EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« შესაძლებლობა დიასახლისებისთვის »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 17:01:16

დიასახლისებისთვის ძალიან კარგი იქნება, თუ თავისუფალი დროის პროდუქტიულად და ეკონომიკურად მომგებიანად გამოყენებას შეძლებდნენ. ვფიქრობთ, ამის ერთ-ერთი კარგი საშუალება ნაქსოვი ნაწარმის შექმნაა საქსოვი მანქანის დახმარებით.
ნაქსოვი ტანსაცმელი თუ აქსესუარები ძალიან აქტუალურია წლის ცივ და გრილ სეზონებზე, შეძენის სურვილი დიდია, თუმცა შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნება. თუ დიასახლისები სპეციალურ საქსოვ მანქანას შეიძენდნენ და მასზე მუშაობაზე დახელოვნდებოდნენ, გაცილებით იაფად შეძლებდნენ პროდუქციის დამზადებას.
უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, თუ ისინი რომელიმე ერთ სახეობაზე დახელოვნდებოდნენ და მას მასიურად აწარმოებდნენ, მაგალითად ნაქსოვი ქუდები, კაშნეები ან ჟაკეტები, პულოვერები.. თუ დიასახლისები შემოქმედებითად მიუდგებოდნენ და ნაწარმს ესთეტიურად ლამაზად გააფორმებდნენ, ეს კიდევ დამატებით ღირებულებას შესძენდა პროდუქციას.
დიასახლისებს შექმნილი პროდუქციის გაყიდვა შეუძლიათ ადგილობრივად სამეზობლოში, ან მათი ჩაბარება შეუძლიათ ბაზრობებზე , მაღაზიებში. თუ მათი შემოსავლები კალენდარული წლის განმავლობაში 30.000ლ არ გადააჭარბებს და დაქირავებით მომაშავე არ ეყოლებათ, მათი ბიზნესი მიკროდ ითვლება და საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან თავისუფლები არიან.
ამით დიასახლისები თავისუფალი დროის საინტერესოდ და მომგებიანად დატვირთვას შეძლებდნენ, შემოსავლის დამატებით წყაროს გაიჩენდნენ და ისეთ საქონელს შექმნიდნენ ისეთ ფასად, რომელიც უფრო ხელსაყრელია მომხმარებლისთვის, ვიდრე ბაზარზე არსებული.