EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჩაცმის სტილი და ზოდიაქოს ნიშნები »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-22 16:35:50
ცეცხლის სტიქია
ვერძი - ზოდიაქოს ეს ნიშანი შემოსვის არაორდინარული სტილით გამოირჩევა და დახვეწილ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ანიჭებს უპირატესობას. მანდილოსნები უფრო ღია ფერის კაბებს ირჩევენ, მამაკაცები კი - ისეთ პიჯაკსა და ფეხსაცმელს, რომელიც მათ ამბიციებს უფრო წარმოაჩენს. თუმცა არც სპორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ამბობენ უარს.
ლომი - ისევე, როგორც ვერძი და მშვილდოსანი, ლომიც ცეცხლის სტიქიის ნიშანია, თუმცა ჩაცმის სტილი უფრო დახვეწილი აქვს. ლომის მმართველი პლანეტა მზეა, ამიტომ, მის სამოსში ოქროსფერი ჭარბობს. უყვარს ტყავის ტანსაცმელი და აქსესუარები (ოქროთი და ძვირფასი ქვებით გაწყობილი).
უნდა ითქვას, რომ ეს ნიშანი უფრო მეტ ყურადღებას სამარკო ნიშანსა და ფასს აქცევს, ვიდრე ფორმასა და ფერებს, მისი აზრით, პიჯაკი, რომელიც ძვირი ღირს, ხარისხიანიც იქნება.
მშვილდოსანი - მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აქვთ საშუალება კარგად შეიმოსონ, და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან უფრო ჩაცმის სპორტულ სტილს ამჯობინებენ და ჯინსში უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, ვიდრე პიერ კარდენის კოსტიუმში. მშვილდოსნები უფრო კლასიკურ ფერებს ამჯობინებენ - თეთრს, შავს, მუქ ლურჯს და მეწამულს.
მიწის სტიქია
კურო - მიწის სტიქიის ეს ნიშანი სასწორსა და ლომთან ერთად დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. კუროს ხომ პლანეტა ვენერა მართავს - ხელოვნების, სილამაზისა და ესთეტიკის პლანეტა. ამ ნიშნით დაბადებულ მანდილოსნებს ბევრი აქსესუარი არ უყვართ და ცდილობენ, ჩაცმულობაში ბევრი წვრილმანი არ იყოს.
ეს ნიშანი გაზაფხულის ფერებს ანიჭებს უპირატესობას - მწვანეს, ღია ლურჯსა და ცისფერს, თუმცა არც თეთრზე ამბობს უარს.
ქალწული - სამოსსა და მის ფერს დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა მეტად პრაქტიკულია და თუ კუროსთვის, ლომისთვის ან თხის რქისთვის "დოლჩე და გაბანა" ბევრს ნიშნავს, მისთვის ეს მარკა არაფერია. ყურადღება დეტალებზე გადააქვს და შესაძლოა, აქსესუარებით ისე გემოვნებიანად მორთოს ტანსაცმელი, რომ იმავე "დოლჩე და გაბანას" სამოსს არაფრით ჩამოუვარდებოდეს. თუ ვინმეს შავისა და თეთრის კომბინაცია უხდება, ეს სწორედ ქალწულია.
თხის რქა - მას, მთავარია, საშუალება ჰქონდეს და პირდაპირ პარიზისა და მილანის მოდის სახლებს მიაკითხავს და ცნობილ დიზაინერებს ექსკლუზიურ სამოსს დაამზადებინებს. მკაცრ ფორმებსა და ფერებს ირჩევს. იშვიათად ნახავთ შორტში ან სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილს. აქსესუარებს იშვიათად ან არასდროს ხმარობს. მოსწონს პრიალა შავი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ყავისფერი.
ჰაერის სტიქია
ტყუპები - ის მხიარული ადამიანია, უყვარს მკვეთრი ფერები, მამაკაცებს - თეთრი შარვალი, მანდილოსნებს კი - დეკოლტე და ჩახსნილი ქვედა ბოლო, თუმცა არც შარვალზე ამბობენ უარს. ტყუპები არ ცდილობს ძვირად ღირებული ტანსაცმელი ჰქონდეს (მას ურჩევნია, რომ შეიძინოს ბევრი და იაფი, ვიდრე ცოტა და ძვირიანი).
თუმცა ყოველთვის კარგად ("ჰაეროვნად") გამოიყურება. ფერებიდან უპირატესობას მხიარულ ფერებს ანიჭებს - ნარინჯისფერს, ვერცხლისფერს.
სასწორი - ის ყოველთვის ახალგაზრდულ სტილს ირჩევს (თუნდაც, ასაკოვანი იყოს). მისი აქსესუარები ბრწყინვალეა, სასწორი-ქალი ფაიფურის ულამაზეს თოჯინას ჰგავს, სასწორი-მამაკაცი კი ნამდვილი დენდია. ამ ნიშანს ლურჯი, ფორთოხლისფერი და ცისფერი უხდება.
მერწყული - ამ ნიშანს ხიბლავს ყველაფერი "მკვეთრი", ორიგინალური და ექსტრავაგანტური. თუმცა თუ ერთი შარვალი ან სვიტერი ამოიჩემა, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში ატაროს. ფერთა შეხამებაც არატრადიციული და უჩვეულო იცის, ასე რომ, ძნელია განსაზღვრო, რომელ ფერს ანიჭებს უპირატესობა.
წყლის სტიქია
კირჩხიბი - ეს ნიშანი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს სამოსს და მის ფერს, რადგან ის უფრო ფულის დაგროვებაზეა აქცენტირებული, ამიტომ, ცდილობს რაც შეიძლება იაფად ჩაიცვას. მას აქვს "გამოსასვლელი" ტანსაცმელი, რომელსაც დიდი რუდუნებით ინახავს. წლების მატებასთან ერთად უფრო იხვეწება და შემდეგ უფრო აქცევს ყურადღებას ჩაცმას, თორემ ახალგაზრდობაში ამაზე თითქმის არ ფიქრობს.
მას ძალიან უხდება მწვანე, შავი, მუქი ყვითელი და ვერცხლისფერი. მორიელი - მას ბობოქარი ხასიათი აქვს და, ცდილობს, ჩაცმულობაშიც გამომწვევი და მისტიკური შტრიხები შეიტანოს, ერიდება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში "დიდი ფულის" დახარჯვას. ფერებიდან ირჩევს - მეწამულს, შინდისფერს, შავსა და მელნისფერს.
თევზები - ეს ნიშანი "ჩარჩოში" არ ჯდება და თავისუფლად შეუძლია, ყველანაირი სტილის სამოსი მოირგოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდას არის აყოლილი. უბრალოდ, ისინი ისე არიან საკუთარ წარმოსახვაში "ჩაფლულები", რომ ნაკლები დრო რჩებათ იფიქრონ, რა უნდა ჩაიცვან. თევზის ნიშნით დაბადებულნი უფრო ლურჯ ფერს ანიჭებენ უპირატესობას.
ზოდიაქო და გემოვნება
გემოვნება და სტილი ყალიბდება სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით-აღზრდა,გარემო,სოციალური მდგომარეობა.მაგრამ ასტროლოგები მიიჩნევენ რომ ადამიანს გემოვნება დაბადებისთანავე უყალიბდება.
ვერძი-არ იზიარებენ ერთ,კონკრეტულ სტილს.ისინი იცმევენ იმას,რაც იმ მომენტში მოსწონთ.არ აქცევენ ყურადღებას ფერთა შეხამებას,ახალგაზრდებს მოსწონთ სპორტული სტილი,ტანისამოსი-ტყავისაგან და ჯინსები.ასაკის მომატებისას ისინი მაინც ახალგაზრდულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას და არ უყვართ საქმიანი(სოლიდური) ჩაცმულობა.ქალები ნებისმიერ ასაკში ატარებენ მინი-კაბებს,მათ უყვართ კაშკაშა მაკიაჟი.მამაკაცებს მოსწონთ განსაკუთრებული დეტალები,მაგ:მყვირალა ჰალსტუხი.
კურო-მათთვის მნიშვნელოვანია ტანისამოსის ხარისხი.ისინი არ მისდევენ მოდას,მაგრამ იცმევენდიდიგემოვნებით.მათ ყველაზე უკეთ გამოსდით კარგი ნივთების არჩევა.ასევე კარგად ახერხებენ ხარისხისა და ფასის შეხამებას.ისინი არ იყიდიან ტანისამოსს ერთი სეზონისთვის,მაგრამ არც იაფფასიან ნივთს დაჯერდებიან.ყოველთვის ახერხებენ ოქროს შუალედის პოვნას.უპირატესობას ანიჭებენ კლასიკურ,უნივერსალურ მოდელებს ნატურალური მასალისაგან.ქალებს მოსწონთ აქსესუარები ნატურალური ქვებისა და ხისაგან,უფრო მეტადაც კი ვიდრე ოქრო და ვერცხლი.
ტყუპები-მშვენივრად გრძნობენ დროის მოთხოვნილებებს და ახერხებენ მოდური ტენდენციების შეთვისებას.მათ მოსწონთ დემოკრატიული სტილი,გაჭაღარავებამდე ატარებენ ჯინსებს,ქურთუკებს და სვიტერებს.ტყუპებს არ მოსწონთ საქმიანი სტილი და მკაცრი კოსტიუმები.ქალ ტყუპებს უხდება აქსესუარები,რომელიც გეომეტრიულ ფორმებს მოიცავს და შესრულებულია თანამედროვე სტილში.ამ ნიშნის ადამიანები დიდი სიამოვნებით ატარებენ სინთეტიკურ ქსოვილს.ძირითადად ზამთრისათვის ირჩევენ სინთეტიკურ ქურთუკებს და არა ნატურალურ ბეწვს.
კირჩხიბი-ძალინ იშვიათად მისდევენ მოდას,აქვთ საკუთარი რომანტიული სტილი.უპირატესობას ანიჭებენთავისუფალ სტილს.არ მოსწონთ მკაცრი სილუეტები,ამჯობინებენ ფართო გაშლილ ტანისამოსს.ქალი- კირჩხიბის გატაცებაა ნაციონალური სტილის ტენდენციები.ამ ნიშნის წარმომადგენლებს უხდებათ შალი,გრზელი კაბები და აქსესუარები ტრადიციულ სტილში.მამაკაცებს მოსწონთ საშინაო სპორტული კოსტუმები.კირჩხიბი ვერ იტანს სინთეტიკურ მასალას უპირატესობას ანიჭებენ ნატურალურს.
ლომი-ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.გამოირჩევიან არამხოლოდ ბუნებრივი სილამაზით,არამედ ჩაცმის სტილითაც.ლომისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი,ინდივიდუალური სტილის წარმოჩენა.ლომები ფულს არ ზოგავენ ძვირფასი აქსესუარებისათვის,განსაკუთრებით ოქროსა და ვერცხლს ანიჭებენ უპირატესობას.მამაკაცები ყოველთვის ყველაზე უკეთ გამოიყურებიან.ამიტომაც შეიძლება ითქვას ლომები არ მისდევენ მოდას,ისინი მას ქმნიან!
ქალწული-ქალწულის სტილს შეიძლება ვუწოდოთ საქმიანი, მათ მოსწონთ სიმარტივე დარაციონალიზმი ტანსაცმელსი მათ კარგად გამოსდით ერთი და იგივე ტანსაცმლის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება.ქალწულები არ იხარჯებიან ტანსაცმელში,პირიქით ისინი ეკონომიურად უყურებენ ამ საკითხს,ძვირფასი აქსესუაერების მიმართ გულგრილნი არიან.მათ ყურადღებას იპყრობს ორიგინალური ბიჟუტერია.მამაკაცებს არ აინტერესებთ მოდა.ქალწულების სტიქიაა-კოსტიუმი და პიდჯაკი.
სასწორი-ყველაზე ელეგანტური ნიშანია.ამ ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე ცნობილი დიზაინრები და მოდელიორები.ქალებს უხდება საღამოს კაბები,ბრწყინავი აქსესუარები.უპირატესობას ანიჭებენ პასტელის ტონებს.სასწორი დიდად არ ეთაყვანება საქმიან სტილს.
ღრიანკალი-იდუმალებით მოცულ ქალს უყვარს თავისი ფიგურის დემონსტრირებაამიტომაც მოსწონთ დეკოლტე.მათ მოსწონთ მასიური აქსესუარები.მამაკაცი მოდას არ მისდევს,მაგრამ გარკვეულ სტილს ემორჩილება,არ მოსწონა ახალგაზრდული სტილი და გამომწვევი ფერები,უპირატესობას ანიჭებენ მუქ,შავ ფერებს.ღრიანკალს არ მოსწონს მკაცრი კლასიკა.
მშვილდოსანი-იშვიათად აქვთ სტილის შეგრძნება, არ აინტერესებთ მოდა.მაგრამ რადგანაც ყოველთვის მაღალ თანამდებობებზე უხდებათ მუშაობა,უწევთ გარდერობის განახლება.მამაკაცებს უძნელდებათ საქმიანი კოსტიუმების ჩაცმა,მაშინაც კი რაიმე დეტალს უმატებენ რათა სტილი გამოკვეთონ.
თხის რქა-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მოსწონთ მუქი ფერები.შავ,ნაცრისფერ და მუქი-ლურჯი ფერია სამოსში თავს კომფორტულად გრძნობენ.მათ ძალიან უხდებათ კოსტიუმები და ფორმის ტანსაცმელი.თხის რქას საკუთარი სტილი აქვს, რომელსაც ყველა ვერ გაიგებს.ქალებს არ იტაცებს მაკაჟი,თავს არ იტვირთავენ აქსესუარებით,მაგრამ მოსწონთ ძვირფასეულობა,განსაკუთრებით კი ძველებური.
მერწყული-
“ტანსაცმელი ადამიანისათვის და არა ადამიანი ტანსაცმელისთვის”-ეს მათი დევიზია.ისისნი არ ატარებენ ზვირფას ტანცაცმელს და აქსესუარებს.არ უყვართ ნივთებზე ზრუნვა.გამოირჩევიან ექსტრავაგანტული სტილით.
თევზები-რომანტიული არსებები არიან.ქალებს მოსწონთ ნაზიტონები.არ უხდებათბიჟუტერია,სასურველია ნატურალური ქვების ტარებია.მამაკაცები ან პროფესიონალურ დონეზე სწავლობენ,ან საერტოდ არ აინტერესებთ.ზოგჯერ საერტოდ არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ გარეგნობას,მაგრამ აუცილებლად გამოთქვამენ შენიშვნებს სხვების მიმართ.