EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მშვილდოსანი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 13:12:05

მშვილდოსანი → მშვილდოსანი – საერთო დახასიათება (23.11-21.12)

 

22 ნოემბერი – 21 დეკემბერი

ზოდიაქოს 9 ნიშანი.

ცეცლის 3 ნიშანი.

3 ცვალებადი ნიშანი.

მმართველი პლანეტა – იუპიტერი.

მედნიერი რიცხვები : 3 და ყველა რიცხვი, რაც 3-ზე იყოფა.

ასტროლოგიური სიმბოლო: კენტავრი, მოისარი – მითოლოგიური არსება, რომელსაც თავი, ხელები და სხეულის ზედა ნაწილი კაცისა აქვს, მკერდს ქვემოთ კი – ცხენისა.

ასტროლოგიური ფერები: ლურჯი, მწვანე, იისფერი, მეწამული.

ასტროლოგიური თვლები: ამეთვისტო, საფირონი, ზურმუხტი და აქატი.

მშვილდოსანი განაგებს ჰოროსკოპის მე-9 სახლს.

 

 

 

 

იუპიტერს ასტროლოგები წარმატების პლანეტას ეძახიან. მას შეუძლია თავის შვილებს წარმატება, სახელი და დიდება და კეთილდღეობა უწყალობოს. იქნებ მეტის მეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ძლევამოსილ პლანეტას ყველივე ეს ძალუძს. იუპიტერი დასაწყისში მკაცრ გამოცდას უწყობს მშვილდოსანს, აიძულებს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიაროს იმ იდეალიზმის საპოვნელად, რომელიც, სინამდვილეში, მასშია. მაგრამ მშვილდოსანს უჭირს იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მისი შნაგანი სიმშვიდე სამყაროს მისეულ აღქმაზეა დამოკიდებული.

მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ“ თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ფარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ.

იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცხოვრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს. მშვილდოსანს ყოველივე უცხოური ხიბლავს და ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც წავა საზღვარგარეთ და უცხოელებს დაუახლოვდება.

მშვილდოსნებს სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული. როგორც მათი სიმბოლო – მოისარი კენტავრი. მშვილდოსნები პირდაპირნი არიან მანერებითა და ლაპარაკით. მათი ნათქვამი ნატყორცნი ისარივით ხვდება მიზანს. თავიანთ აზრს ისე ამბობენ, სხვისას არად აგდებენ. ისინი გამჭრიახი დამკვირვებლები არიან და თავს ვერასდროს იკავებენ, რომ თავიანთ საყვარლებს შენიშვნა არ მისცენ. ეს შენიშვნები ხშირად სასარგებლოა და არა მარტო კრიტიკული. მაგრამ შვილდოსანმა უნდა იცოდეს, რომ ყველა მასავით ობიექტური არ არის, რომ მისი კეთილი განზრახვა ხშირად არასწორად გაიგება.

მშვილდოსანი თავისი გრძნობებითა და განზრახვით ძალიან რომანტიკული და ვნებიანი, სინდისიერი და პირდაპირია, მაგრამ ხშირად ზედაპირულად, ზოგჯერ კი პირმოთნეობად უთვლიან. მშვილდოსანს არ უნდა ეწყინოს, თუ მის მიმართ უყურადღებობას ან აგდებულ დამოკიდებულებას გამოიჩენენ. გულში წყენა არ უნდა ჩაიყოლოს ხალხის წინააღმდეგ – ხალხი ხომ მისი სიხარულის ერთადერთი წყაროა. ხვალინდელი დღის რწმენა უნდა ისწავლოს.

რატომაც არა! იუპიტერი ხომ მათი მძლავრი მეურვეა.

გულღიაობის მიუხედავად, მშვილდოსანი ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს მისი იდეალისტურობის შედეგია. მას სიყვარული და მეგობრობა მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც დიდხანს სწამს.

კვლავ და კვლავ ენდობა ხალხს და ეს არის მისი წარმატების დიადი საიდუმლოება – მათი შეურყეველი რწმენა, რომელიც ჩვეულებრივ უხვი ჯილდოთი ანაზღაურდება.

მშვილდოსანი – ასტროლოგიური ნიშანია, რომელიც უდიდეს მეოცნებეებს წარმოშობს, თანამედროვე გულცივ სინამდვილეს რომ ვერ უწყობენ ფეხს.

 

შემოქმედება და კარიერა

 

მშვილდოსნის შვილები გამოირჩევიან ფილოსოფიური აზროვნებით. აქვთ მიდრეკილება მიეცნენ ოცენბებსა და ზმანებებს. სინამდვილისგან მოწყვეტილი და სამყაროს აბსტრაქტული იდეებით შეპყრობილი მშვილდოსნები კარგავენ მათთვის ბუნებით ბოძებულ ტემპერამენტს, ვარდებიან აპათიაში და უნელდებათ პრაქტიკული შემოქმედებითი შრომის უნარი.

მშვილდოსნებისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი როდია ისწავლონ საკუთარი ინერტულობის დაძლევა: ამ წინააღმდეგობის გადალახვით ისინი აღწევენ მწვერვალს -ფილოსოფიურ აზროვნებაში, მუსიკაში, პოეზიასა და საბალეტო ხელოვნებაში.

შემოქმედებით საქმიანობაში მშვილდოსნები ხშირად ვერ ახერხებენ გაექცნენ გარკვეულ მიმბაძველობას. ისინი ადვილად ხვდებიან ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ და ამის გამო მათ ნამოღვაწარში აშკარად შეინიშნება ორიგინალობისა და დამოუკიდებლობის უქონლობა.

შემოქმდებითი მუშაობის დროს მშვილდოსნებმა არ უნდა დაკარგონ რეალურობის შეგრძნება. შეგნება იმისა, როომ მათ შემოქმედებას კონკრეტული მიმართულება და მიზანი გააჩნია და რომ შრომა უნდა დასრულდეს მკაცრად განსაზღვრულ ვადაში.

 

ფსიქოსექსუალური დახასიათება

 

რახან მშვილდოსანი ორმაგი ნიშანია, ამ ნიშნის ხალხი ორი ტიპისა არსებობს: ერთგული, იდეალისტური, რომანტიკული ტიპი, რომელიც ძნელად უხვევს სათნოების პირდაპირი და ვიწრო ბილიკიდან და სრულებით საპირისპირო ტიპი, რომელიც სრულყოფილების ძებნაში ერთი საყვარლიდან მეორეს აწყდება და გზაში ავიწყდება კიდეც, რის საძებრად გამოვიდა და ბოლოს რა უნდა იპოვოს.

უარყოფითი თვისებები

მშვილდოსნები დიდხანს ცაში ფრენას არიან მიჩვეულნი. ურჩევნიათ, უფრო პრაქტიკულნი გახდნენ და დედამიწაზე ჩამოვიდნენ.

გულწრფელობისა და უხეშობის ერთმანეთისაგან გარჩევაც უნდა ისწავლონ. ზედმეტად ოპტიმისტებიც არიან, ყველაფერს თვითდინებაზე უშვებენ, სანახევროდ გაკეთებულ საქმეებს ტოვებენ და იმედი აქვთ, ყველაფერი თავისით გაკეთდება.

შინაგანად სტაბილურნი არიან, მაგრამ უნდა შეიგნონ, რომ ყველა როდი იწონებს მათ სურვილს – მუდმივად იხეტიალონ.

 

დადებითი თვისებები

ამ ნიშნის ხალხი ნამდვილი მეგობრები არიან, ერთგული, სანდო. მშვილდოსანი ისეთი ადამიანია, რომელთაგანაც გულწრფელად შეგიძლია ისაუბრო, თანაც არა მარტო ყოფით საკითხებზე, უფრო მაღალ საგნებზეც: ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, მეცნიერებაზე, პოლიტიკაზე. მშვილდოსანს პროფესიების ფართო არჩევანი აქვს, მაგრამ ურჩევნია ისეთი პროფესია არიჩიოს, რომელიც მუდმივ მოძრაობშ ამყოფებს მას – აქ შეიძლება რაიმეს მოაღწიოს. მშვილდოსანი მეგობრულად ექცევა ხალხს. იგი ძალიან კეთილიშობილია ( როცა მისი მოქმედება დადებითად არის მოტივირებული). იგი, ასევე, ძალიან რომანტიკულია. მშვილდოსნები შესანიშნავი მშობლები არიან და კარგად ინახავენ ოჯახს (მატერიალურად).

 

შესაფერისი პარტნიორები

 

ვერძი – კავშირი მყარია. პარტნიორებს შორის შესაძლებელია შესანიშნავი მეგობრობა, რომელიც ხშირად სიყვარულში გადაიზრდება მათი სექსუალური მიმზიდველობის გამო. და თუ კი ეს მოხდა, მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება და თან არ სდევს ურთიერთდაღლა. სიყვარული დღითიდღე განმტკიცდება.

 

 

კურო – იშვიათი კავშირია. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯიუტმა კურომ მოითმინოს უხეში და უცერემონიო მშვილდოსანი. ამასთანავე მშვილდოსანის სურვილმა გვერდზე გააჩაღოს სექსუალური ურთიერთობები, შეიძლება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან ის ისეთი უცერემონიოა, რომ არც მალავს თავის საქციელს. მომთმენი კურო ერთხელაც აფეთქდება და ხაზს გადაუსვამს მათ ურთიერთობებს. ასე რომ, მოწიფულ ასაკში მშვილდოსანს ძალუძს კუროს თავბრუ დაახვიოს მანამდე, სანამ ის მშვენიერია, თვალისმომჭრელია, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თუ კი მშვილდოსანი შეცვლის თავისი ცხოვრების წესს, მაშინ კუროსთან ურთიერთობები შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში – გაყრა გარდუვალია.

 

 

ტყუპები – რომანტიკული თანაცხოვრება, რომელშიც ისინი იდეალურები არიან. მშვილდოსანისათვის ტყუპები სასურველი და საინტერესონი არიან, ხოლო ტყუპებს ისინი კი სერიოზულ და დადებითი ბუნების პარტნიორად წარმოუდგენია. მშვილდოსანს ცოცხალი, მოძრავი, ცოტა გონებასუსტი და მოლაპარაკე ტყუპები სჭირდება. სექსუალურ ურთიერთობებში ისინი არასდროს მოიწყენენ და არასდროს დაიღლებიან ერთმანეთით.

კირჩხიბი – ეს კავშირი წარმატებული იქნებოდა საწინააღმდეგო შემთხვევაში, როცა კაცი – კუროა, ხოლო ქალი კი – მშვილდოსანი. კირჩხიბს იზიდავს მშვილდოსანის ხასიათის სირბილე და განებივრებული ბუნება. თუმცა მას გვერდით მაინც ეყოლება როგორც საყვარლები, ასევე თვით მშვილდოსანიც. მშვილდოსანიც ეცდება მის მოტყუებას. ასეთი ურთიერთმოტყუებით მათ დიდი ხნის მანძილზე ექნებათ ოჯახი, თუმცა ბოლოს მაინც დაინგრევა, თუ კი ამ ურთიერთობებს არ გაამყარებენ საერთო ინტერესებით, მერკანტილური კავშირებითა და საქმიანი ურთიერთობებით.

 

 

ლომი – პარტნიორების ფსიქოლოგიური ურთიერთშეთავსებადი კავშირია. მაგრამ ხშირად ისინი ბედნიერნი სასიყვარულო ურთიერთობებისას არიან, ვიდრე ქორწინებაში. მშვილდოსანი და ლომი ემოციურად ძალიან გვანან ერთმანეთს და მათთვის ადვილია ერთად ყოფნა. ქორწინებაში პატივს სცემენ ერთმანეთს.

 

 

ქალწული – ნაკლებიღბლიანი კავშირია მშვილდოსანისათვის. ქალწულს სურს, რომ "ქმარმა თავისი ადგილი იცოდეს". მშვილდოსანისთვის სახლი არ არის ისეთი ნიშვნელოვანი, როგორც ქალწულისთვის. სახლი მისთვის, უფრო სასტუმროა, სადაც უნდა შეირბინოს, დაიბანოს, ტანსაცმელი გამოიცვალოს და რაიმე შეჭამოს. ასეთი ცხოვრების სტილი ძალზედ აღიზიანებს ქალწულს. სიმართლე მშვილდოსანს ხანდახან უღვივებს ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, მას სინდისი ქენჯნის, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ქალწულს ის თვლის თავის საკუთრებად, როგორც ამბობენ "ჩემი მანქანა, ჩემი ცოლი", რადგან თვლის, რომ როგორც არ უნდა მოექცეს მას, ის არსად გაექცევა. სექსუალურ ურთიერთობებში ვერ ეწყობიან, მათ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი.

 

 

სასწორი – ეს კავშირი კარგია მშვილდოსანისათვის, რადგან სრულდება მისი ოცნება, რომ გვერდზე ჰყავდეს ჰარმონიული ქალი. ამასთანავე მოუსვენარი და ენერგიული მშვილდოსანისათვის ასეთი ურთიერთობები გარკვეულწილად მოსაწყენია. თუმცა ამ წყვილს შეუძლიათ ურთერთდათმობა და მათი ქორწინება გამოირჩევა ჰარმონიულობით, გაწონასწორებულობით, აქ ადგილი აქვს ისტერიკებსა და გრძნობების აფეთქებას.

 

 

მორიელი – ისეთი კავშირია, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს, ან პარტნიორებს არ ძალუძს საერთო ენის გამოძებნა და ისინი იმედგაცრუებული რჩებიან ერთმანეთით, ამიტომაც ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ამაყი მორიელი არასდროს არ დგამს პირველ ნაბიჯს. მშვიდობიანი წყვილი, როგორებიც დასაწყისში იყვნენ მალე მტრად გადაიქცევიან. და რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია, მორიელი დედის როლში, როგორც წესი მამის წინააღმდეგ განაწყობს. მაგრამ მშვილდოსანს არ ახასიათებს გამძაფრებული მამობრივი ინსტიქტები, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ქალია. თუ კი მორიელს ის შუყვარდება, მაშინ ბავშვები მათი ურთიერთობების განმტკიცებას უწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავისი ოჯახისადმი ინტერეს კარგავს. მორიელს თავისივე ბოროტება უკან უბრუნდება.

 

 

მშვილდოსანი – კარგი კავშირია მონადირე ბუნების მქონე პარტნიორებისათვის. ეს ქორწინება შესაძლებელია მოხდეს გააზრებულად და ხშირად ანგარიშით. მათ შორის სიყვარული ჭარბად არის, მაგრამ აქვთ ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება. გვერდზე გაჩაღებულ ცოლქმრის სასიყვარულო ურთიერთობებსაც ისე მტკივნეულად არ განიცდიან. ცოლი არ დაიწყებს ეჭვიანობის სცენების მოწყობას, რადგან ეს მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის დიდ ყურადღებას მატერიალურ მხარეს აქცევს. თუ კი მეუღლე შესძლებს ამ საკითხის მოგვარებას, მაშინ მათი ქორწინება დიდხანს გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე პარტნიორი სასურველი კანდიდატურის შეხვედრისას მზად არიან უკანმოუხედავად გადადგან ეს გაბედული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, თუ ვისთან გაატარეს ცხოვრების უმეტესი ნაწილი.

 

 

თხის რქა – პარტნიორებს შორის შესაძლებელია იყოს დიდი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად ღალატობენ ერთმანეთს. ერთობლივ თანაცხოვრებაში მშვილდოსანი ან თმობს პოზიციებს (აგებს თამაშს), ან კიდევ თხის რქა პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე არ ანგრევს ოჯახს.

 

 

მერწყული – პერსპექტიული და დიდებული კავშირია. პარტნიორები ძალიან გვანან ემოციურობით. სექსუალური ურთიერთობები წარუმატებელია. მერწყულს არ სჭირდება ასეთი აქტიური პარტნიორი. მშვილდოსანს ახასიათებს მოჩვენებითობა, შინაგანი შთაბეჭდილების დასაფარად.

 

 

თევზები – ეს კავშირი ნაკლებიღბლიანია და იშვიათი. დასაწყისში თევზებს მშვილდოსანი წარმოუდგენია ყველაზე საუკეთესოდ, საუცხოოდ და მხოლოდ დროთა განმავლობაში გააკვირვებს მშვილდოსანის ძალაუფლება. ენერგიულ და უხეშ მშვილდოსანს არ ძალუძს ჩაწვდეს თევზების აზრებს. პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ხშირად ღალატობენ ერთმანეთს. მშვილდოსანი კარგად ეჩვევა ასეთ ურთიერთობებს.