EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფინანსური მენეჯმენტი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-22 17:30:11
ფინანსური რესურსების მართვის პროცესში ძალზე ხშირად გვხვდება გაურკვევლობასთან და განუსაზღვრელობასთან ბრძოლის ამოცანა. ეს განუსაზღვრელობა ორი სახისაა:
შეუძლებელია ფინანსური სისტემის მიმდინარე მდგომარეობის დაზუსტება (მისაღები სიზუსტით);
უცნობია (ან ვერ დგინდება მოთხოვნილი სიზუსტე) მომავალი პერიოდის ფინანსური მაჩვენებლები და მისი თანამდევი პარამეტრები.
არაზუსტი სიმრავლეები ამ შემთხვევაში ასრულებენ განუსაზღვრელობის მოდელირების ინსტრუმენტების როლს, რომლებიც, თავის მხრივ ეფუძნებიან ადამიანის შემეცნების უნარს და შესაძლებლობას - თვისობრივი კატეგორიებით ოპერირებისა და ლოგიკური დასკვნების, თვისობრივი ფორმით გაფორმებისა.
თუ ვსაუბრობთ ფინანსური ფაქტორების მომავალ მნიშვნელობებზე, ამ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება და მოსახერხებელია არაზუსტი ციფრებითა და ფუნქციებით ოპერირება. მოდელირების ჯამური რეზულტატიც იღებს ასეთივე სახეს და შესაძლებელი ხდება ფინანსური რეზულტატების ნორმატიულად წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლებიდან შესაძლო გადახრის რისკის შეფასება.
არაზუსტი სიმრავლეების თეორიის (მათემატიკა) ფინანსურ მენეჯმენტში გამოყენების მახასიათებელი, სამაგალითო თემებია:
საწარმოს გაკოტრების რისკის ანალიზი.
საინვესტიციო პროექტის რისკის შეფასება.
ბიზნესებისა და ფასიანი ქაღალდების ოპტიმალური პორტფელის შედგენა.
ობიექტების რეალური ფასის დადგენა (მათ შორის უძრაობის).
აქციებისა და ობლიგაციების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება.
IT ინტერნეტ-ტექნოლოგიების, გადაწყვეტილებების აუცილებლობის და დასაბუთების ანალიზი.