EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ დავიწყო ბიზნესი (პირველი ნაწილი) »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 16:45:41

როგორ დავიწყო ბიზნესი (პირველი ნაწილი)
ეს გზამკვლევი გაგიწევთ დახმარებას თუ გსურთ ბიზნესის წამოწყება, ან უკვე გაქვთ საკუთარი ბიზნესი და გსურთ მისი გაფართოება და ახალი ბაზრების ათვისება.
ამ გზამკვლევის საშუალებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. კერძოდ, სად და როგორი ორგანიზაციულ -სამართლებრივი ფორმით შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ საწარმო; რა გადასახადებით დაიბეგრებით და როგორია მათი განაკვეთები; რა სახის ლიცენზიები, ნებართვები, სერთიფიკატები დაგჭირდებათ ბიზნეს საქმიანობისთვის; როგორ უნდა შეადგინოთ ბიზნეს გეგმა, რა ძირითად საკითხებს მოიცავს იგი და როგორია მისი ზოგადი სტრუქტურა; როგორ მოიძიოთ ფულადი რესურსები და როგორ მიიღოთ ბიზნეს - კონსულტაციები. ასევე, რომელ უწყებას უნდა მიმართოთ თქვენთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურების მისაღებად და რა პროცედურების გავლაა საჭირო.
ჩვენი გზამკვლევის საშუალებით თქვენ მიიღებთ საჭირო ინფორმაციას და დაზოგავთ დროსა და ენერგიას.
 
 
 
1 ბიზნესის დაწყების 10 საფეხური
 
 
 
1.მოახდინეთ ბაზრის მარტივი ანალიზი.
 
2.განსაზღვრეთ რა სახის პროდუქტის / მომსახურების შეთავაზება შეგიძლიათ მომხმარებლისთვის და ვინ იქნება თქვენი პოტენციური მომხმარებელი.
 
3.სწორეად შეაფასედ თქვენი პოზიციები ბაზარზე.
 
4.დაამყარეთ ურთიერთობა პროფესიონალებთან.
 
5.შეისწავლეთ სამართლებრივი გარემო.
 
6.შეაფასეთ თქვენი ბიზნესის მომგებიანობა.
 
7.სწორად შეაფასეთ თქვენი წარმატების ძირითადი ფაქტორები.
 
8.შეადგინეთ ბიზნეს-გეგმა.
 
9.მოიძიეთ ფინანსური რესურსი.
 
10.დააფუძნეთ საწარმო.
 
დაფიქრდით, აქვს თუ არა თქვენს ბიზნესს განვითარების პოტენციალი? ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით თქვენი გზამკვლევი ბიზნესის სფეროში წარმატების მისაღწევად.