, რომ თქვენ ერთადერთი ნიშანი როდი ხართ, რომელიც გონებრივად არის განვითარებული?

გესმით, თუ არა, რომ თქვენი აღზევება და დიდება ისევე მობეზრდებათ სხვებს, როგორც თქვენ გბეზრდებათ მათი, ვითომ შაბლონური ცხოვრება?

იცით, თუ არა, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა დაინახავს სიცარიელეს თქვენი უპირატესობის ფარდის მიღმა, თუ სტაბილურობას არ მიაღწევთ და რაიმეს არ შექმნით?

და ბოლოს რად გიბოძს ვარსკვლავებმა ეგ აღმატებული ინტელექტი, თუ წვრილმანებზე და ზერელობაზე გინდათ ფლანგოთ იგი?