EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მაიმუნი–აღმოსავლური კალენდარი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-24 18:17:15

მაიმუნი–აღმოსავლური კალენდარი(2004, 2016...)

 

1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016...

ყველა ნიშნისაგან განსხვავებით ყველაზე ნებიერაა. იგი საზოგადოების სული და გულია. მაიმუნი ეშმაკია, ხშირად მაცდური. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა ნიშანთან თავისუფლად დაამყარებს ურთიერთობას, მაგრამ ეს ხშირად მხოლოდ ტაქტიკაა. მაიმუნი ანგარებიანია, ლაღი, დაუზარელი, ცუდ წარმოდგენას სხვებზე თავისი ყოვლისშემძლე თბილი მოპყრობით ფარავს. სინამდვილეში მას ეზიზღება ყველა სხვა ნიშნები და თავის თავს მათზე მაღლა აყენებს. იგი პატივმოყვარეა.

მაიმუნი ინტელექტუალურია, აქვს სწრაფვა ცოდნისაკენ, ბევრს კითხულობს, ყველაფერი იცის, რაც ხდება ქვეყანაზე. ის კარგად არის განვითარებული და აქვს შესანიშნავი მეხსიერება – შეუძლია დეტალებში აღიდგინოს წაკითხული, ნანახი და გაგონილი. მისთვის ასეთი მეხსიერება – აუცილებელია, რადგან არაფერი აქვს წესრიგში. იგი უკიდურესობამდე ორიგინალური და გამჭრიახია. აქვს ნიჭი სწრაფად გადაწყვიტოს ყველაზე რთული პრობლემები, მაგრამ თუ უცებ არ იწყებს მათ განხორციელებას, თავს ანებებს.

მაიმუნს საკმაოდ საღი აზრი და განსაცვიფრებელი მოხერხებულობა გააჩნია. ხალხის მოსატყუებლად. უნარი შესწევს მასხარად აიგდოს დრაკონი, ვინც გამოირჩევა თავისი სიძლიერით, ამტანობით და მოქნილობით. არ ემორჩილება ვეფხვის მაგნეტიზმს, რომელსაც დასცინის. ეშმაკი და დიპლომატი მაიმუნი ყოველთვის ადვილად პოულობს გამოსავალს ყველაზე მძიმე სიტუაციიდანაც კი, ე. ი. დამოუკიდებელია, ვერც ვერაფერს შთააგონებ და ვერც ვერაფერს მოახვევ თავს. იგი თვითონ არჩევს, ნაკლებად პუნქტუალურია და არ ყოყმანობს იცრუოს, მოიქცეს არაკეთილსინდისიერად, როცა ეს მას სჭირდება. მაიმუნს შეუძლია ჩაიდინოს უპატიოსნო საქციელი, თუ დარწმუნებულია დაუსჯელობაში. ასეთად მოქნილ ცნობიერებას იგი ხშირად მიჰყავს ქურდობამდე, მაგრამ ყველა არ არის ქურდი და მატყუარა. რაც უნდა მოხდეს, მასზე ძალიან არ ბრაზდებიან, რადგან მომხიბვლელია და თავის მოწონების ხელოვნებაშიც მეტად გაწაფულია.

მაიმუნი კარიერისტია; ყველა წარმატებას რომ მიაღწიოს, ამისათვის აქვს საფუძველი და შანსი. და, მართლაც მისი უარყოფითი თვისებების მიუხედავად (პატივმოყვარეობა, სიცრუე, არაპუნქტუალობა), მაიმუნთან სიახლოვეს სხვა ნიშნები ეძებენ მისი გონებაგამჭრიახობის გამოც, მაიმუნი ძალიან მოქნილია დიდი წარმატებებისათვის, ეშმაკია ფინანსურ გარიგებაში, შესანიშნავი მუშაკია იმ დარგებში, სადაც საჭიროა საზრიანობა, ცოდნა. ზოგჯერ იგი შეიძლება საკუთარი სინდისის წინაშეც ტყუოდეს.

მაიმუნს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ სარბიელზე; პოლიტიკაში, დიპლომატიაში, კომერციაში; მრეწველობაც არ წარმოადგენს მისთვის საიდუმლოს. მას შეუძლია ყველაფერს მოჰკიდოს ხელი, ყველაფრის უფლება მისცეს თავს, განსაკუთრებით თუ უმაღლესი განათლება აქვს. იგი შეიძლება ცნობილი გახდეს, თუ მიჰყვება თავის მოწოდებას, მხოლოდ საჭიროა აერიდოს სიტყვიერ სიჭარბეს, რამაც შეიძლება დაღალოს ხალხი. მიუხედავად ფინანსური სიძნელეებისა, მაიმუნს კარგი მდგომარეობა აქვს.

სიყვარულში იგი ბედნიერებას ვერ ჰპოვებს, ვნების დასაოკებლად იგი მალე იპოვის გასართობ საგანს, მაგრამ მალევე მობეზრდება და დაიწყებს ახლა სხვა სიყვარულის ძებნას; სამწუხაროდ, ტყუილად გაირჯება და ვნების მიუხედავად, მისი კრიტიკული და პრინციპული ჭკუა სწრაფად მიიყვანს მას გულგატეხილობამდე, მაგრამ მისი იუმორი იხსნის სასოწარკვეთილებისაგან.

მასზე უფრო ვის შეუძლია დასცინოს საკუთარ დარდს და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები.

მაიმუნს შეუძლია თავი კარგად იგრძნოს დრაკონთან. იგი მას მიუძღვნის თავის ეშმაკობას, სანაცვლოდ ისარგებლებს მისი სიძლიერით. მათ შეუძლიათ, აგრეთვე, იყვნენ კომპანიონები საქმეში. თუმცა მაიმუნს ყოველთვის თან სდევს აზრი, მიატოვოს დრაკონი. მაიმუნი კარგ დამოკიდებულებაშია ვირთხასთან, რომელსაც იგი მოაჯადოებს, ვირთხა გადაიღებს ყველაფერს მისგან და მხურვალედ ეყვარება მთელი სიცოცხლის მანძილზე, ეს სიყვარული თუ გინდ უპასუხო იყოს. მაიმუნი დასცინის ვეფხვს, მაგრამ კარგი იქნებოდა მორიდებოდა ასეთ საქციელს. ყოველგვარი კავშირი ვეფხვსა და მაიმუნს შორის როგორც საქმეში, ასევე სიყვარულში, მიიყვანს მათ უთანხმოებამდე, აფეთქებამდე. მაიმუნს არ უყვარს ზომაგადასულობა. ვინც არ უნდა იყოს მაიმუნის თანამგზავრი, მას აქვს მიდრეკილება – ჰყავდეს ბევრი შვილი.

პირველი პერიოდი მისი ცხოვრებისა იქნება ბედნიერი, მეორე მშფოთვარე, მისი გეგმები ხშირად დამარცხდება. მესამე პერიოდი იქნება მშვიდი, მაგრამ სიბერეში ელის მარტოობა და მოკვდება ოჯახისაგან მოშორებით, ზოგჯერ უბედური შემთხვევის გამო.