EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ ვიშოვოთ დიდი ფული »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-24 12:58:58
უკვე ხანდაზმული კაცი ვარ, ვინც ცხოვრებაში მიაღწია ყველაფერს, რაზეც ოცნება შეიძლებოდა. იმდენი ფული მაქვს, სიციცლის ბოლომდე ვერ დავხარჯავ, ხოლო ჩემი მოკრძალებული მოთხოვნების გათვალისწინებით, შეიძლება რამდენიმე სიცოცხელც მეყოს. ასე რომ ფულის შოვნით დაინტერესებული აღარ ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ ბროშურის გამოქვეყნებით სარგებლობას მოვუტან სასოწარკვეთილებსა და გადაუჭრელი პრობლემების წინაშე მყოფებს.
სათითაო მზე არ არსებობს, მაგრამ ფული ამ ქვეყანაზე ყველასთვის საკმარისია. იმისთვის, რომ ფული გქონდეთ, საჭიროა სურვილი და მზადყოფნა მათ მისღებად, და იღბალი, იღბალი... სამყარო ქაოსის სტიქია როდია. არც იღბალია ისე ბრმა, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ადამიანებს სხვადასხვა რაოდენობის ფული აქვთ, იმიტომ, რომგანსხვავებულად აღიქვამენ რეალობასა და სამყაროს. იმისთვის, რომ გამდიდრდეთ, გარეგნულად კი არა, შინაგანად უნდა შეიცვალოთ. თუ გნებავთ, ამას წარმატების მაგია უწოდეთ.
ჩვენი პირველყოფილი წინაპარი სანადიროთ წასვლის წინ ირემს სილაზე ხატავდა და ნახატს შუბით განგმირავდა. რისთვის აკეთებდა ამას? იმის გამო ხომ არა, რომ ათასწლეულების გამოცდილებით იცოდა: ნებისმიერ მატერიალურ ქმედებას საფუძვლად უდევს გეგმა, მომავალი მოვლენის იდეური დამუშავება? ეს გახლდათ პრიმიტიული მაგია, ის ნამდვილად ეხმარებოდა მონადირეს ნამდვილი ირმის განგმირვაში. ასეთია რწმენის ძალა, რომელიც ჩვენი სურვილებისა და წარმოდგენების, ანდა პირიქით - ჩვენი შიშებისა და ფობიების მატერიალების ძალაა.
რწმენასთან ხუმრობა არ ვარგა: პლაცებო (ანუ რწმენის გარეგნული მატერიალური ატრიბუტები) შეიძლება იყოს როგორიც გნებავთ, თუნდაც ქვიშაზე ან დროშის ქსოვილზე დახატული, რადგან თავად რწმენაა საქმის მამოძრავებელი იმდენად, რამდენადაც ძლიერია თავად რწმენა!
თუ წარმოების წარმატებისა არ გჯერათ, საქმეს საერთოდ ნუ დაიწყებთ - ურჩევენ დამწყებ მეწარმეებს. გგონიათ, ეს მეტაფორაა? ფიქრობთ, რომ ბიზნესის წარმატება მხოლოდ ნაწილობრივ არის დამოკიდებული რწმენაზე? ცდებით, საქმეში წარმატების რწმენა სწორედაც რომ მთლიანად განსაზღვრავს მის წინსვლას.
ხშირად გაიგონებთ, რომ იღბალი სულელებს წყალობს. ეს გასაოცარი დაკვირვება, ერთი შეხედვით, სავსებით ალოგიკურია (ლოგიკას მოკლებული), თუმცა ჭეშმარიტი. სულელს ერთი საინტერესო თვისება აქვს - რაიმე საქმის დაწყებისას ის არ ფიქრობს თანამდევ სირთულეებზე, იმ დაბრკოლებებზე, რომლებსაც „ჭკვიანი“ წინდაწინ განსაზღვრავს და ადგილს მიუჩენს წარმოსახვაში. ამის გამო სირთულე სულელისთვის მარტივდება. თითქოსდა, სულელის პრობლემაა - რაკიღა კედელს ვერ ხედავს, არ ნიშნავს, რომ შუბლით არ შეეჯახება, მაგრამ... ოი, საოცრებავ, „სულელი“ სწორედ იმიტომ, რომ კედელს ვერ ამჩნევს, მასში თავსუფლად გადის! ის წარმატებას თავისთავად აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კედელი, რომელსაც „ჭკვიანი“ ხედავს, სინამდვილეში წარმოსახულია, ცნობიერებაში შექმნილი, ილუზორული ყოფილა! სამყარო დამოკიდებულია იმ წარმოდგენებზე, რომლებიც მის შესახებ გაგვაჩნია. რაც მეტ დაბრკოლებას ხედავს სულიერად დახვეწილი ნატურა, მით მეტ წინააღმდეგობას აწყდება (რაც მისივე „შეკვეთით“ წარმოიშვება). რაფინირებულ ინტელიგენტს რომ შესთავაზო, ვაჭრობა დაიწყეო, წინასწარ ათას მიზეზს მაინც ჩამოთვლის, რის გამოც საქმე მარცხიანი იქნება: შეთქმულების ბაზარზე, საბითუმომიმწოდებელთა ძლიერებას, რეკეტს, არამდგრად და ხარბ ხელისუფლებას და კიდევ უამრავ ფაქტორს. არადა, ხშირად ვხედავთ, როგორ იწყებს ვაჭრობას ამ ინტელიგენტის მეზობელი, არცთუ გონებაგახსნილი კაცი და წარმატებას აღწევს, რადგან თავისი უმეცრებისა და წარმოსახვის განუვითარებლობის წყალობით, არ ფიქრობს სირთულეებზე.
ქუდბედიანი დაიბადაო, იტყვიან იღბლიან კაცზე. წარმატების მიღწევის პირდაპირპროპორციულად ახალი წარმატების ალბათობა იზრდება. რაც მეტია გამარჯვება, მით მეტია ახალი გამარჯვების შანსი. რატომ? გამოდის, ადამიანი უნდა დაარწმუნო, რომ წარმატებულია და მართლაც წარმატებული გახდება!
ფულს ფული იზიდავს, - აი ზემონათქვამის კიდევ ერთი დასტური. აბა რატომაა, რომ მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი უფრო ღარიბდებიან? არასოდეს წარმოთქვა „არა“ სხვის ნაცვლად, სანამ ამას თვითონ არ გეტყვის. ხშირად ადამიანი წინასწარ ისე მკაფიოდ წარმოიდგენს, როგორ ეუბნებიან უარს თხოვნაზე, წარმოსახვაში ისე ნათლად გაათამაშებს თავისი მარცხის სცენას, რომ აღარც კი ღირს რამეს სათხოვნელად სადმე წასვლა - აუცილებლად უარს მიიღებს. თვითონვე ითხოვა და თვითონვე სტკიცა უარი საკუთარ თავს. ჰოდა ვინ რას მისცემს?
სამყაროს მეტაფიზიკა
ინდუსები სამყაროსეულ ილუზიას „მაიას“ უწოდებდნენ, მათი რწმენით, მირაჟების სამეფოა, რომელიც ადამიანს გარს ერტყმის. ნუთუ მატერიალური ბუნება ილუზიაა? ნუთუ ჩვენთვის ჩვეული გარემო მირაჟია, ხოლო ნივთეული კანონები, რომელთა მორჩილებასაც შევეჩვიეთ, თავად გამოვიგონეთ? საკუთრივ ჩემთვის ეს მართლაც ასეა. ხარისხის მქონე მეცნიერმა და მილიონების მქონე მეწარმემ კარგად ვიცი: თუ ხვალ კაცობრიობა ირწმუნებს, რომ დედამიწას პარალელოპიპედის ფორმა აქვს, ეჭვი არ შეგეპაროთ, კოსმოსიდან ჩვენი პლანეტის კუთხოვან ფოტოებს მივიღებთ!
ჩემი თვალსაზრისით (რასაც ჩემი კომერციული გამოცდილებაც ადასტურებს), სინამდვილეში არსებობს პიროვნებისა და სამყაროს ურთიერთკავშირის ერთობ მოქნილი და დინამიკური სისტემა, რომელიც პიროვნების გონებრივ სიმწიფეზეა გათვლილი. ჩემი წარმოდგენით, სამყარო აპარატია, რომელიც მის შესახებ ჩვენი წარმოდგენების ილუსტრირებას ახდენს. ჩვენ ხანმოკლე დროით შევდივართ „მაიაში“ და ვარსებობთ იქ იმ სამყაროში, რომლის შექმნასაც საკუთარი საკუთარი თავისთვის საჭიროდ მივიჩნევთ. ეს კი ნამდვილი ოცნებების საუფლოს ჰგავს. საბრთხე კი იმაში მდგომარეობს, ცნობიერებას შეუძლია ბოროტებისა და ჯოჯოხეთის მოდულირებაც დედამიწაზე. ტყუილუბრალოდ დავადანაშაულებთ ამაში სამყაროს - მან ხომ მარტოოდენ ჩვენი შეკვეთა შეასრულა! ჯობს დამნაშავე საკუთარ თავში ვეძიოთ. კაცობრიობის დიდი მასწავლებლები ადამიანის პიროვნულ გარდასახვას იმიტომ იჟინებდნენ, რომ იცოდნენ: სამყაროს შესახებ ძველი შეხედულებებით ახალი სამყაროს აშენება შეუძლებელია! ჩვენ რწმენისა და ნებისყოფის სამყაროში ვცხოვრობთ. ესაა და ეს. ყველაფერ დანარჩენს „პლაცებოს“ ხასიათი აქვს. რა არის პლაცებო? მედიკოსები ასე უწოდებენ ფუყე სატყუარას, რომელსაც პაციენტს წამლის ნაცვლად აძლევენ. იმ რწმენით, რომ ეს წამალია, ბევრი პაციენტი გამოჯანმრთელებას იწყებს. ჰოდა, აქციებიც, ფულადი ნიშნებიც, დიპლომებიც და კიდევ ბევრი რამ თქვენი პლაცებოა, მაგრამ შეხედეთ დაკვირვებით, რა იქნებოდა ეს ფერადი ქაღალდები მათ მიმართ კოლექტიური რწმენის გარეშე? მხოლოდ თქვენი ღრმა რწმენა აქცევს მათ ჭეშმარიტად ფასეულად და შესაძლოა ძნელად საშოვნელადაც. თუ თქვენ შინაგანად გწამთ, რომ ფული ძნელად იშოვება, მართლაც გაგიჭირდებათ მისი შოვნა - თვინიერი სამყარო სიამოვნებით წარმოგიდგენთ თქვენი „სიმართლის“ დამადასტურებელ ფაქტებს. ის ხომ თქვენს შეკითხვაზე მუშაობს! რაც მეტად ირწმუნებთ, რომ ღარიბი ხართ, მით მეტად გაღარიბდებით და როცა საკუთარი უიღბლობის რწმენა „მდოგვის მარცვლისოდენა“ გახდება, აღარაფერი გიშველით - სიღატაკეს თავს ვეღარ დააღწევთ.