EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ შევარჩიოთ მამაკაცის კოსტუმი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-22 17:28:31
მამაკაცის კოსტუმი - მეტყველებს მფლობელის მიღწევებზე. კოსტუმი ერთ-ერთი პირველი ფაქტორია, რომლითაც ადამიანები აფასებენ ერთმანეთს. მისი შერჩევისას, უნდა იცოდეთ რისთვის გჭირდებათ. ყველაზე ძვირადღირებული კოსტუმი არის ხელთნაკეთი (ხელით შეკერილი). ის პრესტიჟული და უფრო მაღალი სოციალური სტატუსის მაჩვენებელია, გარდა სრულყოფილი ფიგურისა, იმალება მფლობელის ყველა ნაკლოვანებები. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქარხანა აწარმოებს ბევრად უარესს.
ქურთუკი (პიჯაკი)
კოსტუმის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ პიჯაკს. ის არც მოძრაობაში უნდა გიშლიდეთ ხელს და არც საკიდივით გეკიდოთ ტანზე. რაც უფრო ელიტურია ნაკეთობა, მით უფრო ნატიფია მასში ტრადიციული ნაკერები და მეტია ხელით შესრულებული სამუშაო. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ ნაკერებს. მრუდე და გამოძენძილი ნაკერი ნაკეთობის დეფექტის მაჩვენებელია.
ღილების რაოდენობა:
ერთი ღილი
ქურთუკი (პიჯაკი) ერთი ღილაკით გამოიყენება, როგორც ერთ ბორტიანი ვერსია. ეს მოდელი ხშირად შოუბიზნესის წარმომადგენლებზეა გათვლილი. ღილაკი ყოველთვის შეკრულია. არ არის რეკომენდებული ბიზნეს მამაკაცებისთვის.
ორი ღილი
ქურთუკი (პიჯაკი) ორი ღილით გახდა პოპულარული მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასეთ მოდელს ირჩევენ ბანკირები, აღიარებულია, როგორც კონსერვატიული. პიჯაკი (ქურთუკი) იკვრება უშუალოდ ზედა ღილზე.
სამი ღილი
ქურთუკი (პიჯაკი) სამი ღილით, ზევითა ღილს ოდნავ ფარავს "ლაცკანი". პიჯაკი ორღილიანი ვერსიის მსგავსია. ითვლება არაფორმალურ ბიზნეს ქურთუკად. იკვრება ორი ზემოთა ან მხოლოდ შუა ღილი.
ოთხი ღილი
ქურთუკი (პიჯაკი). ოთხი ღილით, "ლაცკანი" ამ მოდელში მეტად პატარაა, ვიდრე ორი ან სამი ღილიან მოდელებში. დასაშვებია მხოლოდ არაფორმალურ კოსტიუმზე.
2 შარვალი
შარვლის შერჩევისას, არის გარკვეული წესები :
შარვალი ქამრის გარეშეც მჭიდროდ უნდა იყოს წელზე მიმაგრებული. ხარისხობრივად, მამაკაცის კოსტუმის შარვლის ისრები გაივლიან შუა მუხლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება დამახინჯებული ფეხების ეფექტი. შარვლის ოპტიმალური სიგრძე, უნდა ფარავდეს ფეხსაცლის ზედა მხარეს და თითქმის მიდიოდეს ქუსლზე. რის შედეგადაც ჩნდება მცირე ბუნებრივი ტეხილი (ნაკეცი). შარვლის გადაკეცვის სიგანე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ უნდა აღემატებოდეს 3-4 სანტიმეტრს. თუ თქვენ ირჩევთ შარვალს გადაკეცვის გარეშე, მაშინ შარვლის სიგრძე უნდა იყოს უკნიდან 1.5-2 სანტიმეტრით მეტი წინაზე.
3 ჰალსტუხი და ცხვირსახოცი
ჰალსტუხის სიგრძე წელიდან არ უნდა აღემატებოდეს 7-10 სმ. ვიწრო ბოლო კი უნდა დაამაგროთ მის უკან მდებარე სპეციალური მარყუჟით. ჰალსტუხის ფერი უნდა ეხამებოდეს მაისურისა და კოსტუმის ფერებს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დაემატოს ცხვირსახოცი ჰალსტუხთან იმავე ტიპით და ფერით, რომელიც მდებარეობს ქურუთუკის გარე მკერდის ჯიბეში. ცხვირსახოცს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი დაწყვილებული კუთხე , მაგრამ ერთი კუთხე აუცილებლად უფრო დიდია ვიდრე მეორე. ჯიბიდან უნდა ჩანდეს 3,5-4 სმ.
4 ქამარი
ქამრის შერცევისას კლასიკური კოსტუმისთვის, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ პრინციპით "რაც უფრო მარტივია, მით უკეთესი". მთავარია ქამრის ტყავის ფერი ემთხვეოდეს ფეხსაცმლის ფერს, ხოლო ბალთის ფერი ყოველთვის უნდა ემთხვეოდეს აქსესუარების, სამაგრების ფერებს.
5 კოსტუმის ფერი
გაითვალისწინეთ შემდეგი მომენტები :
კლასიკურ ფერებად ითვლება ლურჯი და ნაცრისფერი ფერები - ისინი მიზანშეწონილია ოფიციალური ღონისძიებებზე. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ შეარჩიოთ კოსტუმი ზოლებით. შავი ჩვეულებრივ უფრო ხშირად აცვიათ ქორწილში ან მისაღებია კლუბური საღამოსთვის, მაგრამ არა ოფისში სამუშაოდ. შარვალი ზოლებში გამოიყურება კარგად მხოლოდ ერთ ფერიან ქურთუკზე (პიჯაკზე). კოსტუმის კონტრასტული ფერები უფრო შესაფერისია ახალგაზრდებისთვის, ვიდრე საშუალო ასაკის მამაკაცებისთვის.
გარდა ამისა, არსებობს ტანისამოსის შეხამების ვარიანტები, რომლებიც ყველაზე წარმატებულია თქვენი გარდერობის შერჩევისას:
- მუქი რუხი კოსტუმი + ლურჯი ჰალსტუხი + თეთრი მაისური.
- რუხი კოსტუმი + წითელი ჰალსტუხი + ლურჯი მაისური.
- ღია ნაცრისფერი კოსტუმი + მწვანე ჰალსტუხი + თეთრი მაისური.
- მუქი ლურჯი კოსტუმი + ყავისფერი ჰალსტუხი + თეთრი მაისური.
- მუქი ლურჯი კოსტუმი + ბორდოსფერი ჰალსტუხი + შინდისფერი ან ვარდისფერი მაისური.
- შავი კოსტუმი + შავი ჰალსტუხი + თეთრი მაისური.