EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« აიკიდო aikido »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-24 22:47:18

აიკიდო aikido

აიკიდო შექმნა მორიჰეი უესიბამ (იაპონ. 植芝 盛平) , 1883 წლის 14 დეკემბერს - 1969 წლის 26 აპრილს), რისთვისაც ზოგი აიკიდოს თაყვანისმცემელი მას ოსენსეის ("დიდი მასწავლებელი") უწოდებს. უეშიბა მიიჩნევდა, რომ აიკიდო იყო არა მარტო საბრძოლო ხელოვნების სინთეზი, არამედ პირადი ფილოსოფიისა და მშვიდობის შეჯამება. უეშიბას სიცოცხლის დროს დღემდე აიკიდო განვითარდა ბრძოლის მარტივი სახეობიდან (სახელად კორიუ), რომელიც უეშიბამ შეისწავლა მსოფლიოს მრავალი მასწავლებლისგან. 

თავდაპირველი განვითარება 

 ტეკედა სოკაკკუ

უეიბამ შექმნა აიკიდო გვიანდელ 1920-იანებში - ადრინდელ 30-იანებში როგორც მის მიერ შესწავლილი ადრე არსებული საბრძოლო ხელოვნებების სინთეზი . აიკიდოს საბაზისო ხელოვნებას, ერქვა დაიტო-რიუ აიკი ჯუჯუცუ, რომელიც უეშიბამ შეისწავლა ტაკედა სოკაკუსთან - ჯუჯუცუს განმაახლებელთან - ერთად. ასევე ცნობილია, რომ უეშიბამ შეისწავლა ტენჯინ შინო რუ ტოძავა ტოკუსაბუროსთან ტოკიოში 1901 წელს და გოთოა შინგან რუ ნაკაი მასაკაცუსთან 1903 - 1908 წლებში და ძიუდო კიოიჩი ტაკაგისთან ტანაბეში 1911 წელს. 

სწორედ დაიტო რუს საბრძოლო ხელოვნება საფუძვლად დაედო აიკიდოს. გარდა ხელშიშველი საბრძოლო ოლეთებისა, უეშიბამ ჩაამატა აიკიდოში ვარჯიშები იარაღების გამოყენებით - ისეთი იარაღების, როგორებიცაა იარი (ოაპონური შუბი), ჯო (მოკლე კვერთხი) და ჯუკენი (ბაიონეტი). ასევე ითვლება, რომ აიკიდომ აიღო მრავალი საბრძოლო ილეთი იარაღის გამოყენებით კენჯუცუდან. 

უეშიბა გადასახლდა ჰოკაიდოში 1912 წელს და დაიწყო სწავლა ტაკედუ სოკაკაუსთან 1915 წელს. მისი ოფიციალური კავშირი კავშირი დაიტორუსთან გაგრძელდა მხოლოდ 1937 წელს. ითვლება, რომ საბოლოოდ უეშიბამ გაწყვიტა ურთიერთობები როგორც ტაკედასთან, ასევე დაიტორუსთან. იმ პერიოდში უეშიბა თავის საბრძოლო ხელოვნებას "აიკი ბუდოს" ეძახდა. უცნობი, თუ როდის დაარქვა უეშიბამ სამხედრო ხელოვნებას "აიკიდო", თუმცა სახელწოდება "აიკიდო" ოფიციალურად დაფიქსირდა 1942 წელს , იაპონიის საბრძოლო ხელოვნებათა საზოგადოების მიერ.
 რელიგიური გავლენა 

იმის შემდეგ, რაც უეშიბამ დატოვა ჰოკაიდო 1919 წელს, იგი გაეცნო და მოხდა ონისაბურო დეგუჩის გავლენის ქვეშ, ომოტოს სულიერი ლიდერის.. ომოტოს ფილოსოფიის ერთ-ერთი მიზანია ადამიანის სიცოცხლეშივე უტოპიის მიღწევა. სწორედ ამან მოახდინა უდიდესი ზეგავლენა უეშიბას საბრძოლო ხელოვნებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბრობდა სხვებისდამი, განსაკუთრებით შენდამი ტკივილის მომანიჭებელისადმი, სიყვარულისა და თანაგრძნობის მინიჭებაზე. აიკიდო გამოხატავს ამ ფილოსოფიას მაშინ, როდესაც ცდილობს გადაამისამართოს მოწინააღმდეგის ენერგია და უმტკივნეულოდ მოახდინოს შეტევის ნეიტრალიზაცია. იდეალური მდგომარეობისას არამარტო შეტევის მსხვერპლი რჩება უვნებელი, არამედ შემტევიც.
 საერთაშორისო გავრცელება 

პირველად აიკიდო გასცდა იაპონიას 1951 წელს, როდესაც მინორუ მოჩიზუკი ეწვია საფრანგეთს, სადაც წარადგინა აიკიდოს ტექნიკა ძიუდოს მოსწავლეებს. მოჩიზუკის შემცვლელი გახდა ტადაში აბე, რომელიც 1952 წელს გახდა აიკაკი ჰომბუს ოფიციალური წარმომადგენელი საფრანგეთში და იმყოფებოდა ამ პოსტზე შვიდი წლის განმავლობაში. 1953 წელს კენჯი ტომიკი იმგზავრა ამერიკის 15 შტატში. ამავე წელს ტოჰეი კოიჩი გაიგზავნა ჰავაიში, სადაც დაარსა რამდენიმე დოჯო. გარდა ამისა, კიდევ რამდებიმე მასწავლებელი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რის გამოც 1953 წელი ითველბა ამერიკაში აიკიდოს წარდგენის წლად. გაერთიანებეული სამეფო გაეცნო აიკიდოს 1955 წელს; იტალია - 1955; გერმანია და ავსტრალია 1965 წელს.
 გავრცელება დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ 

ყველაზე დიდი აიკიდოს ორგანიზაცია არის აიკაკის ფონდი, რომელსაც ფლობს უეშიბას ოჯახი. აიკიდოს იყოფა მრავალ სტილად, ძირითადად ჩამოყალიბებული უეშიბას ახლო მოსწავლეების მიერ.

ჰაკამას მნიშვნელობა 

ო-სენსეი უეშიბას ერთ-ერთი უახლოესი მოსწავლე მიცუგი საოტომე (VIII დანი) იხსენებს, რომ ვარჯიშებზე, ტატამზე ასვლის პირველი დღეებიდან მოსწავლეებს უნდა ეტარებინათ ჰაკამა. მაშინ არ იყო რაიმე შეზღუდვა, რომელიც ეხხებოდა ჰაკამის სახეობასა თუ ფერს. უეშიბას მოსწავლე იხსენებს იმ დღეს, როდესაც მას ჰაკამა სახლში დარჩა. მან დააპირა ტატამზე ასვლა სავარჯიშო "დოგის" ამარა. ო-სენსეიმ ის შეაჩერა და გაკიცხა ჰაკამის არქონის გამო: "რატომ აძლევ შენს თავს უფლებას ქვედა საცვლების ამარა მიიღო ინსტრუქციები? ნუთუ შენ არ გაგაჩნია მორიდების გრძნობა?" ო-სენსეიმ აიძულა მოსწავლე ჩამომჯდარიყო და ვარჯიშებისთვის გვერდიდან ედევნებინა თვალყური. უესიბა აბობდა, რომ ჰაკამა არის ტრადიციული ტანსაცმელი მათთვის, ვინც სამურაის საბრძოლო ხელოვნებას ეუფლება. ჰაკამის შვიდი ნაკეცი არის "ბუდოს" შვიდი კომპონენტის სიმბოლო. ესენია: jin - გულუხვობა; gi - ღირსება, სამართლიანობა. rei - ზრდილობა, ეტიკეტი; chi - ჭკუა, ინტელექტი; shin - გულახდილობა; chu - ერთგულება; kon - პატივმოყვარეობა. წარსულში, საუკეთესო სამურაები ყველა ამ თვისებით იყვნენ დაჯილდოებულნი. ჰაკამა ჩვენ გვაკავშირებს ნამდვილი "ბუსიდოს" (სამურაის ღირსების კოდექსი) ბუნებასთან. არის ტრადიციების სიმბოლოები, რომლებიც თაობებიდან მომდინარეობს. აიკიდო "ბუსიდოს" იაპონური სულისაგან იშვა და ვარჯიშებზე მოსწავლე ვალდებულია პატივი სცეს შვიდი ტრადიციული კომპონენტის მნიშვნელობას.

დღესდღეობით აიკიდოს დოჯოთა უმრავლესობა არ იზიარებს ო-სენსეის მითითებებს, რომლებიც ჰაკამას ეხცება. მისი მნიშვნელობა ჩამოქვეითებულია სულიერი სიმდიდრეებიდან "yudansha" ოსტატობის დონემდე. აიკიდოს შემსწავლელ უმეტეს სექციებში თქვენ იხილავთ ისეთ სიტუაციას, სადაც ჰაკამას მხოლოდ "yudansha"-ს დონის მოვარჯიშეები ატარებენ, რომლებიც კარგავენ თავიანთ თავმდაბლობას. მიცუგი საოტომეს აზრით ჰაკამა უნდა ატაროს აიკიდოში მოვარჯიშე ყველა ადამიანმა, მიუხედავად მათი მომზადების დონისა. მისი აზრით ის, ვინც ვარჯიშისას ატარებს ჰაკამას და ესმის მისი მნიშვნელობა და არსი, მას უადვილდება უკეთ შეიგრძნოს ო-სენსეის სული. თუ ჩვენ დავუკარგავთ ჰაკამას თავის მნიშვნელობას, ეს იქნება აიკიდოს სულის მთავარი კომპონენტის დაკარგვის ტოლფასი. სხვა მხრივ, თუ დავითვალისწინებთ ო-სენსეის მითითებებს, რომლებიც შეეხება სავარჯიშო ფორმას, გაგიადვილებთ მისი ოცნებების სულიერ აღქმას, რომელსაც უეშიბამ მთელი ცხოვრება დაუკავშირა.
 დოჯოს წესები.

დოჯო არის ტრადიციული ქცევის წესების მიმდევარი. მისი სული მომდინარეობს უშუალოდ აიკიჯიცუს შემქმნელისაგან. ეს არის მისი სწავლების მიმდევართა ადგილი. ყოველი მოსწავლე ვალდებულია დარბაზში სათანადოდ მოიქცეს და პატივი სცეს მის სწავლებას.
 ნებისმიერმა მოსწავლემ მონაწილეობა უნდა მიიღოს დარბაზში ჰარმონიულობის და უსაფრთხოების ატმოსფეროს შექმნაში
 ყოველი მოსწავლის ვალია, პატივი სცეს მისი სწავლების შემქმნელს, სხვა მოსწავლეებს, მოუფრთილდეს დოჯოს და სავარჯიშო ინვენტარს.

 

მე არ მყავს მშობლები - ჩემი მშობლები ცა და მიწაა.
მე არ მაქვს კერა - ერთიანი კონცენტრაცია ჩემი კერაა.
მე არ მაქვს ღვთაებრივი ძალა - პატიოსნებაა ჩემი ძალა.
მე არ მაქვს საარსებო ფული - ბუნებისადმი მორჩილებაა ჩემი საარსებო წყარო.
მე არ მაქვს ჯ
ადოსნური სიძლიერე - შინაგანი ენერგიაა ჩემი სიძლიერე.
მე არ მაქვს არც სიცოცხლე, არც სიკვდილი - მარადისობა ჩემი სიცოცხლე და სიკვდილია.
მე არ მაქვს სხეული - სიმამაცე ჩემი სხეულია.
მე არ მაქვს თვალები - ელვის სინათლე ჩემი თვალებია.
მე არ მაქვს ყურები - ხუთი გრძნობა ჩემი ყურებია.
მე არ მაქვს კიდურები - წამიერი მოძრაობაა ჩემი კიდურები.
მე არ მაქვს კანონი - თვითგადარჩენაა ჩემი კანონი.
მე არ მაქვს სტრატეგია - სიცოცხლის და სიკვდილის ჩუქების თავისუფლებაა ჩემი სტრატეგია.
მე არ მაქვს ჩანაფიქრი - შემთხვევაა ჩემი ჩანაფიქრი.
მე არ მაქვს ტაკტიკა - სიცარიელე და შევსებულობაა ჩემი ტაქტიკა.
მე არ მაქვს პრინციპები - მორგებადობაა ჩემი პრინციპი.
მე არ მაქვს ნიჭი - გონების სისწრაფეა ჩემი ნიჭი.
მე არ მაქვს იარაღი - კეთილგანწყობა და სიმართლე ჩემი იარაღია.
მე არ მაქვს ციხესიმაგრე - ურყევი სულია ჩემი ციხესიმაგრე.
მე არ მაქვს ხმალი - სულის გაფანტვა სიცარიელეში არის ჩემი ხმალი.


მაკიმონო.