EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფულის ხე »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-25 13:45:08
ფულის ხე
ამბობენ, რომ ფენ-შუის ანუ, როგორც მას ეძახიან, ფულის ხეს დიდი ფინანსური წარმატება მოაქვს იმ ოჯახისთვის, რომელშიც ის ხარობს.
კარგად ნაცნობ, მაგრამ მაინც უცნობ მცენარეებს,ყოველ მეორე თუ არა, მესამე სახლის ფანჯარასა თუ აივანზე შეამჩნევთ. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ სახლში ქალი ცხოვრობს. მდედრობითი სქესის უმრავლესობას ყვავილები უყვარს და დიდი ენთუზიაზმითაც უვლის.
ყვავილებს რომ განსაკუთრებული მოვლა უნდა, ეს კარგად იციან მათმა პატრონებმა, მაგრამ სითბო და სიყვარული, ისეთივე მოფერება და საალერსო სიტყვებით საუბარი რომ სჭირდებათ, როგორც ბავშვებს ან საყვარელ ადამიანს, ეს ცოტამ თუ იცის.
ამასთან დაკავშირებით ცნობილია ერთი ასეთი ექსპერიმენტი: ყვავილები, რომლებსაც ყოველდღე ეალერსებოდნენ და ესაუბრებოდნენ, უფრო სწრაფად აყვავდა და გაიხარა, ვიდრე ისინი, რომლებსაც მხოლოდ წყალს უსხამდნენ და ფოთლებს უწმენდდნენ; თანაც ზუსტად ერთნაირ პირობებში.
ამჯერად ე.წ. ფულის ხეზე შევაჩერეთ არჩევანი. ბევრმა, ვისაც ეს მცენარე სახლში აქვს, არ იცის მისი ისტორია და შესაძლოა არც ის, თუ როგორი მოვლა სჭირდება მას.
ფულის ხე
ამბობენ, რომ ფენ-შუის ანუ, როგორც მას ეძახიან, ფულის ხეს დიდი ფინანსური წარმატება მოაქვს იმ ოჯახისთვის, რომელშიც ის ხარობს. ამიტომ უამარავ ოჯახში მას თავს ევლებიან და ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ გაიხაროს. თუმცა მისი მოვლა არც ისე ადვილია. ვნახოთ, მართლა შეუძლია თუ არა მას ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და როგორ უნდა მოვუაროთ მას.
ფენ-შუის საიდუმლოებანი
არაერთმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ფულის ხე ამართლებს სახელს და სადაც ის ხარობს, ოჯახიც ფინანსურად გამართულია. იმისთვის, რომ თქვენც გაგიმართლოთ, აუცილებელია ეს მცენარე მოიპაროთ, თუნდაც მისი ერთი ფოთოლი. სწორედ მოპარულ და არა ნაყიდ ან ნაჩუქარ ფენ-შუის მოაქვს სიუხვე. ფენ-შუის გამრავლება ფოთლითაც შესაძლებელია: მოათავსეთ მიწაში და ის დაფესვიანდება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილი- უმჯობესია თუ მცენარეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფანჯარაზე მოათავსებთ. აღმოსავლეთი ფენ-შუის ზონას წარმოადგენს.
ფენ-შუის ძალიან უყვარს ყურადღება და მოფერება. კარგია, თუ მას წითელ ბაფთას შეაბამთ, ეს მას ახალისებს და ალამაზებს. იმისთვის, რომ მცენარემ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს გავლენა ფინანსებზე, ქოთანში დამარხეთ ხურდა ფული. ახალი წლის ღამისთვის მცენარე მორთეთ მონეტებით, თუნდაც შოკოლადის ფულებით.
აბა, წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნება ყვითელი და წითელი ბაფთებით და მონეტებით მორთული ფულის ხე! ხე შეგიძლიათ ვერცხლის ნივთებითაც მორთოთ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს მას ძალიან უყვარს. ფენ-შუი დადებითი ენერგეტიკის მატარებელია.
როგორ მოვუაროთ მას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფენ-შუის გამრავლება ფოთლითაც შეიძლება, ის მიწაში ჩადეთ, დააფარეთ ჭიქა ან მინის ნებისმიერი ჭურჭელი, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ დროდადრო მისი განიავება. მცენარის სამშობლოა აფრიკის სავანა, სწორედ ამიტომ მას სითბო უყვარს, ზაფხულში ფულის ხე ყველაზე უკეთ გრძნობს თავს. შეეცადეთ სითბოში ამყოფოთ. ხშირად არ გადარგოთ, მიწაში შეურიეთ თიხა და სილა. არ დაასხათ ძალიან ბევრი წყალი.
ჯანმრთელი ფენ-შუის ფოთლები უნდა იყოს სქელი და მრგვალი, თუ ასე არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე თავს კარგად ვერ გრძნობს და სასწრაფოდ უნდა მიხედოთ.
ფენ-შუი დიდხანს ცოცხლობს.
მიენდეთ ფულის ხეს, მოუარეთ მას, მორთეთ და თუ მან გაიხარა და მით უმეტეს, აყვავდა (ის ძალიან იშვიათად ყვავის), თქვენი ფინანსური მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება.
ეს საინტერესოა!
ნიუ-ჯერსიში 10 თვის მანძილზე მიმდინარეობდა გამოკითხვა. დამკვირვებლები იკვლევდნენ, თუ რა კავშირშია ადამიანის ემოციასთან ყვავილები. დადგინდა, რომ მათ შეუძლიათ ადამიანის ხასიათზე მოყვანა, აგრეთვე ნერვული სტრესის მოხსნა. ყვავილების უმეტესობა დადებითი ენერგეტიკის მატარებელია და ეს ადამიანსაც გადაეცემა.