EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მორიელი »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-22 13:10:24
მორიელი → მორიელი – საერთო დახასიათება (24.10-22.11)
24 ოქტმობერი - 21 ნოემბერი
ზოდიაქოს 8 ნიშანი
წყლის 2 ნიშანი
3 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტები – მარსი და პლუტონი.
ბედნიერი რიცხვი: 9 და ყველა, რაც ცხრაზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლოები: მორიელი და არწივი.
ასტროლოგიური ფერები: წითელი, ალისფერი, ჟოლოსფერი და ყველა ცეცხლოვანი ფერი.
ასტროლოგიური თვლები: ტოპაზი და მთვარის ბროლი.
ღრიანკალი განაგებს ჰოროსკოპის მე-8 სახლს.
ღრიანკლის (მორიელის) პიროვნება – ანტაგონისტურ ძალთა ცვალებადი შეთავსებაა. სული და ხორცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და ამიტომ ღრიანკალი ზოგჯერ ნამდვილ ავსულად გვეჩვენება, ზოგჯერ კი, მოულოდნელად, წმინდანად, დიახ ღვთაებადაც კი! ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი უხვად არის დაჯილდოებული ზეციურ მფარველთაგან. ეს ხალხი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი, იმდენად ძლიერით, რომ მათი აგრესიულობა ბევრ მტერს უჩენს წარმატებისაკენ მიმავალ გზას. ღრიანკალი კი წარმატებისათვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. თუმცა ყველა ღრიანკალი წარმატებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს ამას. ამიტონ რომ, სანამ გამარჯვების დაფნას დაიდგამდეს, სანამ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევდეს, ღრიანკალმა საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.
ღრიანკალი ძალიან ემოციურია. მას ესაჭიროება სიყვარული, მას სწყურია იგი, იბძვის მისთვის, მოითხოვს მას. ერთი სიტყვით, სიყვარული მისი სასიცოცხლო საწვავია. ასტროლოგები ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ღრიანკალი ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამით აიხსნება, ასე თავგანწირვით რატომ ეძებენ ისნი სიყვარულს, რათა თავიანთ ვნებების კონტროლის საშუალებად გამოიყენონ.
ღრიანკალი ყველა სექსუალურ საქმეში მეფეა. იგი იოლად უდგება სექსს და ჩვეულებრივ, ადრეული ასაკიდანვე იწყებს მას. ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი სექსულურად მიმზიდველია, თუნდაც ლამაზი არ იყოს. ყველა გრძნობს სწრაფვას მისკენ, ყველას უნდა მას მიეალერსოს, მის სიახლოვეს იყოს, იმიტომ რომ ღრიანკალი თავის ირგვლივ მიმზიდველობის ველს ქმნის, რომელიც მათი ვნებიანი ბუნებიდან ვრცელდება.
ღრიანკალის ორი ტიპი არსებობს: ერთი დაბალი, განუვითარებელი ტიპი, მისი სიმბოლო მორიელია; და განვითარებული, დასრულებული, სულიერი ტიპი, რომლის სიმბოლო ფრთაგაშლილი არწივია. ძნელად იპოვით საშუალოს ამ ორი უკიდურესობას შორის. ისინი ამ ქვეყნად თითქმის ყველაფრის ანალიზისა და ყოველი საქმის არსის წვდომის ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი.
რადგანაც ღრიანკალი პირველია ოთხ მუდმივ ნიშანთაგან, იგი ყოველ საქმეში ჯიუტად ცდილობს მის საბოლოოდ გაგებას და შეთვისებას. სინამდვილეში ესაა ღრიანკალის ხასიათის ერთ–ერთი თვისება – ბრძოლა ბოლომდე, შედეგების მიუხედავად. იგი შემდეგომშიც ბოლომდე უნდა გაჰყვეს ამ გზას – ყველა დაწყებული საქმე დაამთავროს.
მარსით მართული სხვა ნიშნისაგან – ვერძსაგან – განსხვავებით, რომლის სიმბოლური გამომხატველი ახალგაზრდა, გამოუცდელი ჯარისკაცია, ღრიანკალის მარსი ხანშიშესული, ბრძენი გენერალია, რომელიც ბრძოლაშ თავისი სურვეილით კი არ ერთვება, არამედ მოვალოების გამო. და რა თქმა უნდა ღიანკალი თავის ცხოვრებას შინაგან „მესთან და გარე სამყაროსთან ბრძოლაში მიიჩნევს, რადგანაც ძალიან ხშირად მას ვერვაინ უგებს. ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ღრიანკალს არ ეხერხება თავის გამოხატვა. იგი სიყვაძვირია, თავნება, გარდა ამისა, ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა უყვარს. მას თავის მიზნების მიღწევა უნდა ისე, რომ სხვას არაფერი გაანდოს, რადგანაც არავინ იცის ვინ როგორ გაიგებს მის განზრახვას.
ახალგაზრდა ღრიანკალი ბევრ შდცომას უშვებს, რადგანაც აგრესულიობა საშუალებას არ აძლევს დაფიქრედე და გულის სიღრმეში ჩაიხედოს. საერთო წესად იქცა ის, რომ ღრიანკალი იშვიათად აღწევს თავის პირველ დიდ წარმატებას ცხოვრებაში ( მატერიალურს ან სულიერს) 29,5 წლამდე, რაც სატურნის პირველ ციკლს ემთხვევა. ამის შემდეგ ცხოვრება ხელგაშლილია ღრიანკალის მიმართ და ყველა სიკეთეს ანიჭებს, რასაც ახალგაზდობაში ვერ ეღირსა.
შემოქმედება და კარიერა
მორიელებს აქვთ სუპერმენის ენერგია და მოქმედება, მაგრამ ამასთან ერთად მათი დაუმორჩილებელი ენერგია და ცეცხლოვანი ტემპერამენტი ხშირად მიმართულია განადგურებისკენ და არა შექმნისაკენ. ნებისმიერ სხვა თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანთაგან განსხვავებით, მორიელები სწრაფად და გულისყურით შრომობენ, მაგრამ მათთვის დამახასიათებელია ერთხელ დაწყებული საქმის ჩაშლა მოსალოდნელი შედეგების მიუღებლობის გამო. მორიელებს მათი ქცევისა და მოქმედების სიმართლეში თვითდარწმუნების მიუხედავად არცთუ იშვიათად სტანჯავთ ეჭვი და უნდობლობა საკუთარი შრომის ღირებულებისა და სრულფასოვნებისა. ისინი ეძებენ თავიანთი წამოწყებების მხარდაჭერას და როგორც კი პოულობენ, მთელს შემდგომ საქმიანობას მის დასანგრევად წარმართავენ.
მორიელთაგან ბევრია გატაცებული ხელოვნების ავანგარდისტული ფორმებით. ზოგიერთი მათგანი თავის მონაცემებს სამხედრო და პოლიტიკური კარიერისთვის იყენებს. მორიელებს შორის გვხვდებიან ნიჭიერი ექიმები, ფსიქიატრები და ქირურგები. გულჩახვეულობა და უნარი_ ადვილად და შეუცდომლად გამოიცნოს ადამიანის ქცევის მოტივები, მორიელს ხდის შესანიშნავ საიდუმლო აგენტად. მაგრამ სადაზვერვო და ჯაშუშური საქმიანობის დროსაც კი ისინი ხშირად მოქმედებენ თავიანთი შეხედულებებისა და იდეების თანახმად, ცხოვრებისეული პრინციპების ბოლომდე შენარჩუნებით. ჩვენს დროში მორიელები ხშირად წარმოგვიდგებიან ყველაზე მოულოდნელი და ურთიერთსაწინააღმდეგო იდეების ავტორებად.
ფსიქოსექსუალური დახასიათება
მორიელი (ღრიანკალი) სექსის განსახიერებაა, მათ ნიშანს სქესობრივი ორგანოები განაგებს . მარსის აგრესიული ბუნების გამო ამ ნიშნის კაცებიც და ქალებიც უზარმაზარი სექსუალური მადისანი არიან აქ არავითარი მორალური შეზღუდვა არ არსებობს, რადგანაც ღრიანკალს სექსი ადამიანურ ურთიერთობათა დამოუკიდებელ სფეროდ მიაჩნია და, ამას გარდა, სექსი მათი ძალების აღდგენის საშუალებაა.
ზოგჯერ ღრიანკალი წარმოადგენს ფენიქსს, ზღაპრული სილამაზის მითიურ ფრინველს, რომელიც მრავალი ათასი წელი ცხოვრობდა არაბეთის უდაბნოში. ლეგენდის მიხედვით, მან ცეცხლში დაიწვა თავი, შემდეგ ფერფლიდან აღდგა, მრავალი წელი ისე იცოცხლა და ყველაფერი თავიდან გაიმეორა. აი ეს არის ღრიანკალის საიდუმლო სექსუალური ციკლი _იგი თავს იბუგავს აქტიური სექსუალური ცხოვრებით, რაც ყველა სხვა ნიშანს დაასუსტებდა; მრავალრიცხოვანი ცდების შემდეგ კვლავ ახალგაზრდა და ახალი იმედებით აღსავსეა. შემდგომ ისინი ახალ ციკლს გადიან და კვლავ სურვილის ცეცხლი ეკიდებათ. მთელს ზოდიაქოში ღრიანკალი საყვარლად ყველაზე მეტად ფასობს. მას აქვს სათანადო გამოცდილება, რომელიც მარტო საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად კი არ გამოდგება, არამედ პარტნიორის საამებლადაც.
უარყოფითი თვისებები
ღრიანკალი (მორიელი) ძალ–ღონეს არ ზოგავს წარმატების მისაღწევად, რაც ფიზიკურად და მორალურად ფიტავს მას. მაშინ თავის ბოღმას მეუღლეებზე გადმოანთხევს ხოლმე, თუმც ზოგიერთი ჭკვიანი ღრიანკალი ისეთ მეუღლეს ირჩევს, რომელიც ამ უკიდურესობათაგან თავის დაღწევაში დაეხმარება.
უკიდურესი ეჭვიანობა და მესაკუთრული სული ასევე მისი უარყოფითი თვისებაა. ეს განსაკუთრებით ღრიანკალ – ქალს ეხება.
ისინი გამომძიებლებს გვანან რათა იცოდნენ თავიანთი ქმრების ადგილსამყოფელი ნებისმიერ დროს. ღრიანკალი წლობით ინახავს გულში წყენას, ეს მათი ხასიათის უღირსი თვისებაა. უკვე ითქვა, რომ ყოველთვის როდი არიან კარგი მეგობრები, მათ მტრობაც ადვილად შეუძლიათ. ღრიანკალი ძალიან შურისმაძიებელი და გულღრძოა, განსაკუთრებით შეურაცხყოფის შემდეგ.
დადებითი თვისებები
ამ ნიშნის ხალხი სულიერად ყველთვის ერთგულია, თუნდაც არაცოლქმრულ სქესობრივ ურთიერთობას ეწეოდეს. ეს რჩეულ მეგობრობაზეც ვრცელდება, რომელთა რიცხვი დიდი როდია, მაგრამ მათგანაც სამაგიეროდ ასეთივე ერთულებას მოითხოვს. თავის სახლში ღრიანკალი „დამცველ ატმოსფეროს“ ქმნის, თითქოს მარსის გენერლები მთელი ქვეყნიერებისაგან იცავენ ციხე–სიმაგრეს. ღრიანკალი ოჯახში შემომტანია, საქმეში მეტად ჭკვიანი. ამ ნიშნის ქალები ხშირად ხელმძღვანელ პოსტებს იჭრენ. ღრიანკალი საუკეთესო მშბელია, თუმც რამდენადმე მკაცრი და მომთხოვნი. ღრიანკალი დაუღალავად იშრომებს თავის კოლეგებთან ერთად ნებისმიერ სამუშაოზე, იგი საერთოდ, ძალიან პუნქტუალურია.
შესაფერისი პარტნიორები
ვერძი – თხის რქას უჭირს მორიელის ყურადღებისა და დამანგრეველი მოქმედებისაგან თავის დაღწევა. თხის რქას პირველი დანახვისთანავე უჩნდება მისდამი გრძნობები. ის მისთვის საკმაოდ მიმზიდველია. მორიელი თვითონაც ამჟღავნებს დიდ სიყვარულს და იწყებს ისეთ მოქმედებებს, რომ თხის რქა, როგორც კურდღელი მის მკლავებში აღმოჩნდება. მორიელი მთლიანად ფლობს მის გრძნობებს, თითქოს ძალიან უყვარს, მაგრამ ამ დროს თხის რქა განიცდის ნერვიულ აშლილობას. ეს კავშირი ორივესათვის საკმაოდ რთულია. მათთვის უკეთესი იქნებოდა ჰქონოდათ არა ცოლ-ქმრული, არამედ სასიყვარულო ურთიერთობები.
კურო – ეს კავშირი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე პირიქით, როდესაც კაცი – კუროა, ხოლო ქალი კი – მორიელი. მიუხედავად ასეთი რთული ქორწინებისა (მორიელი კუროს მუდამ ეჭვის თვალით უყურებს), პარტნიორები განიცდიან უდიდეს ფიზიკურ სიახლოვეს. ამას მივყევართ მხოლოდ არსებული კავშირის განმტკიცებისაკენ. მაგრამ მორიელისათვის მაინც მნიშვნელოვანია მისი მეორე ნახევრის მატერიალური მხარე, კეთილმოწყობილი ბინა და მისი პასუხისმგებლობა. კურო, შეიძლება არ იყოს სამაგალითო მეუღლე, მაგრამ ის იდეალური დედაა. მისი შვილები ყოველთვის კარგად მოვლილნი, მხიარულნი და კარგად აღზრდილები არიან.
ტყუპები – ძალზედ დაძაბული სასიყვარულო კავშირი და უფრო მეტად დაძაბული ქორწინებაა. ქორწინების დასაწყისში მათი ცხოვრება შეიძლება იყოს სასიამოვნო, მაგრამ მორიელი სწრაფად გამოაჩენს თავის აგრესიას და ტყუპები მწარედ დაგვიანებით მიხვდება იმას, თუ ვის ხელში ჩავარდა. მათ ოჯახში გამეფებულია ნგრევა და უწესრიგობა. მიუხედავად მორიელის მძაფრი გრძნობებისა, ტყუპები შეიძლება გახდეს ფრიგიდული და ან მთლიანად დაკარგოს თავისი სექსუალობა, ან მას საერთოდ არ სჭირდება ასეთი პარტნიორი.
კირჩხიბი – ეს ისეთი კავშირია, როდესაც სექსუალური ურთიერთობები თითქმის იდეალურია. ეგოისტმა მორიელმა მუდამ იცის თუ როგორ გამოიყენოს კირხიბის სუსტი წერტილები, ამიტომაც აქვს მას მორიელისადმი შიში. ასეთ ქორწინებაში პარტნიორები მუდამ დაძაბული არიან.
ლომი – პარტნიორებს შორის სექსუალური ურთიერთობები თითქმის იდეალური, ხანგრძლივი და მყარია. ლომს ახასიათებს ფეთქებადობა, მაგრამ მალე ნელდება და გარდაიქმენა "კატად", რითაც მორიელი ხშირად სარგებლობს. მაგრამ ლომს როგორც კი საშუალება მიეცემა სხვასთან წასვლისა (მაგ., მშვილდოსანთან), ის ამ შანს აუცილებლად გამოიყენებს.
ქალწული – კავშირი კარგია. ქალწული – შესანიშნავი დიასახლისი და დედაა, ძალიან ამტანია, თავის თავზე იღებს ყველა საქმეს. მორიელს მშვენიერი ცხოვრება აქვს, ანუ როგორც ამბობენ "ყავას ლოგინში ართმევენ". ის ამით ძალიან კმაყოფილია. თუ კი მას აღმოაჩნდება სადისტური მოვლენები, მაშინ ის ნელ-ნელა იწყებს ქალწულის ტანჯვას და მის ნერვებზე თამაშს. მას მოსწონს ისეთი რამ უთხრას ქალწულს, რომ მისი თვალები ტირილისგან დიდხანს იქნება წითელი, მაგრამ ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ საბოლოოდ ეს კავშირი წარმატებულია და მყარი.
სასწორი – მორიელი ძალიან ეჩვევა სასწორს, მაგრამ სექსუალურ ურთიერთობებში მათ შორის საერთო ნაკლებია და ქორწინება ორივესათვის თანდათან აუტანელი ხდება. სასწორს მალევე ბეზრდება პარტნიორის "შავი იუმორი" და თვითგამანადგურებელი ბუნება. მორიელი სახლში ვერ მიიღებს სასურველ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს.
მორიელი – ეს კავშირი კარგი იქნება, თუ კი ორივე იქნება განსხვავებული ტიპის (წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სისტემატურად ჩხუბობენ). საერთო ჯამში ისინი ერთმანეთს არ <<შეჭამენ>>, მაგრამ იცხოვრებენ "ნორმალურ" დაძაბულ ვითარებაში. როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს, რაც უფრო მეტად აქვთ გვერდზე სასიყვარულო ურთერთობები, მით უფრო მყარია მათი ქორწინება.
მშვილდოსანი – ეს არის ისეთი კავშირი, როდესაც ორი სხვადასხვა ადამიანი ერთმანეთს ავსებს. მშვილდოსანი – ამაზონკაა, მონადირე, მორიელი კი იზიდავს უდიდეს ნეგატიურ ენერგიას. ხანდახან ხდება ისეც, რომ მათ ურთიერთობებში განხეთქილებაა, რომლის შემდეგადაც მშვილდოსანი იღწვის გაიქცეს რაც შეიძლება შორს, ის კი ამ დროს სასიყვარულო ურთიერთობებს აბამს სხვასთან.
თხის რქა– მორიელისათვის ძალზედ ოპტიმალური კავშირია. ეს არის ორი მდგრადი ფსიქიკისა და კარგად მოაზროვნე პარტნიორების ქორწინება, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთდათმობებზეა დაფუძვნებული. მოწიფულ ასაკში დაღლილი, იმედგაცრუებული და ყველაფერზე გააზრებული მორიელი მხოლოდ თხის რქასთან მშვიდდება. მან ყველა თავისი უარყოფითი პოტენციალი ცხოვრების პირველ ნახევაში დატოვა. ის უკვე მიხვდა, რომ მისი პარტნიორისადმი დამიზნებული "შავი ისრები", მას უკანვე ბუმერანგივით უბრუნდება. ის ფრთხილობს. ამასთანავე თხის რქა კარგი დიასახლისია, ამიტომაც როდესაც სახლში ნამცხვრის სურნელება ტრიალებს და ან კიდევ, როდესაც მორიელი იცვამს ახალ გარეცხილ და გაუთოებულ პერანგს, მის კმაყოფილებას საზღვარი არა აქვს და აღარ უნდა წარსულის დაბრუნება. თხის რქასთან ქორწინებაში ის სიმშვიდესა და სიმყუდროვეს ჰპოვებს.
მერწყული – ასეთი კავშირი საკმაოდ ხშირად გვხვდება. თუმცა მორიელი რთული და ნაკლებიღბლიანია. ერთი შეხედვითაც კი ეს ურთიერთობა უაზრობაა და მათი მეგობრები ქორწინებამდე ყველანაირად ცდილობენ, რომ ამაში დაარწმუნონ. თავდაპირველად მათ ერთმანეთისადმი ლტოლვა აქვთ, დაქორწინების შემდეგ კი თავის იჩენს წვრილ-წვრილი პრობლემები. ამ ჩხუბის უკან დგას აბსოლუტურად მოულოდნელი შერიგება, რომელიც სისტემატური ხასიათისაა. ასეთი ცხოვრებისაგან ორივე იღლება. განსაკუთრებით კი მერწყული, რომელიც დიდხანს ითმენს. ქორწინება მორიელის გამო ინგრევა.
თევზები – მორიელისათვის ეს კავშირი კარგია ყველანაირ ურთიერთობებში, ამიტომაც ცდილობს თევზის მოპოვებას. მათი სექსუალური ურთიერთობები სამუდამოა. მაგრამ ეს კავშირი საკმაოდ საშიშია თევზებისათვის, რადგან მორიელი, როგორც ვამპირი თანდათანობით აცლის სასიცოცხლო ძალებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კავშირი მაინც კარგია ორივე პარტნიორისათვის. თევზები იქნება შესანიშნავი დედა, მცოდნე და მოქნილი დიასახლისი. მორიელს ახასიათებს ოჯახის პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ურთიერთობებს თან სდევს წვრილმანი პრობლემები, მათ სახლში სიმყუდროვე და დადებითი ატმოსფეროა.