EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« წარმატების ხელოვნება, სწორი აზროვნება-პირველი ნაწილი »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 17:38:35

წარმატების ხელოვნება, სწორი აზროვნება-პირველი ნაწილი
სწორი აზროვნება ეფუძნება სიცოცხლის კანონებს და ემსახურება ადამიანს მოიყვანოს საკუთარი ცხოვრება ჰარმონიაში სიცოცხლის კანონებთან. სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა დადებითი შინაარსის მქონე მოკლე წინადადებების, აფირმაციების, გამოყენება.
 
აფირმაცია - affirmare (ლათ.) ითარგმნება როგორც დამტკიცება, დადასტურება. ადამიანი ყოველთვის ფიქრობს. სამწუხაროდ, მისი აზრები ხშირად ქაოტურია და ამ ქაოტური აზროვნების გამო მისი ცხოვრებაც სავსეა მოულოდნელობებით. მას მუდმივად უწევს ფიქრი უკვე მისთვის მიღებული  არასასურველი შედეგების ლიკვიდაციაზე, შეცდომების გამოსწორებაზე.
 
რატომ ხდება ასე?
 
რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ მიიღოს მისთვის სასურველი შედეგი? ნუთუ არ შეიძლება სწორი მოქმედებებით არ მივიყვანოთ საქმე არასასურველ შედეგამდე?
 
ვიდრე ამ შეკითხვამდე გაიგებდეთ პასუხს, გაიხსენეთ, რა იყო გასული საუკუნეების უდიდესი აღმოჩენა? კოსმოსი? დნმ-ი? რადიოტალღები? ატომური ენერგია?
 
დიახ, ეს აღმოჩენები ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. მაგრამ თითოეულ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არ არის.
 
გასული საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო აზრების მატერიალიზაციის კანონი.
 
აზრი არის დინამიკური ენერგია, რომელსაც გამოიმუშავებს ადამიანის ტვინი. ეს ენერგია სინათლის სიჩქარით გადაეცემა ყველა მიმართულებით და გარკვეული დროის შემდეგ ბუმერანგივით ბრუნდება ისევ იმ ადამიანთან, რომელმაც ეს ენერგია გამოიმუშავა, მაგრამ, აი საოცრება, ის უბრუნდება მას უკვე გარდაქმნილ, ხილულ ფორმაში. მიიღეთ ის, რაც შეუკვეთეთ. თქვენ მიიღებთ ყოველთვის იმას, რაზეც ფიქრობთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა თანდათან უარესდება, მაშინ თქვენი ჯანმრთელობა თანდათან უფრო და უფრო გაუარესდება, მაგრამ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში დადგა აღმავლობის დრო, თქვენ ამის მრავალ დასტურს მიიღებთ.
 
თქვენ ალბად უკვე მიხვდით, რა დანიშნულება აქვს აფირმაციებს. აფირმაცია გეხმარებათ თქვენ გადაიტანოთ თქვენი ყურადღება ფიქრის კონკრეტულ ობიექტზე, იქნება ეს მატერიალური თუ სულიერი ობიექტი. აფირმაციის მრავალჯერადი გამოყენებით თქვენ იცვლით აზროვნების ჩვევას. თქვენ ეჩვევით სხვა აზროვნებას. მნიშვნელოვანია, რომ აფირმაცია სწორად იყოს შერცეული. მას უნდა ჰქონდეს მხოლოდ პოზიტიური და თქვენთვის მისაღები შინაარსი. სწორად შერჩეული აფირმაციით თქვენ შეცვლით თქვენს ცნობიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ დღეს ხართ ისეთი, რა ცნობიერებაც გქონდათ გუშინ და თქვენ გახდებით ხვალ ისეთი, რა ცნობიერებაც გაქვთ დღეს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა გააზრებული ზეგავლნა მოვახდინოთ ჩვენს ცნობიერებაზე დღეს, რომ ხვალ გავხდეთ ისეთი, როგორიც გვინდა, რომ გავხდეთ.