EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გრილზე შემწვარი ორაგული მინანქარში »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-25 13:49:03
თუ თქვენ გიყვართ თევზი, მაშინ აუცილებლად უნდა გასინჯოთ ორაგული მინანქარში. და თუ ამ პროდუქტის დიდი თაყვანისმცემელი არ ხართ, მაშინ იცოდეთ, რომ ასე მომზადებული ორაგულის გასინჯვის შემდეგ თქვენ ის შეგიყვარდებათ!
თქვენ დაგჭირდებათ:
ორაგულის 6 ნაჭერი, თითოეული დაახლოებით 170-180 გრ.
მოსართავად: ლიმონის ნაჭრები
მინანქრისთვის:
1 სუფრის კოვზი თაფლი
1 ჩაის კოვზი ტომატის პასტა
1 ჩაის კოვზი ხმელი რეჰანი
1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
პილპილი და მარილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
მინანქრისთვის ერთმანეთში კარგად აურიეთ ტომატპასტა, რეჰანი და ზეითუნის ზეთი.
გაახურეთ ქურა ან გრილი, ტაფას დააფინეთ ტყვიის ქაღალდი (ფოლგა) და დადეთ მასზე მარილში წინასწარ ამოვლებული თევზი. აცხვეთ 4-4 წუთი თითოეულ მხარეზე. სუფრასთან მიიტანეთ მაშინვე, როგორც კი თევზს ღუმელიდან გამოიღებთ და მოასხამთ მომზადებულ მინანქარს. ზემოდან მორთეთ ლიმონის ნაჭრებით.