EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მერწყული »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-22 16:32:52
მერწყული → მერწყული – საერთო დახასიათება (20.01-19.02)
20 იანვარი - 18 თებერვალი
ზოდიაქოს 9 ნიშანი.
ჰაერის 3 ნიშანი.
4 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ურანი.
ასტროლოგიური სიმბოლო: მერწყული.
ასტროლოგიური ფერები: მოლურჯო მწვანე, ულტრამარინი, იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ძოწი, ამეთვისტო, ლილიაქვა.
მერწყული განაგებს ჰოროსკოპის მე-11 სახლს.
ურანი, მერწყულის მმართველი პლანეტა, ასტორლოგების აზრით, ყველაზე ექსცენტრიკულია მთელს მზის სისტემაში. მაგალითად მისი ღერძი ორბიტის სიბრტყისადმი არაჩვეულებრივი – 90–იანი კუთხით არის დახრილი. იგი თითქოს მხართეძოზეა წამოწოლილი. როცა მზე, ვთქვათ, ურანის სამხრეთი პოლუსის პიდაპირ დმებარეობს, პლანეტის მთელი ჩრდილოეთი ნახევარი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში აბსოლუტურ სიბნელეშია. როცა მზე ურანის ჩრდილოეთი პოლუსის პიდაპრი პოზიციაშა, პლანეტის სამხრეთი ნახევარსფერო ჩაიძრება ბნელში. ურანის თავისებურებები, ხსვა პლანეტებისაგან რომ გამოარჩევს, ნამდვილად გამოგვადგება მერწყულის ნიშნის ადამიანების თავისებურებათა აღსაწერად. ამ ხალხის დიაპაზონი რიგითი ადამინებიდან გენიოსებამდე მერყეობს.
ასტროლოგიური მონაცემების მიხედვით ჩვენ ახლახანს შევედით მერწყულის ხანაში. იგი დაახლოებით 2000 წელს გასტანს. ამ დროის განმავლობაში კაცობრიობას მერწყულის ნიშნისათვის დამახასიათებელი თავისებურებები ექნება, განსაკუთრებით – ჰუმანიზმის ქადაგება. მერწყულის ხანის ზოგიერთი ნაადრევი გამოვლინება უკვე ჩანს თანამედროვე მეამბოხე და ფიცხი ახალგაზრდობის მოქმედებაში. მაგალითად, სოციალური რეფორმებით დაინტერესება, მათი უცნაური, წინააღმდეგობრივი მოქმედება, ჩაცმის მანერა და განსაკუთრებით, სექსუალური შეხედულებები – ჯგუფური კომუნები. მაგრამ მერწყულის ხანის დადგომამდე დიდი ხნით ადრე, ამ ნიშნის მატარებელი ბევრი ადამინაი უკვე თავისებურად იქცეოდა, თვითგამოხატვას ცდილობდა ჩაცმის, თავის დაჭერის, მოქმედების უჩვეულო მანერით, რაც საგონებელში აგდებდა მათ დედ–მამას.
მერწყული გამღები ნიშანია, რომლის სიმბოლო წყლის დამღვრელი კაცია. ამ ნიშნის ხალხი კაცობრიობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი „ღვრიან“ თავიანთ პიროვნებას და ნაყოფად იმკიან: დიდებას, სიმდიდრეს და თავაზიანობის ღრმა გრძნობას.
მერწყული სამმაგი ძალითაა აღჭურვილი, ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, იგი უძლეველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერ გონებას ფლობს. მეორე იმიტომ, რომ იგი მუდმივი ნიშანია და ეს ხალხი ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევა, და მესამეც, მმართველი პლანეტის წყალობით, მისი სიცოცხლე თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისაგან, რაც სხვა ნიშნებს მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ამ ნიშნით დაბადებული სულ სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანები იყვნენ: აბრაამ ლინკოლნი, სინკლერ ლუისი, მ. შვაბი, ჯონ ბერიმორი, როკფელერი, რუზველტი, ლორდი ბაირონი, ფრიც კრეისლერი.
განმასხვავებელი „ურანული თვისებებია“ ორიგინალობა და თვითგამოხატვა. შედეგების მიუხედავად, მერწყულს ვერ აიძულებ, არ თქვას და არ გააკეთოს ის, რაც საჭიროდ მიაჩნია; სინამდვილეში მერწყული „თვითგამოხატვის“ სინონიმია.
იმის მიუხედავად, დილეტანტებად დარჩებიან, თუ თავიანთ ენერგიას კაცობრიობის პრობლემებსა და საჭიროებების გადაჭრისკენ წარმართავენ , მერწყულებს ხალხში ყოფნა უყვართ. მათ ურთიერთობა სჭირდებათ, მაგრამ ურანი ისე აწყობს, რომ მათ არასწორად გაუგონ; თვითნ მერწყულსაც არასწორად ესმის თავისი თავის. მერწყულს ან ყველაფერი შეუძლია, ან არაფერი, მაგრამ მარტო იშვიათად იქნება. მისი სული გაგებას ესწრაფვის, მას ხალხი სჭირდება, მსმენელები.
მერწყული ჩვეულებრივ გამომგონებელია, მას ხშირად ისეთი რამ აინტერესებს, რაც სხვას უცნაური და უჩვეულო ეჩვენება. მერწყული ხშირად წინ უსწრებს თავის ეპოქას. მას განვითარებული აქვს ინტუიცია, წარმოსახვა და შორსხედვა, ამიტომ ზოგიერთ ასტროლოგს მიაჩნია, რომ ურანის ზემოქმედებაში მყოფ ხალხს განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ყველაფრის ათვისებისა, რომ ისინი ახალ ტექნიკას აღიქვამენ და ქვეყნად ყველაფრის გაუმჯობესებას ცდილობენ. წარმოსახვის რა ნიჭი აქვთ და როგორი კონსტრუქციული საზოგადოებრივი შეგნება. მე ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ჩემს კლინეტ მერწყულებს, მიჰყვნენ თავიანთ წინათგრნობებს და მისწრაფებებს, რაგინდ უცნაური არ ეჩვენებოდეთ ისინი.
მერწყულს ერთგვარი განდგომა ახასიათებს და ხშირდა ხალხს იგი ცივი და უსულგულო ჰოგონია. იგი ყოველთვის ისე როდი ერთვება ადმიანებთან ურთიერთობაში როგორც სხვა, მაგრამ გულგრილნი არასოდეს არიან, მერწყული ურიგებს თავის საკუთრებას – წყალს მთელს კაცობრიობას. მას უყავარს სამსახურის გაწევა და იმის საშისროება არსებობოს, რომ ხალხი ამას ბოროტად გამოიყენებს, თუ ბრძნულ რჩევას არ მიიღებს მისმა კეთილშობილებამ იგი შიეძლება სულიერად და მატერიალურად გააღარიბოს. მერწყული მოწესრიგებულია; იშვიათად ეწყინება რამე, სანამ დინჯი განსჯის შემდეგ არ გადაწყვეტს, რომ უსამართლოდ მოექცნენ. მერწყული გონებადამჯდარი, წინდახედული კაცია, იგი კარგად ეწყობა ცხოვრების ყოველგვარ პირობებს, ამიტომ კეთილდღეობის ბევრი ნივთი, რაც ხხვებს იტაცებს, მას არც აინტერესებს.
შემოქმედება და კარიერა:
მერწყულები ახალი იდეებით, ჩანაფიქრითა და პროექტებით სავსე, ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანები არიან. მათი შემოქმედებითი აღტკინებანი სპონტანურია და მოულოდნელი. ისინი მოდისა და სტილის კანონმდებლები არიან დიზაინში, ინტერიერში, ტანსაცმელში, მუსიკასა და პლასტიკურ ხელოვნებაში. მერწულის ნოვატორული იდეები ხანდახან წინ უსწრებს დროს და ამიტომ ბედი სიცოცხლეშივე არ აჯილდოებს სახელითა და წარმატებით. მაგრამ მათ სახელის მოხვეჭაზე მეტად ახარებთ ის, რომ გზას უკაფავენ მომავალ თაობას.
მერწყულები უფრო სრულად ამჟღავნებენ თავიანთ ნიჭს, როცა ეძლევათ საშუალება იმუშაონ დამოუკიდებლად, სხვისი ჩარევისა და დახმარების გარეშე. ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია მეცნიერული აზროვნება, მათემატიკური და სხვა ზუსტი მეცნიერებების შესწავლის უნარი. ატომური ფიზიკა, თეორიული მათემატიკა, მედიცინა - აი მათი გონებრივი მოღვაწეობის სფერო. მერწყულებს იზიდავს ადამიანებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შეცნობა; ამიტომ მათი მცდელობა ქვეყნად სარგებლობის მოტანის სიკეთისა და გულმოწყალების დამკვიდრებისათვის - ყველაზე უკეთ სოციალურ დარგებსა და ფსიქოლოგიაში პოულობს გამოხატულებას.
ფსიქოსექსუალური დახასიათება:
მერწყულს ყოველი სიახლე აღაგზნებს. ამიტომ ეძებენ ისინი ახალ, საინტერესო ადამიანებს; უნდათ იწვნენ სხვადასხვა სხეულების გვერდით და შეეხონ მას. მათ სტიმულს აძლევს სექსუალურ პარტნიორთა მრავალფეროვნება, მაგრამ ეს სექსუალური ამორალობა კი არ არის, არამედ “მერწყულისმიერი ცხოვრება”.
მერწყულის ნიშანში შინაგანი კონფლიქტია ჩაბუდებული. რადგან ის მუდმივი ნიშანია, ცდილობს “სტატუს კვო” შეინარჩუნოს, მეორე მხრივ, მას ცვლილებები სწყურია, ამიტომ პირად ურთიერთობებში ხშირად კონფლიქტურ სიტუაციაში ვარდება. დაქორწინებაზე ყოყმანობენ და სანამ შესაძლებელია მანამდე გადადებენ დაოჯახებას. კაცობრიობისაკენ სწრაფვა მათში მეტია, მაგრამ თუ მაინც ირჩევენ მეუღლეს, სიცოცხლეში ერთხელ და სამუდამოდ. ზოდიაქოს ყველა ნიშანში მერწყული ყველაზე ადრე ცდილობს მშობლებისა და საზოგადოების დარიგებიდან თავის დაღწევას. იგი წინააღმდეგობითა და ამბოხით ტკბება.
მერწყული უწესრიგო კავშირების მიმდევართა სიაში უნდა ჩავწეროთ, მაგრამ მისი სექსუალური პორტრეტი უნიკალურია: აბსტრაქცია მეტია, ვიდრე რეალობა; მისი ფერები კაშკაშაა, როგორც იმპრესიონისტების ტილოებზე; უწესრიგო მშვილდოსნისგან განსხვავებით, რომელიც გაუთავებლად იცვლის პარტნიორებს იდეალის ძიებაში, მერწყულს იდეალის არსებობა არ სწამს. ვინმე იდეალურად რომ მიიჩნიოს, ეს ახალი ხალხის გაცნობის შეწყვეტა იქნება, არადა მერწყული რაც შეიძლება მეტი ხალხის გაცნობაში პოულობს სიამოვნებას.
ქალი-მერწყული იშვიათად დაგიდევს სქესთა შორის ტრადიციულად დაწესებულ განსხვავებას და ადვილად გადადის ამხანაგის საყვარლის როლში. იგი გათვითცნობიერებულია ბიზნესისა და პოლიტიკის ამბებში, ამიტომ არ უჭირს საქმიან მამაკაცებს მათ ტოლად, მეგობრად მოაჩვენოს თავი, თუმც სექსის საკითხებში ძალიან პირდაპირი და თავისუფალია. ერთადერთი საფრთხე ის არის, რომ მას ისე უყურებენ, როგორც ადვილად ხელმისაწვდომ ქალს, სექსუალურ ობიექტს და არა როგორც მგრძნობიარე ქალს, როგორიც სინამდვილეში არის. ქალი-მერწყული, როცა მეტოქე ქალების გარემოცვაში აღმოჩნდება, უნდა ცდილობდეს, უფრო ინტელექტუალური და ნაკითხი ჩანდეს, სანამ მამაკაცს დაეუფლება და დაუმტკიცებს, რომ ნამდვილი ქალია.
მამაკაცი-მერწყული სექსუალური პარტნიორების არჩევისას, ზოგჯერ ნაკლებ წუნიაობას იჩენს. მას სექსი ხშირად ბიოლოგიური აუცილებლობის დონემდე დაჰყავს და ნებისმიერ ხელმისაწვდომ პარტნიორს მიიღებს. მერწყულმა, ეტყობა, არ იცის, მაგრამ ხშირად წყენას აყენებს საყვარელ ქალს გულგრილი გამომეტყველებით.
სქესობრივ ცხოვრებაში მერწყულმა უნდა იგრძნოს, რომ იგი არა მარტო იღებს, გასცემს კიდეც. მისი სიმბოლო – მერწყული ხომ ყველას უკლავს წყურვილს.
უარყოფითი თვისებები
ძირითადი საფრთხე, რაც მერწყულის წარმატებას ემუქრება ის არის, რომ მერწულს აქვს მიდრეკილება თავისი შესაძლებლობები საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილის მოპოვებისათვის ხარჯოს. ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს მომავალზე, მაგრამ მისი იდეები ყოველთვის როდი იქცევა რეალობად.
იმის გამო, რომ მერწყული ყველაფერს იმას აკეთებს, რაც უნდა და სხვის აზრს არაფრად აგდებს, შეიძლება ხალხმა მასზე გარეგნობის მიხედვით იმსჯელოს და მისი გულწრფელობა და სხვა სიკეთე ვერც შენიშნოს. ბრძენი მერწყული კარგს იზამს, თუ მიხვდება, რომ უფრო მალე მიაღწევს მიზანს, თუ ერთგვარი პირობითობის ჩარჩოებში იმოქმედებს, თუნდაც ეს დროებითი კომპრომისი იყოს. მერწყულსაც ემუქრება ზერელობის საფრთხე.
იგი ადამინაებისაგან გასაკუთრებულს მოითხოვს, პირველ რიგში ინტელექტუალურ სფეროში , მაგრამ თუ ამას ვერ იპოვის, შეიძლება თავისი მოთხოვნები შეამციროს და რაც მოჰყვება, იმას დასჯერდეს. ამის გაკეთება არაფრით არ ძეიძლება, სჯობია ახალი, უფრო ჭკვიანი მეგობრების ძებნა განაგრძოს.
სინამდვილეში, მერწყულს თვითდანგრევის ტენდეცია აქვს. არსებითად, ინტელექტის ხვედრი მარტოობაა.
დადებითი თვისებები
მერწყული კეთილი, რბილი ნიშანია, დახმარებისთვის მუდამ მზად არის. იგი განსაკუთრებით კმაყოფილია, როცა რჩევისათვის მიმართავენ, საუკეთესო მრჩეველიც არის. თავმდაბალია და იშივიათად ცდილობს ამხანაგებზე უპირატესობას მიაღწიოს. მერწყულს არაჩვეულებრივი ინტელექტი აქვს და ადვილად იძენს ცოდნას და განათლებას. მაგრამ ნიჭიერების მიუხედავად, არც ცდილობს სხვებს თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს. სიყვარულში ძალიან ერთგული და უღალატო არის – სულიერად მაინც, თუ ფიზიკურად არა, მაგრამ იგი ყოველთვის თავშეკავებულია და არ უყვარს თავისი გრძნბების გადმოღვრა. ურანი მერწყულის მძლავრი მეგობარია. იგი ხშირად მოქმედებს პროფესიის არჩევაში, თუმც არჩევის ფართო შესაძლებობას კი აძლევს, მაგრამ მერწყული უფრო ხშირად წარმატებას აღწევს მსახიობობაში, მასწავლებლობაში, განსაკუთრებით კი – პოლიტიკურ მოღვაწეობაში. საერთოდ, მერწყულის ნიშნიანები დადებითი, ოპტიმისტი ხალხია. გამოჩენილ ადამინათა 80% ამ ნიშანზეა დაბადებული. ისე რომ, ბედნიერნი არიან ამ ნიშანზე დაბადებულნი და ისინიც, ვისაც მათთან აქვთ ურთიერთობა, იმიტომ რომ მერწყული მათში იმედინაობასა და ვაჟკაცობას ნერგავს. მერწყული – მეგობრობის სახლის გამგებელი – პირადი ურთიერთობების ოსტატია, მის ერთგულებას საზღვარი არ აქვს.
შესაფერისი პარტნიორები:
ვერძი – ასეთი კავშირი საკმაოდ იშვიათი და უიღბლოა. თანაცხოვრების დასაწყისში პარტნიორებს შორის სიმშვიდე სუფევს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი. გადაუჭრელი პრობლემები ძაბავს მათ ურთიერთობებს, თუმცა გვერდიდან ერთი შეხედვით ამის დანახვა შეუძლებელია. ასეთ ქორწინებაში ჩვეულებრივი მოვლენაა ისტერიკები ორივე მხრიდან, მაგრამ მერწყული მაქსიმალურად ცდილობს ემციების დამორჩილებას. სექსუალური ურთიერთობების თანხვედრა ვერძის მონდომებაზეა დამოკიდებული.
კურო – კავშირი რთულია, რადგან ორივე ნიშანი ურთიერთსაპირისპირო ბუნებისაა. მათ შორის ურთიერთობები ძალიან დაძაბულია. ორივე დიდი ხნის წინ დაშორდებოდა ერთმანეთს, მაგრამ თავს იმშვიდებენ "უარესიც ხდება". სექსუალურ ურთიერთობებშიც არ ხდება მათი თანხვედრა.
ტყუპები – კავშირი საკმაოდ წარმატებულია და იშვიათად ინგრევა ურთიერთობები. ამ ადამიანებს ხშირად ეწვევათ გრძნობები პირველივე დანახვისთანავე. ქორწინება ეყრდნობა მეგობრობასა და გრძნობების ჭეშმარიტებას, თუმცა შესაძლებელია მათ შორის ღალატსაც ჰქონდეს ადგილი. ყოველი გატაცების შემდეგ პარტნიორები ისევე ბრუნდებიან ოჯახში. ასეთ ქორწინებაში ნაკლებად შეიმჩნევა სიმშვიდე, თუმცა მეგობრები ბევრი ჰყავთ.
კირჩხიბი – კავშირი რთულია. წყვილი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობს და მათ მხოლოდ ბავშვები აერთიანებთ. თუმცა ბავშვენის დაბადების შემდეგ ოჯახში წარმოიქმნება პრობლემები, თუ ვინ აიღებს მათზე პასუხისმგებლობას, რის გამოც პატარები ძალიან იტანჯებიან. მიუხედავად ასეთი წვრილმანი პრობლემებისა და გაუგებრობებისა, ასეთი კავშირი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ძალიან უცნაური ისტორიები აქვთ ასევე სექსუალურ ურთიერთობებშიც.
ლომი – კავშირი სავსეა კოფლიქტებით. თანაცხოვრების დასაწყისში მათი ურთიერთობები ბრწყინვალეა, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან იძაბება. ლომი მერწყულისაგან იწყებს მოთხოვნას, რომ სამსახურში დაწინაურდეს, მაგრამ ეს მერწყულს საერთოდ არ ადარდებს. მათ ურთიერთობებს ბავშვები შეავსებს და განამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ქორწინებაში ძალიან დაძაბულია ვითარება, ოჯახს მაინც არ ანგრევენ და თუ კი ეს მაინც მოხდება, მალე უბრუნდებიან ერთმანეთს.
ქალწული – ერთ-ერთი წარუმატებელი კავშირი ორივესთვის. ასეთ ტიპიურ ადამიანებს შორის შეუძლებელია იყოს ნორმალური ურთიერთობა. მხოლოდ ძალიან დიდი სულიერი სამყაროს მქონე ადამიანებს შორის არის შესაძლებელი მხოლოდ მეგობრობა. რაღაც გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება მათი კავშირი ბავშვებმა განამტკიცონ ან საქმიანმა ურთიერთობებმა. სექსუალურ ურთიერთობებში ორივეს ექსპერიმენტები აინტერესებს.
სასწორი – ერთ-ერთი საუკეთესოა მერწყულისათვის. სახლი ასეთი ადამიანებისთვის – მშვიდობიანი და სტუმართმოყვარეა, აქ თითქმის არასოდეს წარმოჭრება კონფლიქტები. მრავალ პრინციპიალურ საკითხებში პარტნიორებს საერთო, მსგავსი შეხედულებები აქვთ.
მორიელი – რთული და სედიანი კავშირია. ასეთი ადამიანები სხვადახვა სამყაროდან არიან, მათი ურთიერთობები დიდხანს არ გრძელდება, რადგანაც პარტნიორები შეიძლება ურთიერთსიძულვილამდე მივიდნენ. ასევე წარუმატებელია მათი სექსუალური ცხოვრებაც.
მშვილდოსანი – კარგი და გახსნილი ურთიერთობები აქვთ პარტნიორებს, განსაკუთრებით თანაცხოვრების პირველივე წლებში, მაგრამ დროთა განმავლობაში თავს იჩენს პოტენციალის სხვადასხვაობა. მერწყული გავილებით მშვიდად არის, მაგრამ მშვილდოსანი მთელი ძალებით ცდილობს მეთაურობას. თუ კი ეს ქორწინება დაინგრევა, პარტნიორები მაინც კარგ მეგობრებად რჩებიან.
თხის რქა – ძალიან იშვიათი კავშირია. ორივე პარტნიორი – თავშეკავებული, საქმიანი წყვილია. მათი ოჯახში ურთიერთპატივისცემა სუფევს. შიდა ოჯახური კონფლიქტები თანდათანობით შეიძლება დროთა განმავლობაში გამწვავდეს. ასეთი კავშირი შეიძლება გაცილებით მყარი აღმოჩნდეს, თუ კი მერწყული 30 წლის ასაკში გადაწყვეტს ქორწინებას. სექსუალურ ურთიერთობებში საკმაოდ კარგად ეთვისებიან.
მერწყული – კავშირი არც ისე წარმატებულია. ისინი გრძნობების გაქრობისთნავე ეყრებიან ერთმანეთს. ბავშვები ოჯახის გადარჩენას ვერ შეძლებენ, რადგან მათ შორის უფსკრული დღითიდღე იზრდება და ღრმავდება. სექსუალურ ურთიერთობებში მათ ხანდახან გრძნობების გამომჟღავნება არასტანდარტულ სიტუაციებში უხდებათ.
თევზები – ეს კავშირი შესაძლებელია, თუმცა პარტნიორებს დიდი სიყვარული არ აერთიანებთ. სექსუალურ ურთიერთობებში თევზები დაიტანჯებიან და მოუწევთ მერწყულის მოთმენა. ასეთ ქორწინებაში პარტნიორებს მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც დიდ როლს თამაშობს მათ ურთიერთობებში.
მეწყულო, ასტროლოგები გეკითხებით შენ:
რატომაა, რომ, როცა სისტემას აუმხედრდები ასე არაორგანიზებული ხარ და სტრატეგიას არ ფლობ? რატომ არ მოირგებ პირობითობის სამოსს და მტრის ზურგში შეაღწევ, სადაც შენი ჭკუის პატრონი, უფრო ქმედით ცვლილებებს მოახდენ, ვიდრე აქეთ–იქეთ უსისტემოდ რბენით? ახლა შენ – პრიველი და ცენტრალური ნიშანი ხარ, მთელი ყურადღება შენკენაა მოპყრობილი. არასოდეს კაცობრიობა ასე არ ყოფილა შენზე დამოკიდებული. შენი ნიშნის – მერწყულის ხანა დგება! არ დააღალატო კაცობრიობა!