EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვაზის ფოთოლში გახვეული სომხური ტოლმა »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-25 15:54:29
ტოლმა – სომხური სამზარეულოს ერთ-ერთი ცნობილი კერძია. ტრადიციის მიხედვით, გასათხოვარმა გოგონამ აუცილებლად უნდა იცოდეს ვაზის ფოთლის ტოლმის მომზადება. სომეხი ქალბატონების უმეტესობას ეს კერძი, შეიძლება ითქვას, ვირტუოზულად გამოსდის! ვაზის ფოთლების მომჟავო გემო განუმეორებელ არომატს აძლევს ტოლმას, ხოლო მაწვნის სოუსი კიდევ უფრო გემრიელს ხდის მას!
თქვენ დაგჭირდებათ:
500 გრ ცხვრის ხორცი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ საქონლისა და ღორის ხორცის ნაზავით)
1/4 ჭიქა ბრინჯი
1 დიდი თავი ხახვი
სხვადასხვა მწვანილი (ოხრახუში, კამა, ქინძი, ქონდარი, რეჰანი)
წითელი და შავი დაფქული წიწაკა, მარილი
ნორჩი ვაზის ფოთლები
მომზადების წესი:
ხორცი თავის ცხიმთან და ხახვთან ერთად გაატარეთ. დაუმატეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და დანარჩენი ინგრედიენტები ფარშისთვის.
კარგად აურიეთ ერთმანეთში და გაახვიეთ ვაზის ფოთლებში. მომზადებული ტოლმები მჭიდროდ ჩააწყვეთ ქვაბში, დააფარეთ თეფში, დაასხით წყალი ან ხორცის ბულიონი ისე, რომ ტოლმა მთლიანად დაიფაროს. ქვაბს დაახურეთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ.
ტოლმასთან ერთად, სუფრაზე მიიტანეთ ნივრიანი ან შაქრიანი და დარიჩინიანი მაწონი.