EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბიზნეს გეგმა »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 17:02:12

ნებისმიერი შემოთავაზებული ბიზნეს გეგმის ფორმა იძლევა მხოლოდ ზოგად წარმოდგენას. ყოველ ბიზნესს კი აქვს თავისებურებანი. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება არსებობდეს ყოველი შემთხვევისათვის გამოსადეგი რაღაც სტანდარტული გეგმა. არსებობს ნებისმიერი ბიზნეს გეგმის შედგენის ერთი პრინციპი: ის ყოველთვის უნდა იყოს მოკლე. მართალია, ზოგჯერ პრობლემის ადეკვატურად ასახსნელად საჭიროა, უფრო ვრცელი მასალა, მაგრამ ამავე დროს მკითხველს არ უნდა შეუნელდეს ინტერესი, არ უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული. პროექტების უმრავლესობისათვის საკმარისია 10-20 გვერდის მოცულობა. წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის შინაარსი არის მხოლოდ სქემა, ამიტომ საკუთარი ბიზნეს გეგმის შედგენისას ის თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა ყველა მთავარი მომენტი მაინც უნდა აისახოს. ამიტომ მის შედგენას სათანადო ყურადღებით მოეკიდეთ.
1. რეზიუმე1.1 გეგმის მიზანი;
 1.2 ფინანსირების საჭიროება, მისი დანიშნულება და მიზანი;
 1.3 ბიზნესის და მისი სამიზნე მომხმარებლის მოკლე აღწერა;
 რით განსხვავდება თქვენი ბიზნესი კონკურენტებისგან;
 კონკრეტულად რამ უნდა აღძრას ნდობა თქვენი ბიზნესისადმი
 (საანგარიშო მასალები, ხელმძღვანელის კვალიფიციურობა და ა.შ.);
 ამონარიდები ძირითადი ფინანსური მონაცემებიდან.
2. მიზნები და ამოცანები.
 2.1 იდეის ანალიზი
 2.2 საქმიანობის ძირითადი მამართულებები და მიზნები;
 2.3 წარმოების დარგების დახასიათება.
3. პროდუქტი (მომსახურება)
 3.1  პროდუქციის (მომსახურების ) აღწერა და გამოყენება;
 3.2 განმასხვავებელი ნიშან-თვისებები და უნიკალობა;
 3.3 თქვენი ბიზნესისათვის საჭირო ტექნოლოგია და კვალიფიკაცია;
 ლიცენზია/ საპატენტო უფლებები;
 3.4 პოტენციალი.
4. ბაზრის ანალიზი
 4.1 მყიდველი;
 4.2 კონკურენტები (მათი ძლიერი და სუსტი მხარეები);
 4.3 ბაზრის სეგმენტები;
 4.4 ბაზრის ტევადობა და მისი ზრდის შესაძლებლობა;
 4.5 შეფასებითი დონე ბაზარზე;
 4.6თქვენი კლიენტურის შემადგენლობა;
 4.7 კონკურენციის გავლენა
5. მარკეტინგული გეგმა
5.1 მარკეტინგული განლაგება (პროდუქციის /მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა)- პროდუქციის /მომსახურების ძირითადი მაჩვენებლების შედარება კონკურენტებისაზე?
 5.2 ფასწარმოქმნა;
 5.3 საქონლის გავრცელების სქემა;
 5.4 გაყიდვების სტიმულირების მეთოდები.
6. წარმოების გეგმა
 6.1 სათავსოების და ფართების განლაგება;
 6.2 აღჭურვილობა;
 6.3 ძირითადი მასალებისა და აღჭურვილობების მოწოდების
 წყაროები;
 6.4 ქვემოიჯარეების გამოყენება.
7. მმართველი პერსონალი
 7.1 ძირითადი ხელმძღვანელი გუნდი;
 7.2 მმართველი გუნდის ანაზღაურება /წახალისება;
 7.3. პერსონალის შემადგენლობის რაოდენობის განსაზღრვის დასაბუთება.
8. საჭირო სახსრების მოცულობა და მიღების მოსალოდნელი წყარო
 8.1 საჭირო სახსრების მოცულობა;
 8.2 საიდან ვარაუდობთ ამ თანხის მიღებას, რა ფორმით და რა ვადებში;
 8.3   თანხების დაბრუნების ვადები.
9. ფინანსური გეგმის ძირითადი პუნქტები და რისკების შეფასება.
 9.1 გაყიდვების მოცულობა, მოგება, თვითღირებულება და ა.შ.
 9.2 რისკი და მისი თავიდან აცილების ხერხები.
10. დეტალური ფინანსური გეგმა (ბიუჯეტი)
 10.1 გაყიდვების მოცულობის პროგნოზი;
 10.2  შემოსავლისა და ზარალის შეფასება;
 10.3  ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი (პირველ წელს-ყოველთვიური,
 შემდგომში-ყოველკვარტალური);
 10.4 წლიური საბალანსო უწყისი.