EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ქათმის მწვადი მანგოთი »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-25 16:02:31

ქათმის მწვადი მანგოთი

 

ქათმის ხორცისგან მომზადებულ მწვადს პიკანტურ გემოს მისცემს ეგზოტიკური მანგო. მწვადის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ნებისმიერი ნაწილი. ამ რეცეპტში ვიყენებთ ქათმის მკერდს. მწვადის მომზადება შეგიძლიათ, როგორც ქურაში, ასევე ნაკვერჩხალზე. 
თქვენ დაგჭირდებათ:

ორი ქათმის მკერდი;

მანგოს კონსერვი – ერთი ქილა (310-420 გრ);

მწვანე სალათის ფურცლები;

ტომატის სოუსი ან კეტჩუპი – 100-150 გრ;

ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი;

სუნელები – 1 ჩაის კოვზი;

წითელი წიწაკა (დაფქული);

მარილი.

მომზადების წესი:

ქათმის მკერდს გააცალეთ ძვლები და კანი. დაჭერით შეძლებისდაგვარად თანაბარ ნაჭრებად. 

დაჭრილი ქათამი ამოავლეთ წინასწარ ერთმანეთში არეულ მარილსა და წითელ წიწაკაში და ჩააწყვეთ პლასტიკატის კონტეინერში. 

ახლა ფილეს დაუმატეთ ტომატის სოუსი ან კეტჩუპი, ზეითუნის ზეთი და სუნელები, კარგად აურიეთ, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და დადგით გრილ ადგილას 30 წუთით, ერთი სათით ან კიდევ მეტი დროით. 

ჩაბასტურმებული ქათმის ხორცის ნაჭრები ააცვით შამფურებზე და შედგით 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მხოლოდ 10-12 წუთით, რომ ხორცი წვნიანი და ნაზი დარჩეს. თუ ზედმეტად შეწვით, მწვადი მშრალი გამოგივათ. 

გადმოიღეთ ქილიდან მანგო და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.

თეფშზე დააწყვეთ სალათის ფურცლები, ზემოდან მწვადი და გვერდებზე მოუწყვეთ მანგოს ნაჭრები. 

გემრიელად მიირთვით.