EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ძაღლი– ჩინური კალენდარი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-24 17:50:34

ძაღლი– ჩინური კალენდარი(2006, 2018...)

1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018...

ძაღლი ყოველთვის მოუსვენარია, ყოველთვის სადარაჯოზეა, არასდროს ისვენებს, ყოველთვის მზადაა იცავდეს... ხშირად უკიდურესობამდე ჯიუტია და ცინიკოსი. მისი ეშინიათ, არ უყვართ უკმეხობისა და უსიამოვნო შენიშვნების გამო.

ძაღლს ხშირად ახასიათებს მიდრეკილება ჩაეფლოს დეტალებში, გააკრიტიკოს მიზეზით თუ უმიზეზოდ, სისტემატურად ეძებოს რაღაც განხეთქილება. სინამდვილეში იგი დიდი პესიმისტია, არაფერს არ მოელის ცხოვრებისაგან. თამამად ილაშქრებს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ. სკეპტიკოსია, აქვს კრიტიკული ჭკუა. იუმორის გრძნობა და დიდსულოვნება მას წვრილმანებზე მაღლა აყენებს. არ უყვარს ხალხის შეჯგუფება. გრძნობის მხრივ ცივი გვეჩვენება, მაგრამ ეს შთაბეჭდილება არ არის სწორი. მიუხედავად ნაკლოვანებებისა, ძაღლში შერწყმულია ადამიანური ბუნების ყველა დადებითი თვისება. ლოიალური, ერთგული და პატიოსანია. მასში განვითარებულია მოვალეობის გრძნობა, მას შეიძლება დაეყრდნო, სხვაზე უკეთ შეუძლია საიდუმლოს შენახვა. ეზიზღება აღსარება. მას მარტივი მატყველება აქვს, ზოგჯერ თავისი აზრის გამოთქმაც უჭირს, მაგრამ არავის შეუძლია ისე მოსმენა, როგორც მას. აკეთებს ყველაფერს შესაძლებელს სხვისთვის. მისი ერთგულება უსაზღვროა, უახლოვდება თავგანწირვას. ხალხი პატივს სცემს მას, იგი იმსახურებს ამას. ისტორიულად ძაღლები ყოველთვის იყვნენ სამართლის მომხრეები, ნებისმიერი უსამართლობა მასში იწვევნ პროტესტს. ის არ დაწყნარდება, მანამდე, სანამ არ მოიმოქმედებს ყველაფერს, რომ გამოასწოროს მდგომარეობა.

ძაღლი იტანჯება, როცა არსებობს უბედურება, უმუშევარობა, ომები; იგი იტანჯება დედამიწის ზურგზე შიმშილობის გამო, იტანჯება წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე ფიქრით. იგი არის ფილოსოფოსი, მორალისტი, მემარცხენე. არ არის დაინტერესებული ფულით. დიდსულოვანი და უანგარო, მიუხედავად იმისა, ცხოვრობს მდიდრულად თუ ქუჩაში. მასში უპირატესია ინტელექტუალური საწყისი, შეუძლია იარსებოს კომფორტის გარეშეც. მაგრამ თუ ფული დასჭირდება, მას სხვაზე უკეთ იშოვნის.

პატიოსან ძაღლს შეუძლია იყოს წარმოების კარგი ხელმძღვანელი, პროფსაბჭოს აქტიური მუშაკი, აღმზრდელი, მაგრამ რითაც არ უნდა იყოს დაკავებული, ყოველთვის იქნება იდეალურად პატიოსანი. მას შეუძლია მართოს ხალხი. ჭკვიანურია ასეთი ადამიანის დაახლოება, რამეთუ არავის არ ახასიათებს მისებრი შრომისმოყვარეობა და პირდაპირობა, ასე რომ ეხმარება ძაღლის არცთუ დიდ პატივმოყვარეობას. საყვარულსაც ძაღლი პატიოსნად ექცევა. სიცოცხლის მანძილზე მას ექნება სატრფიალო სიძნელეები, სხვათა შორის, ის თვითონ იწვევს მათ თავისი მოუსვენრობით და მერყეობით.

ძაღლი შეიძლება იყოს ბედნიერი ცხენთან, რომელიც მისცემს საშუალებას, დაიცვას დიდი საქმეები დამოუკიდებლობისათვის. ვეფხვთან ერთად დიდ სიძნელეებს გადალახავს და იბრძოლებს სიმართლის სახელით. იგი ხშირად აწყდება ვეფხვს, რომელსაც წარმატებით ეხმარება, და ამასთანავე თვითონ ჩრდილში რჩება, მაგრამ უზრუნველ და კეთილისმსურველ კატასთან ძაღლს შეუძლია იპოვოს სრული სიმშვიდე. დრაკონი ძალზე ამაყია, რომ შეეგუოს ძაღლის კრიტიკულ და გესლიან ჭკუას. რაც შეეხება თხას, ძაღლი ვერ იტანს მის ჭირვეულობას. ძაღლის ცხოვრების სამი ფაზა წარიმართება მერყევი ნიშნით, მოუსვენარი ბავშვობა, მძიმე ყრმობა, მოწიფულობის ხანა სკეპტიციზმითა და მარცხით. სიბერე – სავსე სინანულით... ძაღლი დაბადებული დღისით, უფრო წყნარია, ვიდრე დაბადებული ღამით.