EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვირთხა–აღმოსავლური ჰოროსკოპი »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-24 18:04:39
ვირთხა–აღმოსავლური ჰოროსკოპი (1996, 2008...)
1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020...
ვირთხა დაბადებულია აგრესიულობის ნიშნით. პირველი შეხედვით იგი გვეჩვენება წყნარი, ზომიერი, მხიარული, მაგრამ არ ენდოთ ამას, ეს მოჩვენებითი სიწყნარე ფარავს მუდმივ აღგზნებას და სისტემატიურ აგრესიულობას. საკმარისია ცოტა მეტი ხანი დაჰყოთ მასთან, რომ მისი ნერვიულობა და მოუსვენრობა შეამჩნიოთ. ქოლერიკის ტემპერამენტით, ზოგჯერ მანიაკი. მოჩხუბარ ვირთხას უყვარს შეკრებებზე ხალისიანად ჭორაობა, არ ერიდება ავ სიტყვას; უფრო მეტი ნაცნობები ჰყავს, ვიდრე მეგობრები. იგი არასოდეს არავის არ ენდობა, თავშეკავებულია და თავის დარდს არ ამჟღავნებს. ისინი ვინც ამ ნიშნით არიან დაბადებულნი, ცდილობენ ნახონ მოგება ნაცნობ-მეგობრებიდან და საკუთარი მომხიბვლელობიდანაც კი. ეს საშიში მომხიბვლელობაა, ვირთხა ბოროტად იყენებს მას.
მოთამაშეა და გურმანს, არასოდეს არ სურს თავის შეზღუდვა. პარადოქსულია, რომ ყოველთვის აქვს შიში აუცილებლობის წინაშე. იგი ცხოვრობს დღევანდელობით, მაგრამ ოცნებობს, რათა უზრუნველყოს თავისი სიბერე. ქალი ვირთხა ამ მიზეზით ეცდება გაავსოს თავისი კარადები ტანსაცმლით, საჭმლით, რომელიც არ სჭირდება, მაგრამ ოდესმე მოიხმარს. მას შეხვდებით იქ, სადაც ყველაფერს განურჩევლად ყიდულობს იმ მოტივით, რომ სარფიან საქმეს მოჰკიდოს ხელი.
ვირთხა, რომელსაც გააჩნია წარმოსახვის უნარი, შეუძლია გახდეს საუკეთესო კრიტიკოსი, სასურველია ყური მიუგდოთ მის რჩევას, ზოგიერთი ვირთხისათვის ეს თვისება შეიძლება ნაკლად იქცეს და უბიძგოს განადგურებისაკენ. ყველაფერს სპობს საკუთარი სიამოვნებისათვის.
მდაბიო ვირთხა პატიოსანია. მას ახასიათებს საქმის ბოლომდე მიყვანა, მაშინაც კი, როცა საქმე განწირულია. იგი შეძლებს მოაწყოს თავისი ცხოვრება და მიაღწიოს წარმატებას.
ნებისმიერ ვირთხას ურჩევნია იცხოვროს ეშმაკობით, ვიდრე შრომით, და ბევრსაც აღწევს სხვების ხარჯზე, რომლებიც მისთვის მუხლჩაუხრელად შრომობენ. უარეს შემთხვევაში შეიძლება იყოს გენიალური პარაზიტი, მევახშე, რომელიც ფულს პროცენტით აძლევს. სიზარმაცემ შეიძლება ზოგი მათგანი კანცელარიის მუშაკად აქციოს, თუმცა მას აქვს უნარი მიაღწიოს წარმატებებს პოლიტიკაში, სამსახიობო ხელოვნებაში. ის უფრო ასრულებს გონებრივ სამუშაოს, ვიდრე ფიზიკურს.
სამწუხაროდ, ვირთხა აგროვებს რა ფულს, ხარჯავს იმავე წუთში. თავს არაფერში დაიჩაგრავს, და თუ გასცემს მხოლოს ანგარებით. ვირთხა დიდსულოვანია მათ მიმართ, ვინც უყვარს, თუნდაც ისინი არ პასუხობდნენ მის გრძნობას, რამეთუ სიყვარულში გამოხატავს იგი თავის თავს. კარგი იქნება, თავის ბედს თუ დაუკავშირებს დრაკონს, რომელიც შემატებს ძალას, წონასწორობას, კრიტიკულ ნიჭს. ხარი დაამშვენებს მას, თავს იგრძნობს უსაფრთხოდ. მაიმუნი მოაჯადოვებს მას; თუნდაც არ სურდეს ამის გამხელა, ვირთხა იქნება უსაზღვროდ შეყვარებული; მაიმუნი დასცინებს მას. უნდა ერიდოს ცხენს. ცხენის ეგოისტური და დამოუკიდებელი ბუნება ვერ აიტანს ვირთხის კერძომესაკუთრულ ხასიათს. კატასტროფა გარდაუვალია თუ მამაკაცი ვირთხა ცოლად შეირთას ქალ-ცხენს, თანაც ცეცხლოვანს. ასევე სიფრთხილეა საჭირო კატასთან.
ვირთხას ექნება ბედნიერი ბავშვობა, უზრუნველი სიყრმე, მისი ცხოვრების მეორე პერიოდი შეიძლება იყოს მშფოთვარე. არ არის დაზღვეული თავისი ქონება წააგოს უხეირო საქმეში ან დაკარგოს ბედნიერება.
მესამე პერიოდი მისი ცხოვრებისა იქნება მშვიდი; ასეთივე იქნება სიბერეც, მაგრამ ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად წარიმართოს, იმის მიხედვით, როდის დაიბადა – ზაფხულში თუ ზამთარში. თუ ზაფხულში, იგი იძულებული იქნება თავის დაიცვას და ყურადღება მიაქციოს მახეს, რომელიც მრავლად იქნება მისი ცხოვრების გზაზე დაგებული.