EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სასწორი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 13:09:00

სასწორი → სასწორი – საერთო დახასიათება (22.09-23.10)

 

24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

ზოდიაქოს 7 ნიშანი.

3–მე ძირითადი ნიშანი.

მმართველი პლანეტა – ვენერა.

ბედნიერი რიცხვები: 6 და ყველა, რაც 6-ზე იყოფა.

ასტროლოგიური სიმბოლო: სასწორი.

ასტროლოგიური ფერები: მუქი ცისფერი, მეწამული, ზღვისფერი.

ასტროლოგიური თვლები: ზურმუხტი, საფირონი, ოპალი, მარგალიტი და ბერილი.

სასწორი განაგებს ჰოროსკოპის მეშვიდე სახლს.

 

ყველა ადმიანი ეძებს ვენერას, სიყვარულის ქალღმერთს, სიყვარლის განმგებელ პლანეტას, მაგრამ სასწორის ნიშანი ხომ მისი მფლობელია, ასე არ არის? ვინ იტყვის? აკი სასწორს, მისი სიმბოლოსი არ იყოს, ბევრი რყევა აქვს „ზევით–ქვევით“ პირად ცხოვრებაში. მათი პიროვნება ნათელია და ინტელექტუალური, იმიტომ რომ იგი ჰაერის ნიშანია. მათი მომხიბლაობა უსაზღვროა, მათი ღიმილი – მოუგერიებელი.

სასწორი მთელი თავისი სიცოცხლე ეძებს ადამინს, რომელიც იდეალური მეუღლე იქნება. სასწორი ცოლქმრობის სახლს განაგებს, მაგრამ იდეალური პარტნიორის მოძებნის შემდეგაც იშვიათად არის ბედნიერი. რატომ? შესაძლოა, სასწორი თავად სიყვარულს ეტრფის? იქნებ მსგავსად ვენერას ზედაპირისა, რომლის მიმოხილვაც კი უჭირთ ასტროლოგებს, ნისლოვანი ატმოსფეროს გამო, ამ ნიშნის ხალხიც ძნელად შესაცნობია.

ასტროლოგიური სიმბოლო ამ ნიშნისა სასწორია და ამ ხალხის უმეტესობა გამუდმებით ცდილობს ამ სასწორის გაწონასწორებას საზოგადაებრივ და პირად სფეროში. სასწორს ძალიან სჭირდება თავისი რწმენა და ჰარმონია. როცა ეს არ ხერხდება, იგი უმალ გაეცლება იქაურობას, ვინემ გარემოების შეცვლისთვის რაიმეს მოიმოქმედებს. ვენერა თავის ვაჟებს და ასულებს მახვილი, ანალიტიკური ჭკუით აჯილდოებს, განსაკუთრებით როცა საქმე ხელოვნებას ეხება. სასწორი გონიერებით გამოირჩევა და რჩევის საკითხავად მრავალი აკითხავს. იგი, ამავე დროს, გულწრფელი მეგობარია და მუყაითი, საქმიანი პარტნიორი.

ინტუიციური უნარი და სილამაზის ესთეტიკური შეგრძნება სასწორის ნიშნიანებში მრავალ გამოჩენილ მხატვარს, პოეტს, მწერალს, კომპოზიტორს, მომღერალს, მსახიობს წარმოშობს. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს ძვირფასი თვისებები მას ყველაზე ბედნიერ ასტროლოგიურ ნიშნად აქცევს. მართლაც, სასწორის ნიშანზე დაბადებულნი ასე არიან, მაგრამ ეს იმაზეც არის დამოკიდებული, იპოვნიან თუ არა ისინი ცხოვრების ნამდვილ სულიერ მოკავშირეს. ეს მათი ვალია. სრულიად შეუძლებელია სასწორზე მხოლობით რიცხვში იფიქრო. მთელი მათი სამომავლო განზრახვებია ხვებისთვის სამსახურის გაწევა ცხოვრების ყველა სფეროში.

მაშ ასე, სასწორის ნიშნიანები სიყვარულის მაძიებელნი არიან, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც მაგალითად მშვილდოსნის და ღრიანკალის ნიშნები.

სასწორი, კაცმა რომ თქვას მუდამ იმ საოცარი საღამოს იმედით არის, როცა იგი უცნობის სიცილს გაიგონებს, რომელიც შემდგომ მისი სულიერი მოკავშირე გახდება და მის ცხოვრებას შეავსებს.

მაგრამ ამ თვისებათა მიუხედავად, სასწორი სუსტ მოწინააღმდეგედ როდი ჩაითვლება. სასწორის დამოუკიდებლობა ურყევია, თუმც ამას რბილად და შეუმჩნევლად გამოხატავს. სასწორი დიდად აფასებს ადმიანებს. მისი სურვილი სხვების გაბედნიერებისა, ისე შორს მიდს, რომ ხშირად სასწორი ხვას ასიამოვნებს თავისი უსიამოვნების ხარჯზე. თუმც იგი სუსტნებისყოფიანი როდია და, თუ დაინახა, რომ მისი თავაზიანი ბუენბა შელახულია აჯანყდება კიდეც.

სასწორი ხშირად განხეთქილებაშია გარემომცველ სინამდვილესა და რეალობასთან, რადგანაც საკუთარ თავს სავსებით აიგივებს ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან. ყველაფერს იღონებს, ოღონდ ისეთ ხალხთან არ ჰქონდეს კონტაქტი, რომელიც ეთიკისა და კარგი ტონის კანონებს არღვევს.

თუმც სასწორი გონებრივად კარგად არის აღჭურვილი, არაპრაქტიკულობის იერი მაინც დაჰკრავს. სასწორს ხშირად უდგება ფუქსავატობის პერიოდი, როცა ცხოვრების ჭორებს მიჰყვება და არაფერზე არ ზრუნავს, შემდეგ კი ეს სანანებლად უხდება; რადგანაც მიწიერ სამუშაოებს გაურბის, სასწორი ხშირად უმუშევართა შორის აღმოჩნდება ხოლმე. უფრო ბრძნულად უნდა მოიქცეს და სპეციალურ ოსტატობას მისდიოს, უმჯობესია ხელოვნების სფეროში, რათა მუდამ ჰქონდეს სამუშაო. ეს არის ერთადერთი გზა მათი ფინანსური და ესთეტიკური მოთხოვნების წონასწორობის მიღწევისათვის.

პლაეტა ვენერას ასტროლოგები „ნაკლებ იღბლიანად“ თვლიან, „უფრო იღბლიან“ იუპიტერთან შედარებით. სასწორმა პრაქტიკულობა უნდა გამოიმუშაოს, რათა მითი ზეციური მეურვის ნაწყალობევი ნაყოფი მოიმკას. დღევანდელ მკაცრ, კომერციულ სამყაროში სასწორს თავისი უპირატესობა აქვს. მისი ნიშანი განაგებს სფეროს სიყვარულისას, სილამაზისას და იდეალიზმისას.

 

 

შემოქმედება და კარიერა

 

სასწორის შვილები შემოქმედებითი ნატურები არიან. მათ ყველა პროფესიულ თუ არაპროფესიულ საქმიანობაში იგრძნობა სილამაზისაკენ სწრაფვა, დახვეწილი გემოვნება, პროპორციისა და ფერთა ჰარმონიის გრძნობა სხვა ნიშნით დაბადებულებთან შედარებით, ამ ადამიანებს უმაღლეს დონეზე აქვთ განვითარებული. ფერწერა, სკულპტურა, დიზაინი, ტანსაცმლის მოდელირება, კოსმეტიკა და საპარიკმახერო საქმე_ ეს არის ის სფერო რომელშიც თავს იჩენს მათი ნიჭი. მათ ახასიათებთ ისეთი პროფესიის არჩევა, რომელშიც მათ შეუძლიათ გამოიჩინონ პროპორციის შეუცდომელი შეგრძნება და ამ ნიშნით დაბადებულთათვის დამახასიათებელი შინაგანი სწრაფვა ჰარმონიისაკენ.

სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან მომხიბლავები, ენამახვილები, ამიტომ ისინი საზოგადოებაში ხშირად ხვდებიან ყურადღების ცენტრში.მაგრამ მათმა ენამახვილობამ სერიოზულ საქმეში შეიძლება დიდი დაბრკოლებები გამოიწვიოს. მათთვის მეტად ძნელია საზოგადოების მაღალ წრესთან ურთიერთობის სიამოვნებაზე უარის თქმა იმიტომ , რომ ამით ამდიდრებენ შემოქმედებით შთაგონებას. ისინი დიდ წარმატებას აღწევენ მაშინ, როდესაც მათ ზურგს უკან დგას ადამიანი, რომელიც მათ მაგივრად იღებს ყველა კარდინალურ გადაწყვეტილებას. ამ თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ თუ უნდათ მიაღწიონ წარმატებებს, უწინარეს ყოვლისა თავი დაანებონ სხვისი საქმეების კეთებას, თუნდაც ისინი ამაში თავიანთ ალტრუიზმს ავლენდნენ და მთელი თავისი ძალები მოახმარონ თავიანთი პროექტების განხორციელებას.

 

 

ფსიქოსექსუალური დახასიათება

 

სასწორის ნიშნიანები თავიანთ რჩეეულებს ექცევიან არა როგორც ადამიანებს, არამედ, როგორც ხელოვნების ნიმუშებს. მოფერება და ფიზიკური სიახლოვე თანდათანობით ნერვებს უშლის სასწორს. ეს სიყვარულის ღმერთები და ქალღმერთები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ლამაზნი, მომხიბლავნი და მომაჯადოებელინი იყვნენ, ხოლო როცა ბოლოს და ბოლოს პოულობენ, ვისაც ეძებდნენ, მათ აღტაცებული ვარდისფერი პერიოდი უდგებათ და მაშინ მართლაც შეიძლება ირწმუნო, რომ სასწორის ნიშნის ხალხი სიყვარულის პლანეტის -ვენერას მრევლია. მაგრამ ოცნება სხვაა, რეალობა-სხვა. სასწორი მალე იღლება სატრფოსთან ურთიერთობის ფიზიკური ასპექტით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სექსი არ აინტერესებთ. უბრალოდ, ისინი მეტისმეტად არიან გატაცებულნი სიყვარულის სულიერი მხარით და სიყვარულის ფიზიკური მხარე გულის სიღრმეში უხეშად და არაესთეტიურად მიაჩნიათ. რა თქმა უნდა ისინიც ადამიანები არიან და როცა ციდან დაეშვებიან, მათაც სჭირდებათ სექსი, მაგრამ მათმა პარტნიორებმა უნდა მოიცადონ, სანამ მათგან ნიშანს მიიღებენ

ამ ნიშნის ქალებს საძრახისად არ მიაჩნიათ მეძავის როლი, თუ მათ ბლომად ფულს სთავაზობენ და უქმნიან ჰარმონიულ გარემოს, რაც დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ეხმარებათ .ასეთი თავისუფლების მოყვარული ქალები სულიერად აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით კმაყოფილდებიან. ისინი შიშით ელოდებიან იმ მომენტს, როცა მათ შემნახველს სამაგიერო სამსახური უნდა გაუწიონ. რაც შეეხება სასწორის ნიშნის მამაკაცებს- მათი მამაკაცური გარეგნობა ჰომოსექსუალურ სურვილებს ნიღბავს. ეს ნიშანი ჰომოსექსუალისტების დიდ პროცენტს იძლევა.

 

უარყოფითი თვისებები

სასწორი ისე მონდომებულია სხვას აამოს, თანხმობის ატმოსფერო შექმნას, ისე შორს შეტოპავს ხოლმე ამ მიმართულებით, რომ ხშირად თავის ინდივიდუალობას ჰკარგავს. ამავე დროს, უნდა ეცადოს უფრო პრაქტიკული გახდეს, შემოქმედებითი იდეები განახორციელოს და მხოლოდ ოცნებებს არ დასჯერდეს. ცოლქმრობაში სექსუალური მხარის სიხარულით მიღებაც უნდა ისწავლოს.

არ გამოადგებათ უპასუხონ იმ ხალხის სიყვარულსა და მოთხოვნებს, რომლებიც მათი ღირსნი არ არიან, თუნდაც ჰარმონიულ პიროვნებებად მოეჩვენოთ ისინი, უნდა ერიდონ თავიანთი იდეალიზმის დანერგვას და თვიანთი იდეალიზმის შარიანობად გადაქცევას.

 

 

დადებითი თვისებები

სასწორი ძალიან სინდისიერი, გულწრფელი და ყურადღებიანი ნიშნია. მას ესთეტიკური ფასეულობის შეცნობის დიდი გრძნობა გააჩნია. ასევე, სასწორი მოქცევაში ძალიან გონიერია. სასწორის ნიშნიანებმა ერთგული, ხანგრძივი მეგობრობა იციან; მათგან გამოდიან შესანიშნავი პრფესიული მმართველები. სასწორის მეგობრობა გულიდან მოდის და არა ფიზიკური მოთხოვნილებებიდან. ამ ნიშნის ქალები კარგად ეწყობინა ქმრების მოთხოვნებს. ამ უნარის წყალობით, მართალია, დიდ გავლენას ვერ ახდენენ მამაკაცებზე, მაგრამ მათი გავლენა სასიამოვნოა და მიმზიდველი. ამ ნიშნის მამაკაცები, თუმც ოჯახში დოვლათის შემოტანით არ გამოირჩევიან, მაგრამ ჰარმონიისა და თანხმობის ატმოსფეროს კი ქმნიან და კარგი მამები არიან. სასწორი ნამდვილი რომანტიკოსია! სასწორი ნამდვილი პოეტია! უმთავრესი სიტყვა სასწორისთვის არის ჰარმონია!

 

 

შესაფერისი პარტნიორები

 

ვერძი – ეს კავშირი საკმაოდ ხშირია, მაგრამ არასახარბიელო. ერთი (სასწორი) მშვიდობის მოყვარეა, ხოლო მეორე კი (ვერძი) – დინამიური თვითგამოხატვის მქონეა. მაღალი გრძნობების ადამიანებს შორის ეს კავშირი დიდხანს გრძელდება, ხოლო საწინააღმდეგო შემთხვევაში კი სწრაფად ვლინდება ინტერესების შეუთავსებლობა. მაგრამ სასწორისათვის მაინც ყველაზე მისაღები კავშირია.

 

 

კურო – ეს კავშირი გაცილებით მყარია, როდესაც სასწორი ქალია, ხოლო კურო კი კაცი. სექსუალურ ურთიერთობებში მათ შეუძლიათ ერთმანეთისათვის შექმნან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება. ეს კავშირი იარსებებს, თუ კი იქნება მშვიდობა, სიწყნარე და სიმყუდროვე.

 

 

ტყუპები – ეს კავშირი უფრო წარუმატებულია, ვიდრე საწინააღმდეგო შემთხევევაში, როდესაც კაცი ტყუპებია, ხოლო ქალი კი – სასწორი. ამ კავშირს აერთიანებს ორი მონათესავე სული და მათი მეგობრობა - სიყვარული ერთ ნოტაზე გრძელდება დიდი ხნის მანძილზე. სექსუალურ ურთიერთობებში ისინი შესაფერისი წყვილია.

 

 

კირჩხიბი – ეს კავშირი ძალზედ რთულია დიდი შინაგანი უთანხმოებებით. სათუთ და მგრძნობიარე კირჩხიბს აღიზიანებს მკაცრად შემფასებელი და ძალზედ გაწონასწორებული სასწორი. მას კი არ მოსწონს კირჩხიბის უკმაყოფილება. მან ეს შეიძლება აშკარად არ გამოხატოს, მაგრამ არსებული ნაპრალი მაინც შეიმჩნევა. ამასთანავე პატიოსან სასწორს არ უყვარს მატყუარა კირჩხიბი.

 

 

ლომი – კავშირი უფრო წარუმატებულია, ვიდრე საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც კაცი - ლომია, ხოლო ქალი კი - სასწორი. სასწორები მიილტვიან ბრწყინვალებისაკენ, რაშიც ლომი თან ჰყვება. სექსუალურ ურთიერთბებშიც ურთიერთშეთავსებადია. მაშინაც კი, როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდება და სასიყვარულო კავშირი მათთვის საინტერესო აღარ იქნება, ურთიერთმეგობრობა წლების მანძილზე გაგრძელდება.

 

 

ქალწული – ეს კავშირი რთულია სასწორისთვის, თუმცა სახლში სიმყუდროვე, სილამაზე და სიმშვიდეა. მაგრამ ეს მხოლოდ ბრწყინვალებისა და რესპექტაბელურობის გამოხატვაა. ყოველივე ამის უკან იმალება სისტემატური წვრილმანი კამათი უწესრიგობის გამო, რომელსაც ქალწულის აზრით სასწორი ქმნის. ამის გამო ურთიერთობები მალე ირღვევა.

 

 

სასწორი – კავშირი ძალზედ რთულია. ეს არის ორი ერთნაირი და ურთიერთგაგების მქონე ნიშნების თანხვედრა. ისინი ერთმანეთს ისე ხედავენ, როგორ სარკეში და რასაც გასცემენ, იმას იღებენ. სასწორებს მუდამ ესაჭიროებათ საიმედო საყრდენი, რაც არ გააჩნიათ. სექსუალურ ურთიერთობაში კავშირი უიღბლოა, რადგან ორივე გულცივია ერთმანეთისადმი. გაყრის შემთხვევაშიც კი ნორმალურ მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ.

 

 

მორიელი – კავშირი საკმაოდ რთულია, დაუსრულებელი კონფლიქტებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო. და როდესაც ცოტა ხნით დამშვიდდებიან, ისინი თითქოსდა იკრებენ ძალას ხელახალი ჩხუბის დაწყებისათვის. სასწორები პირიქით, ცდილობენ საზოგადოებაში წარმოჩინდნენ მხიარულ და უზრუნველ პიროვნებებად. მაგრამ გულში აქვთ – სევდა, სიცარიელე და მოლოდინი ისეთი რამის, როგორსაც აღწერენ ზღაპრებში, პოემებში და რომანებში. თუმცა ასეთი კავშირისას სასწორები მსგავს ვერაფერს მიიღებენ. სექსუალურ ურთიერთობებში პარტნიორები უფრო შეეფერებიან, ვიდრე ქორწინების შემთხვევაში. ისინი ერთად ცხოვრობენ იმ მომენტამდე, სანამ ერთი ხელის მოსმით არ დაანგრევენ თავიანთ ქორწინებას.

 

 

მშვილდოსანი – კავშირი არ არის ცუდი, თუმცა შორს არის იდეალურისაგან. სექსუალურ ურთიერთობებში პარტნიორები კარგად ეთვისებიან. მათ შორის ხდება უჩვეულო ინტელექტუალური ურთიერთმიზიდვა და ამიტომ მათთვის საინტერესოა ერთად ყოფნა განსაკუთრებით, თუ მათ მსგავსი პროფესიები აქვთ. ამასთანავე, როგორც წესი, მშვილდოსანი არ არის ჩაკეტილი, თავისი აზრის თავზე მომხვევი და მეწვრილმანე. პირიქით – ის ადვილად შედის კონტაქტში და ყოველთვის კარგ ხასიათზეა. პარტნიორებმა შეიძლება იცხოვრონ დიდხანს, შესაძლებელია მთელი ცხოვრებაც კი. მათი კავშირები სავსებით საიმედოა.

 

 

თხის რქა – კავშირი რთულია, განსაკუთრებით სასწორისათვის. თხის რქას ყოველთვის აღიზიანებს სასწორის დაუსრულებელი მერყეობა. ის იწყებს თავისი წყენის გახსენებას. ამ პარტნიორებს ძალიან უჭირთ ერთმანეთის გაგება. ის, რაც ძვირფასია და ახლოა ერთთან, მეორესთვის მიუღებელია. ასევე ნაკლებად შეთავსებადნი არიან სექსუალურ ურთიერთობებში. მიუხედავად ყველაფრისა ისინი ცხოვრობენ ერთად, გვერდიგვერდ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთ ჭერ ქვეშ არსებობს "ორი მარტოსული".

 

მერწყული – ერთ-ერთი საუკეთესო კავშირია სასწორებისთვის. პარტნიორებს კარგად ესმით ერთმანეთის, აფასებენ თავისუფლებას, მეგობრობას და თანასწორუფლებიანობას. ასეთი ურთიერთობები იშვიათად ინგრევა. ასეთ კავშირებში მეფობს სიყვარული, მშვიდობა, ურთიერთგაგება და ასევე სექსუალური კმაყოფილება.

 

 

თევზები – ეს კავშირი შესაძლებელია, მაგრამ ცუდია. პარტნიორებს შორის არ არსებობს გულწრფელი სიყვარული. თევზები მიიღწვიან მაღალი იდეალებისაკენ და მათ აღიზიანებთ სასწორის მანერები და ბანალურობა. სასიყვარულო ურთიერთობებში ეს არის მხოლოდ ისეთი ეპიზოდი თითოეული პარტნიორის ცხოვრებაში, როდესაც ვერ იღებენ სიამოვნებას. თუმცა ამ ნიშნებს შორის მეგობრობა სავსებით მისაღებია, ისინი დიდხანს ინარჩუნებენ ურთიერთპატივისცემას.

 

 

სასწორო, ჩვენ ასტროლოგები გეკითხებით

რატომ არ შგიძლიათ ერთ ხანს მაინც იცხოვრო მხოლოდ შენი თავისთვის, რომ ასე ძლიერად არ იზრუნო მეგობრებზე და საყვარლებზე?

რატომაა, რომ, სანამ ვინმეს მიენდობოდე, სერიოზულ გამოცდებს აწყობ?

რატომ ყურს არ მიუგდებ ვნებას?

დაბოლოს, რატომ შეგქმნეს ვარსკვლავებმა ასე მომხიბლავი და თვალწარმტაცი?