EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ხარი– აღმოსავლური ჰოროსკოპი »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-24 18:07:01
ხარი– აღმოსავლური ჰოროსკოპი (1997, 2009...)
1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009...
მომთმენი, ჩუმი, თავშეკავებული, შეუმჩნეველი და ზომიერი, ზუსტი, მეთოდური – ამ ნიშნებით ხარი ფარავს ორიგინალურ და ინტელექტუალურ ჭკუას. მას აქვს ნიჭი გულახდილობა გამოიწვიოს ადამიანში – ეს არის მისი ძირითადი უპირატესობა, რის საფუძველზეც აღწევს წარმატებებს. შორსმჭვრეტელია; უყვარს განმარტოება. იგი ფანატიკოსია, ხშირად შოვინისტია, ხანდახან პირფერი, რისთვისაც მას ხშირად აკრიტიკებენ. მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, აქვს მრისხანე და აღგზნებადი სახიათი. იშვიათადაა მისი რისხვა საშიში. იგი ჯიუტია, არ უყვარს ხელის მოცარვა საქმეებში. მათთან, ვინც გზაზე ეღობება, დაუნდობელია და აქ მას ვერავინ გააჩერებს. იგი არის ხელმძღვანელის ტიპი. მართალია, სიტყვა-ძუნწია, მაგრამ თუ დასჭირდა, შეუძლია მჭევრმეყველადაც იქცეს. კამეჩს არ უყვარს სიახლე, რომელიც არღვევს მის სიწყნარეს. იგი ძალზე ტრადიციულია და უყვარს პირობითობა. მის ტანსაცმელში ვერ ნახავთ თამამ შტრიხებს, ფანტაზიას.
მის არსებობაში დიდ როლს ასრულებს ოჯახი. ჭკვიანია, შეიძლება მისგან კარგი ქირურგი დადგეს, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი აქვს სოფლის მეურნეობაში. იგი უნდა ერიდოს ვაჭრობას, რადგან უჭირს კონტაქტი ხალხთან. მან არ უნდა აირჩიოს ისეთი სპეციალობა, რომელიც მოგზაურობასთანაა დაკავშირებული. აქ იგი კარგავს ჯანმრთელობას და წონასწორობას. მას უყვარს თავისი ოჯახი და ამაყობს შვილებით. იგი მათგან ბრმა მორჩილებას მოითხოვს. უხეშად არიგებს და უმოწყალოდ ახვევს თავზე თავის ავტორიტეტს, მხოლოდ იმიტომ, რომ იყოს ოჯახის უფროსი. იგი შეიძლება იყოს ნაზი, ერთგული, მგრძნობიერი, მაგრამ არა რომანტიკული. მას სძაგს ითამაშოს სიყვარული და ვნება. ეს მატერიალისტური პოზიცია მისთვის უსიამოვნების წყაროა როგორც სიყვარულში, ასევე ქორწინებაში. ხარი უფრთხილდება არა თავის ცოლს, არამედ თავის უპირატესობას. ქვეშერდომების ერთგულება მისი პრეროგატივაა. ახასიათებს მოჩვენებითი სინაზე.
მისი ბავშვობა და ყრმობა ჩაივლის განსაკუთრებული ამბების გარეშე. მეორე პერიოდში ელოდება სიძნელეები ქორწინებაში; არის საფრთხე, რომ თანამეცხედრე ხარის გულგრილობის გამო განიმსჭვალოს სიძულვილით და ოჯახის გარეთ დაიწყოს რომანტიკული კავშირის ძებნა. ამ გარემოებაში ხარი თავისი ინტელექტის წყალობით, თუ რასაკვირველია შეძლებს თავის დაჭერას, გამოიყურება აპათიურ ადამიანად. გარეშეთათვის ამ მშრომელ და ოჯახის მოყვარულს შეწყნარება არა აქვს, რაც მიაჩნია არასწორად. ცხოვრების მესამე პერიოდში მას შეხვდება დიდი სიძნელეები, მაგრამ მათ თავს გაართმევს და წყნარი სიბერე ექნება.
ხარი – ზამთარში დაბადებული უფრო ბედნიერია, მას ნაკლები მუშაობა მოუწევს. ზაფხულში დაბადებულს არა აქვს მოსვენება, ოჯახს აძლევს უფლებას მთლიანად დაიპყრონ იგი.
მეოჯახე და კონსერვატორი ხარი კატაზე ძლიერია და ესხმის ვეფხვს, შეიძლება გაანადგუროს კიდეც. მას სჯერა, რომ იგი ძლევამოსილია და ამიტომ ძალადობის მომხრეა, ეჯავრება მოულოდნელობა, ხშირად კარგავს საკუთარი თავის რწმენას, მაგრამ ეს რწმენა მას უბრუნდება. ხშირად ვარდება პესიმიზმში – ყველაფერი ცუდად ეჩვენება. ხარი დააწყნარებს ვირთხას – მასთან არ არის საშიში. ხარი ბევრს შრომობს, მატერიალისტია, მაგრამ დახვეწილობა აკლია. დრაკონი მასთან მოწყენილია. ქალი – ხარი ერთგულია, იდეალურია, მაგრამ ფაქიზი არ არის. იდეალური ქორწინება აქვს მამალთან, ერთგული – ვირთხასთან, გველთან – თუმცა მას ხშირად ღალატობს, მაგრამ ოჯახს არ ტოვებს. მაიმუნი ხარით აღფრთოვანებულია და უყვარს. მან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუკავშიროს ცხოვრება თხას და ვეფხვს.