EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სტივენ პოლ ჯობსი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-24 13:11:12
სტივენ პოლ ჯობსი (ინგლ. Steven Paul Jobs, 24 თებერვალი 1955, სან-ფრანცისკო — 5 ოქტომბერი 2011, პალო-ტო),[1][2] ცნობილი როგორც სტივ ჯობსი (ინგლ. Steve Jobs) — კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი[3], თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO).[4][5] 1986–2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. პიქსარის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე სათამაშოების ისტორია, მან იმუშავა, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა.[6] როდესაც სტუდია უოლტ დისნეის კომპანიამ შეიძინა 2006 წელს, ჯობსი გახდა დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანიის უმსხვილესი მეწილე.[7]
1976 წელს ეპლის თანადამფუძნებელ, სტივ ვოზნიაკთან, ერთად მან პოპულარიზაცია გაუწია პერსონალური კომპიუტერის იდეას ეპლ II-ით. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და თაგუნაში, რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა, შემოიტანა რა ეს ინოვაციები ეპლ მაკინტოშის კომპიუტერებში.[8][9] 1985 წელს ჯობსი Apple-იდან გაათავისუფლეს,[10] რის შემდეგაც მან დააარსა კომპიუტერული კომპანია NeXT. 1996 წელს Apple-ის მიერ NeXT-ის შესყიდვის შემდეგ, ჯობსი დაბრუნდა თავისივე თანადაარსებულ კომპანიაში ამჯერად მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.