EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კურდღელი– ჩინური კალენდარი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-24 18:20:32

კურდღელი– ჩინური კალენდარი (1999, 2011...)

 

1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011...

ვიეტნამელებისათვის კატის ნიშანია, ხოლო იოპონელებისათვის კურდღლის ნიშანი. კატა ან კურდღელი ყოველთვის ეცემა თავის თათებზე. იგი იღბლიანია, ნიჭიერი, პატივმოყვარე, სასიამოვნო, თავმდაბალი, თავშეკავებული, დახვეწილი და კეთილმოსურნე. მაგრამ აქვს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი: იგი ზედაპირული პიროვნებაა და აქედან გამომდინარე, ყველა მისი კარგი თვისებაც ზედაპირულია. კატას უყვარს საზოგადოება და, პირიქით, კიდეც ჭორაობს, მაგრამ ამას აკეთებს მოხერხებულად, ჭკვიანურად და ფრთხიალად, ერიდება ცუდის თქმას. კატას უყვარს სტუმრების მიღება და სახლი დახვეწილი გემოვნებით აქვს მოწყობილი. იგი მაღალი წრის ადამიანია, ზოგიერთი მას სნობსაც უწოდებს, პედანტია. ქალი – კატას უყვარს თავის გამოჩენა. თუკი რაიმეს სწავლობს, სწავლობს საფუძვლიანად და იმისათვის, რომ ამ ცოდნით თავი გამოიჩინოს საზოგადოებაში.

კატა უცებ არ გამოდის წონასწორობიდან, იგი მშვიდია აუღელვებელი. მასში უფრო მეტი სენტიმენტალობაა, ვიდრე ნამდვილი მგრძნობიარობა. ომი და შიმშილობა იმ შემთხვევაში აღელვებს, თუ პირადად განიცდის გაჭირვებას, მაგრამ იმდენად განიცდის, რომ შეუძლია ვერ გადაიტანოს და მოკვდეს. კატა ადვილად ატირდება და ასევე ადვილად მშვიდდება. ამ ნიშნის ქალების მელანქოლია მომხიბვლელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.

კატა კონსერვატორია: სძაგს ყველაფერი, რაც შეარყევს მის ცხოვრებას, რაც გამოიწვევს სირთულეებს. ყველაზე უფრო ესაჭიროება კომფორტი და უსაფრთხოება, რადგან იგი ფრთხილია და ცოტა ნამუსიანიც კი. იგი როდი მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, თუ არ აწონ-დაწონა ყოველივე. ამ სიფრთხილის გამო ხალხი აღფრთოვანებულია კატით და ენდობა მას. ფინანსურ ასპექტში იგი მოქნილია და ვინც მასთან საქმიან კონტაქტშია, არაფერს წააგებს. კატა კარგი ვაჭარია, აქვს ნიჭი – შეარჩიოს სიტუაცია და არ გაუშვას ხელსაყრელი მომენტი. მოკლედ, იგი კარგი საქმოსანია, აქვს გემოვნება. მას შეუძლია, აგრეთვე იყოს იურისტი (ადვოკატი) ან აირჩიოს დიპლომატიური სარბიელი იმ პირობით, თუ მისი სიცოცხლე არ ჩავარდება საფრთხეში.

ამ ნიშნის ქალებს შეუძლიათ იბრწყინონ იმ სფეროში, სადაც საჭიროა გემოვნება, სტუმართმოყვარეობა და წარმომადგენლობა. პოლიტიკოსს (კაცს) სარგებლობას მოუტანს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალის შერთვა. ალერსიანი, დაუზარელი მასთან, ვინც უყვარს, და ამასთანავე, სიყვარულის ერთგულების შემძლეა. იგი ადვილად, უმტკივნეულოდ შორდება გულისსწორს. აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის წინაშე, მაგრამ ამასთანავე ხშირად თავის ახლობლებზე, შვილებზე მაღლა აყენებს მეგობრებს. ამ ნიშნის მქონე ქალების დედობრივი ინსტიქტი ძალიან შეზღუდულია, მაგრამ ამასთანავე, იგი ყოველთვის ასრულებს თავის მოვალეობას.

კატა კარგად ცხოვრობს თხასთან, რომელიც განსაკუთრებით აფასებს მის არტისტულ გემოვნებას. მისი ჭირვეულობა თუ ჟინი არ აღელვებს მას. ყველაფერი კარგად აეწყობა პატიოსან ძაღლთან და ზედმიწევნით ანალიზის მოყვარულ ღორთან. თავისი ბაქიაობით წონასწორობიდან გამოჰყავს მამალს. კატა უნდა მოერიდოს ვირთხას, როგორც ჭირს. ვეფხვთან მისი დამოკიდებულება როგორც სიყვარულში, ასევე საქმეში დაძაბულია, კატა უფრო ძლიერია და ყოველთვის შეუძლია გამოვიდეს თამაშიდან. მათ აქვთ საერთო ოჯახი და ამიტომ არ ეშინია ვეფხვის.

კატა მშვიდად იარსებებს მისი ცხოვრების სამ ფაზაში, იმ პირობით, რომ არ შეხვდება განსაკუთრებული დრამატული მოვლენა, გაურკვეველი წინააღმდეგობა, ომი, რევოლუცია, კატასტროფა; ეს მისი საქმე არ არის. მას არ მოსწონს მოწინააღმდეგის როლი, ყველაფერი, რაც შეაშფოთებს მის სიმშვიდეს. აზიის ხალხები არ ენდობიან კატას ან კურდღელს, ხალხში ამბობენ, რომ ჯადოქრები გარდაიქმნებიან კატებადო. ევროპაში მათ სწვავდნენ, ადანაშაულებდნენ ეშმაკთან კავშირში, მაგრამ ასეთი ცუდი რეპუტაცია არ არის მთლად სწორი. კატას პატივსაც სცემდნენ როგორც ღმერთს; ღმერთი, ჯადოქარი თუ ადამიანი?! ამასთანავე მის შეხედულებაში არის რაღაც მისტიკური, თითქოს უნდოდეს რაიმე სიმართლის თქმა, მისი მოჩვენებითი სისუსტე შეიძლება გადაიზარდოს საშიშ ძალაში.