EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კირჩხიბი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 12:52:11

კირჩხიბი → კირჩხიბი – საერთო დახასიათება (22.06-23.07)

 

21 ივნისი - 22 ივლისი

ზოდიაქოს 4 ნიშანი.

წყლის 1 ნიშანი.

მეორე ძირითადი ნიშანი.

მმართველი პლანეტა – მთვარე.

ბედნიერი რიცხვი – 2 და ყველა რიცხვი, რომლებიც 2-ზე იყოფა.

ასრტოლოგიური სიმბოლო – კიბო.

ასტროლოგიური ფერები: ბაცი ლილისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე ბარდის ფერი და ბაცი ნარინჯისფერი.

ასტროლოგიური თვლები: ოპალი, მთვარის ქვა, ბროლი.

კირჩხიბი განაგებს ჰოროსკოპის მეოთხე სახლს

 

 

 

მთვარე, ცვალებადი პლანეტა, თავის 28 დღიან ციკლში 4-ჯერ რომ უვლის ფაზებს, თავის ქვეშემრდომებს ძალიან ემოციურ, მგრძნობიარე ადმიანებად ხდის, რომლებიც განწყობას ადვილად ემორჩილებიან, როცა მთვარის კარგ ციკლში მოხვდებიან; ისინი მომხიბლავნი და მიმზიდველნი არიან ,მაგრამ როცა ცუდ ფაზაში არიან – აუტანელნი ხდებიან.

კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად ერიდება, ვიდრე ყველა სხვა ნიშანი ერთად აღებული. ამავე დროს იგი ისევე პატივმოყვარეა, როგორც თხის რქა. მაგრამ თხის რქისაგან განსხვავებით, კირჩხიბი წარმატებისაკენ შემოვლითი გზით მიდის ისე, როგორც მისი სიმბოლო კიბო. იგი ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდება მას, რის დაუფლებასაც ლამობს; შემდეგ სრულიად მოულოდნელად, იპყრობს ნადავლს, კიბოს მსგავსად მაგრად უჭირავს და არაფრის დიდებით ხელიდან აღარ გაუშვებს. მთვარე ქალების მმართველია, ამიტომ ქალი – კირჩხიბი თავის სტიქიაში გრძნობს თავს. მამაკაც – კირჩხიბს, გინდაც ძალიან ვაჟკაცური ხასიათის იყოს, მაინც აქვს ქალისათვის დამახასიათებელი თვისებები. მამაკაცი კირჩხიბი სხვა ნიშნებზე ნაკლებ აგრესიულია სასიყვარულო ამბებში, მაგრამ მიამიტობის ისეთ მომხიბლავ ფასადს ქმნის, რომ ქალს პირველი ნაბიჯის გადადგმას აკისრებინებს.

მაგრამ, შეცდომებით ეს ნიშანი სუსტი და გაუბედავი რომ არ გეგონოთ, ნება მომეცით მოგახსენოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კირჩხიბის ნიშნით არის გაჩენილი, ასევე – ნიუ–იორკი, სადაც არის მსოფლიოს ფინანსური ცენტრი „ნიუ–იორკი“. კირჩხიბსა და შეერთებულ შტატებს შორის პარალელს თუ გავავლებთ, დავინახავთ, რომ მას შეუძლია ფული კონტროლის საშუალებად გამოიყენოს, ამერიკას ხომ ფინანსური კავშირი აქვს ყველა ქვეყანასთან.

კრიჩხიბი კომფორტის მოყვარე ნიშანია. იგი ჰოროსკოპის მეოთხე სახლს განაგებს, ამიტომ სახლი და მისი მოწყობილობა ძალიან დიდად უღირს მას. კირჩხიბის ფსიქოლოგია ისეთია, რომ იგი ჯერ ბაზას მოიპოვებს, შემდეგ უხიფათოდ იმოქმედებს. კიბო კუჭით მართავს, ამიტომაა ნიუ–იორკში ამდენი კაფე და რესტორანი, შეერთებულ შტატებში ასვე უხვად კეთდება სახლისა და სამზარეულოსათვის საჭირო მრავალნაირი მოწყობილობა. ნერვიული დაძაბულობის დროს კრიჩხიბი უხალისოდ ჭამს.

კირჩხიბი ძალიან ეჭვიანია და იშვიათად ავლენს თავის შინაგან „მეს“ სასიყვარულო საქმეებშიც და ბიზნესშიც, თუნდაც თავის თავში დარწმუნებული იყოს.

კირჩხიბი ძალიან ღრმა ნიშანია. ამ ნიშნის ხალხი სიბერემდე ინარჩუნებენ ჭაბუკურ შეხედულებას. ამ ნიშნის მამაკაცები სხვა ნიშნებზე უფრო დიდხანს ცხოვრობენ დედების გვერდით.

კირჩხიბს სჭირდება იმ ადამიანების კეთილგონიერება, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს. იგი ვერ იტანს მკაცრ ლაპარაკს და მკაცრ კრიტიკას დამსახურებული ინება იგი თუ –არა.

იმის მიუხედავად, რომ კირჩხიბს შინაურობა უყვარს, მოგზაურობაც ძალიან იტაცებს, განსაკუთრებით ზღვაზე მოგზაურობა. კირჩხიბი ხშირად სევდით იგონებს წარსულს, ბავშოვობას.

კირჩხიბი ძნელად და იშვიათად რომ გაშმაგდეს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, იგი ძალადობას მიმართავს. მთვარე ყოველგვარი სითხეების მმართველია, ამიტომ კირჩხიბი ზომიერად უნდა შეექცეს ალკოჰოლიან სასმელებს.

დადებითად განვითარებული ტიპის კირჩხიბი ერთგულია და ბევრი მათგანი სამშობლოს პატრიოტთა შორისაა. ისინი რომანტიკულები არიან და თავგანწირვაც შეუძლიათ. თავიანთი სიმბოლოს – კიბოს მსგავსად, მათ კიბოს ჯავშანივით უნდა გაამაგრონ თავიანთი ადვილად მოწყალე გული. თავდაცვის ინსტიქტის წყალობით კირჩხიბს ფინანსურად გენიალური შესაძლებლობები გააჩნია.

 

 

 

შემოქმედება და კარიერა

 

ვინაიდან სახლი არის კიბოს თანავარსკვლავედში დაბადებული ადამიანების გამოცდილების აუცილებელი ნაწილი, ისინი ამჯობინებენ მთელი თავისი შემოქმედებითი პოტენციალი გამოიყენონ სახლში: ოჯახური ხელსაქმე, სახლის მორთვ-მოწყობა, დაკვრით თავის შექცევა, ყველაფერი ეს არის ის, რითაც არიან გატაცებულნი ეს ადამიანები. მათი შემოქმედება ხშირ შემთხვევაში არაპროფესიულია და მოწოდებულია მეგობრებისა და ახლობლების გასართობად. მათ ძალიან მოსწონთ როდესაც აქებენ, მაგრამ თუ ეს ქება-დიდება უხვია , კარგავენ ზომიერების გრძნობას, ხდებიან აბეზარნი, ავლენენ ეგოცენტრიზმს.

ისინი ჩვეულებრივ ისწრაფვიან დასახული მიზნისაკენ და ძირითადად წარმატებებსაც აღწევენ ცხოვრებაში. ამ ადამიანებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული და უჭირთ განშორება. საქმეში ისინი ორგანიზებულნი არიან, თავის თავს უყენებენ კონკრეტულ ამოცანებს და ახორციელებენ კიდეც. პასუხისმგებლობას და მოვალეობის გრძნობას ეს ადამიანები იყენებენ ყველაზე უკეთ იმ პროფესიაში, რომელშიც საჭიროა შემსრულებლის ნიჭი: სოციალურ საქმიანობაში, სწავლებაში, მედიცინაში, ბიზნესში.

 

 

ფსიქოსექსუალური დახასიათება

 

კირჩხიბი ყველაზე უწესრიგოა ურთიერთობებში. ცვალებადი განწყობილების გამო იგი ჩახლართული სასიყვარულო ინტრიგების გმირი ადვილად შეიძლება გახდეს. მაგრამ თუ ვინმე შეუყვარდა, არაფერია ისეთი, მის გულის მოსაგებად რომ არ გააკეთოს. სქესობრივი აქტის არავითარი ფორმა მისთვის უცხო არ არის. ამ ნიშნის ქალებს მოწონს დედობრივად მოექცნენ მამაკაცებს. კირჩხიბი მკერდით მართავს და სხეულის ეს ნაწილი განსაკუთრებით აღაგზნებს მას. კირჩხიბ მამაკაცებს ხშირად მათზე უფროსი, დედის ტიპის ქალები იზიდავთ. კირჩხიბს სქესობრივ ფუნქციებზე უზარმაზარი კონტროლის უნარი აქვს. მას ძალუძს ინტენსიური სასიყვარული შექცევა დიდი ხნით გაახანგრძლივოს. მამაკაცებს და ქალებსაც უყვართ როცა ეალერსებიან.

ამ ნიშნის ქალებს მოსწონთ პატარა, უმანკო გოგონას როლის თამაში, რომელსც გამოცდილი, გარყვნილი მამაკაცი შეაცდენს. სინამდვილეში სიხარულით აღარ არიან შეცდენის დროს და განსაკუთრებულ ეროტიკულ სიამოვნებას გრძნობენ, თუმც ისე იქცევიან, თითქოს სინანულით ეთხოვებოდნენ ქალწულობის დაკარგვას.

კირჩხიბი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მორცხვ ხალხს წარმოშობს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში კირჩხიბი მეორე უკიდურესობაში ვარდება სექსუალურ ურთიერთობებში და აგრესიულ, მბრძანებელ როლს თამაშობს, ზოგჯერ სიტყვით და საქმით სადიზმამდე მიდის.

 

უარყოფითი თვისებები

კირჩხიბი ხშირად მოუსვენრობისა და შიშის მხსვრერპო ხდება. მან უნდა დაძლიოს შეზღუდვები, თავის თავს რომ დაუწესა. თავის წარსულ ბავშობაზე ფიქრს უნდა მოეშვას და ნებისყოფის დაძაბვით აიძულოს თავის ასაკის შესაფერისად იცხოვროს. უზომო ჭამა–სმას უნდა ერიდოს. კრიტიკის ატანაც უნდა ისწავლოს და გგუნება–განწყობის სიდინჯეც.

მაგრამ მისი ძირითადი ნაკლი ისაა, რომ არაფრით საუბარში არ ჩაერთვება, თუ მისგან თავის დაღწევის უმცირესი შანსი მაინც არსებობს. მისი „ჩიხში მოქცევა“ შეუძებელია. უმალ სიხრუეს მორებს დაახვავებს, ვიდრე თავის ცოდვას აღიარებს.

 

დადებითი თვისებები

მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი ნერვიულია, ბევრი სიკეთის მატარებელია: მშობლური დამოკიდებულება, წყნარი ოჯახური ცხოვრების სიყვარული, სარისკო საქმეებში მოთავეობა და დიდი სიბეჯითე. გარდა ამისა, მას ერთი დასაფასებელი თვისებაც გააჩნია, რაც უარყოფითი თვისების დაძლევაში ეხმარება; ეს არის მოთმინება. კირჩხიბი შეიძლება ძალიან მომჭირნე, წინდახედული და შრომისმოყვარე იყოს.

 

 

შესაფერისი პარტნიორები

 

 

ვერძი – მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები შესანიშნავი წყვილია როგორც საყვარლები, ერთად ცხოვრების შემთხვევაში მათი ურთიერთობა ძალზედ რთულია. ქორწინება დაინგრევა მკაცრი ვერძის გამო. ასეთ ქორწინებაში ბავშვები ძალიან იტანჯებიან.

 

 

კურო – კარგი კავშირია კირჩხიბისათვის, რადგანაც თავისუფლად შეუძლია კუროს გადააბაროს თავისი საქმეები... ორივე ნიშნის ქვეშ დაბადებულნი მომთმენნი არიან და ერთმანეთს კარგად ეთვისებიან. მათი ქორწინება ინერციით გრძელდება მრავალი წლის მანძილზე. მაგრამ სიბერეში კირჩხიბმა შეიძლება იფეთქოს და მათი კავშირიც დაინგრეს.

 

 

ტყუპები – მათი კავშირი არასტაბილურია, მაგრამ შესაძლებელია დიდხანს გაგრძელდეს. ტყუპებს ახასიათებს თავიანთ თავში ჩაკეტვა, თუ რა უდევთ გულში, ეს მხოლოდ მათთვის არის ცნობილი... მაგრამ კირჩხიბს ეს ნაკლებად აღელვებს. ქორწინების გარეშე ურთიერთობის (საყვარლების) შემთხვევაში უფრო შეეფერებიან ერთმანეთს და მათ ურთიერთობებშიც საგრძნობლად შეიმჩნევა ურთიერთმიზიდვა და ელვარება.

 

 

კირჩხიბი – ერთ-ერთი იშვიათი კავშირია, რადგან მათი ერთ სახლში ყოფნა საკმაოდ რთულია და წარმოუდგენელი. კირჩხიბს კირჩხიბის ერთი სიტყვითაც ესმის და ამიტომ მათი ურთიერთობები საკმაოდ მოსაწყენი და უინტერესოა.

 

 

ლომი – ასეთი კავშირები საკმაოდ ხშირად გვხვდება. ლომი – საკმაოდ ძლიერი ქალია და კირჩხიბიც მიისწრაფვის მისკენ. ამიტომაც ლომს არ უჭირს მისი მოხიბვლა, რაც საკმაოდ ადვილად გამოსდის. მათი ქორწინება ხანგრძლივია, რესპექტაბელური და იღბლიანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, კირჩხიბი ძალიან აფორიაქებულია გულში და პირველივე შემთხვევაში შეიკეტება თავისივე სოროში. ორივე ზოდიაქოს ნიშანი შეპყრობილია საკმაოდ ბოროტი ზრახვებითა და თავმოყვარეობით.

 

 

ქალწული – ასეთი კავშირი შესაძლებელია დიდხანს გაგრძელდეს, მიუხედავად მათ შორის უთანხომოებისა. ქალწულს მეუღლის მიმართ ექნება წყენა და პრეტენზიები, რის გამოც კირჩხიბი ეცდება სამაგიეროს გადახდას, იგი მას ბევრჯერ უღალატებს. თუმცა ისინი საკმაოდ მშვიდობიანი ურთიერთობების მქონე პარტნიორების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მათი კავშირი ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში მყარი იქნება, თუ არადა ურთიერთობები მალე დაინგრევა.

 

 

სასწორი – რთული, მაგრამ საკმაოდ შესაძლებელია მათი ერთად ყოფნა. კირჩხიბს სასწორი მისი მომხიბვლელობითა და კონტაქტურობით მოსწონს. მათ შესანიშნავი სასიყვარულო ურთიერთობები აქვთ. თუმცა სასწორისათვის პირველ ადგილზე დგას, ის თუ როგორ იქცევა მამაკაცი საზოგადოებაში, მაგრამ კირჩხიბი ამ გამოცდას ვერ უძლებს და ამიტომ სასწორი მას როგორც მეუღლეს უარყოფს.

მორიელი – მათ შესანიშნავი სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ, მაგრამ კირჩხიბი ამისგან ძალიან იღლება. შინაგანად მას ეშინია მორიელის, მას არ სჭირდება ამდენი სექსი. თუმცა მხოლოდ მორიელს შეუძლია დაინახოს მასში მამაკაცი და ამისათვის ისიც მადლობელია. ამიტომ მათ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ძალიან უჭირთ, სახლში მუდამ სუფევს დაძაბული ატმოსფერო.

 

 

მშვილდოსანი – ეს კავშირი ძალიან რთულია, რადგან მშვილდოსანი მას ხშირად დათგუნავს. კირჩხიბი დიდხანს ითმენს და შემდეგ ის მოიქცევა ისე, როგორც "ჯარისკაცი ომში" და ადგილი ექნება მის აფეთქებას.

 

 

თხის რქა – ეს კავშირი შეუძლებელია მოწიფულობის ასაკში. თუმცა ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში. თხის რქა ცდილობს კირჩხიბის დაყოლიებას და გადააქციოს "ოჯახის ნივთად". ერთად თანაცხოვრების შემდეგ ისინი კარგად ხვდებიან, რომ განსხვავებული ბუნების არიან და სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ.

 

 

მერწყული – მათი კავშირი უფრო წააგავს სასიყვარულო რომანს, ვიდრე სერიოზულ ურთიერთობებს, თუმცა შესაძლებელია ეს კავშირი დიდხანს გაგრძელდეს. მერწყულისთვის ეს ურთიერთობები საკმაოდ უიღბლოა, ის კარგად ხედავს, რომ კირჩხიბმა მას ყველა საქმე გადააბარა, ასევე მასზე ძალიან მოქმედებს ტყუილები და წუწუნი. ბავშვების მიმართ ძალიან კეთილგაწყობილნი არიან, მათ ერთად ზრდიან.

 

 

თევზები – ამ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულებს ბევრი საერთო აქვთ. სასიყვარულო ურთიერთობებში ისინი ერთმანეთისათვის არიან გაჩენილნი. მაგრამ მათ შორის არის რაღაც დამალული და უთქმელი. მხოლოდ სექსუალური (სასიყვარულო) კავშირი მალე ინგრევა, მაგრამ ქორწინებაში მათი დამოკიდებულება საკმაოდ მყარია, უკეთესი წყვილი არ შეიძლება მოიძებნოს.

 

 

კირჩხიბო, ჩვენ ასტროლოგები გეკითხებით

 

გამუდმებით რატომ იტყუები და ხალხი შეცდომაში რატომ შეგყავს?

როცა დაკუთარი სახლი, იდეალური საყვარელი, ცოლი ან ქმარი გყავს, რატომღა განაგრძობ სასიყვარული თავგადასავლების ძებნას?

როდის იპოვი შენს მარცხში შენს ცოდვას?

როდის ჩადებ შენს ძალებს სულიერ ცხოვრებაში?

რატომ ხართ ასეთი უკარება?

რატომ გინდა სხვა იტანჯოს, როცა შენ ცუდ გუნებაზე ხარ?

დაბოლოს, ვარსკვლავებმა რად შეგქმნა ასეთ მერყევ, მაგრამ იდეალურ საყვარლად, მეუღლედ?

შენში მართლაც იმალება ეს შესაძლებლობები, ოღონდ ცოტა გაისარჯე.