EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« წარმატებული განაცხადი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-24 10:24:35
1. წაიკითხეთ ანოტაცია
განაცხადის კომპლექტი განაცხადის ფორმის გარდა კიდევ შეიცავს სხვა მონაცემებსაც. დამოწმება, სამუშაოს აღწერა, პიროვნების სპეციალიზაცია და ინფორმაცია კომპანიის შესახებ. ყოველივე ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ მეტი შეიტყოთ სამუშაოს შესახებ და სწორედ წარმართოთ განაცხადის შევსება. ყურადღებით წაიკითხეთ ყველა თანმხლები დოკუმენტი და დარწმუნდით, რომ მთლიანად გაიაზრეთ მოთხოვნები.
2. აწარმოეთ საკუთარი გამოკვლევები.
შეიტყვეთ დამატებითი ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, რომელშიც განაცხადი შეგაქვთ. შეამოწმეთ კომპანიის ვებ-გვერდი, წაიკითხეთ კარიერის შესახებ და დაიმახსოვრეთ საკვანძო სიტყვები. გააკეთეთ ნახაზი. შევსება ჯერ არ დაიწყოთ.
3. უპასუხეთ ყველა კითხვას.
უპასუხეთ შეკითხვებს, მაგრამ არ დაამატოთ ზედმეტი ინფორმაცია, რაც მოთხოვნილი არ არის. ასეთი სახის ინფორმაციამ შესაძლოა უკუ-რეაქცია გამოიწვიოს. დაიმახსოვრეთ, რომ დამქირავებლები რასაც აკეთებენ, ეს არის ის, რომ მათ აინტერესებთ თქვენი პიროვნებაც, განათლება, უნარებსა და გამოცდილებასთან ერთად. ნუ დაამატებთ ზედმეტ გრაფებს ინფორმაციაზე. ეს არაფერ კარგს არ გააკეთებს. თუ შეგხვდებათ გრაფა, სადაც არაფერი გექნებათ ჩასაწერი, დაწერეთ მხოლოდ “not applicable". წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება აზრი, თითქოს თქვენ ან გამოგრჩათ, ან არ გადარდებთ მასზე პასუხი.
4. გამოიყენეთ სათანადო ლექსიკა
განაცხადის ფორმაში არის ინფორმაცია, რაც შესაძლოა დაგეხმაროთ მის შევსებაში. ესენია, სამუშაოს აღწერა, პიროვნების სპეციფიკაცია და ის, თუ რა სურს დამქირავებელს. თუ ისინი ითხოვენ ჯგუფში დინამიკურ მომუშავეს ან მუშაკს, რომელიც საკუთარი ინიციატივით მუშაობს, მოიყვანეთ იდეალური აღწერა იმისა, თუ როგორ აკეთებდით იგივეს სულ ცოტა ხნის წინ.
5. დაიტოვეთ დრო რომ გააანალიზოთ პირადი ინფორმაცია
განაცხადის ფორმები არის ერთგვარი უცვლელი დოკუმენტი, მაგრამ პირადი ინფორმაცია თქვენ გამოგარჩევთ ბრბოსგან და გაძლევთ საშუალებას “გაყიდოთ” თავი. პირად ინფორმაციასთან დაკავშირებული ყველა გრაფა შეავსეთ გულახდილად, მაგრამ ყურადღებით იყავით. ნუ დაწერთ ნოველას. პირადი ინფორმაციის დაწერის ფუნქცია იძლევა თქვენი წარმატების საშუალებას. თქვენ უფრო წარმატებული იქნებით, თუ განაცხადში ჩაწერთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზედმიწევნით ფლობთ ყველა იმ ჩვევასა და გამოცდილებას, რასაც ითხოვს დამქირავებელი. ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის ის, რომ გასცეთ ისეთი ინფორმაცია, რაც სხვასაც შეუძლია დაწეროს. ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. მიეცით თქვენს განაცხადს ორიგინალური სახე.
6. შეარჩიეთ შესაბამისი რეკომენდატორი
კარგი იქნება თუ რეკომენდაციას თქვენი ახლანდელი სამუშაოს უშუალო უფროსი ან უნივერსიტეტის ლექტორი გაგიწევთ. რეკომენდატორის სახელის მითითებამდე, აუცილებლად მიიღეთ მისგან თანხმობა ამაზე. ეს ხდება იმისათვის, რომ გამოირიცხოს უხერხული სიტუაციები, თუ მათ რეკომენდაციისთვის მიმართავდნენ.
7. ინტერნეტ ფორმებიც ისეთივე ყურადღებით შეავსეთ, როგორც ფურცლები
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ელეტრონულ ფორმებში შემმოწმებელი საკვანძო სიტყვებს ეძებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ელექტრონული განაცხადის ფორმები უფრო მეტ პასუხისმებლობას მოითხოვს შევსებისას.
8. კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ
გადაამოწმეთ, რომ განაცხადში არ იყოს მართლწერისა და გრამატიკული შეცდომები. დაწერეთ ლაკონურად და ნუ გამოიყენებთ ტავტოლოგიას. თქვენი გამოცდილების შესახებ საუბრისას გამოიყენეთ მაგალითები. როდესაც დაასრულებთ განაცხადის მაკეტს, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ის და ჰკითხეთ საკუთარ თავს “მე რომ დამქირავებელი ვიყო და ეს განაცხადი მედოს მაგიდაზე, მოვისურვებდი თუ არა ამ კანდიდატთან გასაუბრებას?” თუ პასუხი იქნება ‘არა’, ყოველივე თავიდან გააკეთეთ. გააგრძელეთ ამის კეთება, სანამ არ არ ჩათვლით, რომ ვინმეს ენდომება გაგესაუბროთ ამ ინფორმაციის გაცნობის შედეგ.